LIFE
კონკურსი Viber-ში: დახატე შენი ოჯახი და გახდი მესენჯერის სტიკერების გმირი
- 28.03.2023
საკომუნიკაციო აპლიკაცია Viber, საქართველოში კრეატიულ საბავშვო კონკურსს აანონსებს - "სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის"
თბილისი, 2023 წლის მარტი - Rakuten Viber, საერთაშორისო ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მომხმარებლებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.
"სტიკერების ნაკრები მთელი ოჯახისთვის", ეს არის კონკურსი ბავშვებისთვის, სადაც მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ თავიანთი კრეატიულობა და გახდნენ უნიკალური სტიკერების ნაკრების თანაავტორები, რომელიც Viber-ის პლატფორმაზე, საქართველოს ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა შექმნან ნახატი ოჯახის ან ოჯახური დასვენების თემაზე და 2023 წლის 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, განაცხადთან ერთად გაგზავნონ Viber-ის სპეციალურ საკონკურსო ჩატბოტში.
Viber-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს კონკურსის ბოლო ეტაპის მონაწილეებს.
● საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, ხმის მიცემის წესით გამოვლინდებიან.
● აღსანიშნავია, რომ ყველა მომხმარებელს შეეძლება ხმის მიცემა და ფავორიტი ნახატის არჩევა. ● გამარჯვებულები გახდებიან იმ 10 ნახატის ავტორები, რომელებიც ყველაზე მეტი ხმას დააგროვებენ.
● გამარჯვებული ნამუშევრები კონკურსის საერთო უნიკალურ სტიკერების ნაკრებში შევა.
● ასევე, სტიკერების ნაკრებში შეტანილი ნახატების ავტორები Viber-ისგან სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - Viber-მა კონკურსის ყველა მონაწილეს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებით ონლაინ მასტერკლასში, სადაც, მოწეული ილუსტრატორი მონაწილეებს გაუზიარებს თუ როგორ გახადონ ნახატები კიდევ უფრო საინტერესო და ასევე გაუზიარებს იმ საიდუმლო ხრიკებს, რაც ყველა დამწყებმა ილუსტრატორმა უნდა იცოდეს.
სტიკერების ნაკრები, ეს არის ნახატების ნაკრები, რომელსაც მესენჯერის აუდიტორია, როგორც სახალისო და ინტერაქტიული კომუნიკაციის ფორმატს ისე იყენებს. სტიკერების მაღაზიაში, ერთი ასეთი სტიკერის ნაკრების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ასობით ათასჯერ, ხოლო სტიკერების გაგზავნა მილიონჯერ - მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა და კოლეგებთან კომუნიკაციის დროს.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.
თემები: