LIFE
თავს არაპროდუქტიულად გრძნობ? - 4 ჩვევა, რომელიც სანუკვარ მიზნებს გაშორებს
- 28.03.2023
ალბათ, შეგინიშნავს შენს ყოველდღიურობაში განმეორებადი ჩვევები, რომლებსაც განტვირთვის მიზნით მიმართავ, თუმცა, საბოლოოდ თავს არაპროდუქტიულად გაგრძნობინებს.
რამდენჯერ გაგჩენია სურვილი, უაზრო ჩვევები საინტერესო და მიზანმიმართული ჩვევებით ჩაგენაცვლებინა? რამდენჯერ გიფიქრია, თუ რამდენ რამეს მიაღწევდი რომ არა ეს დროის მფლანგველი მიდრეკილებები? ეს შენი ნიშანია, რომ წინ გადადგა ნაბიჯი და ენთუზიაზმით შეეგებო სიახლეებს. ამ სტატიაში კი ჩვენ გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ არაპროდუქტიულ ჩვევებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდო.
- თუ გაღვიძებისთანავე ამოწმებ სოციალური მედიის პლატფორმებს - შეტყობინებებს, მეილებს თუ უბრალოდ გასართობ ვიდეოებსა და ფოტოებს, უმჯობესია ეს ჩვევა მეტად სასიკეთო აქტივობებით ჩაანაცვლო. შენი დილა განსაზღვრავს თუ როგორ წარიმართება შენი დღე. ამიტომაც, თუ დილით ტელეფონში ბედნიერ მუსიკას, ვარჯიშების ინსტრუქციას თუ სამოტივაციო გამოსვლებს არ რთავ, ჯობია, ტელეფონი გვერდით გადადო და მედიტაციით, იოგითი ან დღიურის შევსებით დაკავდე.
- შეიძლება ერთი შეხედვით გაგიკვირდეს, თუმცა, შენს პროდუქტიულობაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა საქმის ერთდროულად შეთავსება. კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ერთი დავალებიდან მეორეზე გადავდივართ, იმპულსს ვკარგავთ, რაც აჭიანურებს თითოეული დავალების შესრულების დროს. რამდენად კარგადაც უნდა ჟღერდეს რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება, უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია ერთი დავალება შევასრულოთ ხარისხიანად, ვიდრე მრავალ საქმეზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საბოლოოდ მივიღოთ ნევროზი, შფოთი და უკმაყოფილება.
- საქმის გადადება ან გაჭიანურება კიდევ ერთი ჩვევაა, რომელიც საგრძნობლად აქვეითებს პროდუქტიულობას. რაც მეტად გადადებ მნიშვნელოვან დავალებებს, მით მეტად დაიტვირთავ თავს და საბოლოოდ მიიღებ სტრესსა და შფოთს, რასაც შემდეგ საქმის სიმრავლეს დააბრალებ. აუცილებელია, საქმე ადეკვატურად, მარტივ საფეხურებად გადავანაწილოთ და შესაბამისი ვადები მივანიჭოთ.
- ეჭვგარეშე, პროდუქტიულობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძილის დარეგულირება. საუკეთესო შედეგისთვის, აუცილებელია, რეგულარულად ერთი და იგივე დროს ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ. როცა საკმარისად არ გვძინავს, თავს დაღლილად და მოდუნებულად ვგრძნობთ, რაც, თავისთავად, აქვეითებს ფოკუსირებასა და პროდუქტიულობას.
დროა, რეალობა ისეთი მივიღოთ, როგორიც არის და პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ქცევებზე და ამ პატარა ჩვევების დანერგვით დავიწყოთ საკუთარი თავის გაუმჯობესება.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია