მშობიარობის შემდეგ უზარმაზარი სიახლისა და შეცვლილი რეალობის ფონზე, რასაც დედობა ჰქვია, უმწეობა, ან თუნდაც სევდა, ბევრ ახალბედა დედას დაუფლებია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მშობიარობის შემდგომი სევდა, ე.წ. ბეიბი ბლუზი (Baby Blues) თუნდაც დეპრესია, არ არის პიროვნული ნაკლი ან სისუსტე. ზოგჯერ ეს უბრალოდ მშობიარობის შემდგომი გართულებაა.
ახალბედა დედების უმეტესობა ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ განიცდის ეგრეთწოდებულ ბეიბი ბლუზს (Baby Blues), რაც ჩვეულებრივ განწყობის ცვლილებას გულისხმობს და საშუალოდ ორიდან-სამ კვირამდე გრძელდება.
ამ პერიოდში ახალბედა დედა ახერხებს სიახლეს ემოციურად წამოეწიოს და სტაბილური განწყობით განაგრძოს ახალშობილთან ურთიერთობა.
თუმცა არსებობს მეორე, უფრო რთული მდგომარეობაც, რასაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება. ის შეიძლება დაიწყოს ორსულობის პერიოდშიც და მშობიარობის შემდეგაც გაგრძელდეს.
იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია მშობიარობის შემდეგ განვითარდეს განწყობის და ფსიქიკური მდგრადობის სერიოზული ცვლილება, რასაც მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ეწოდება.
ზემოთ მოწოდებული ინფორმაცია დაგვეხმარება დროულად განვსაზღვროთ ჩვენი ახლობელი ადამიანების, დედების, ან თუნდაც საკუთარი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური მდგომარეობა ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებით და დროულად მივმართოთ დასახმარებლად ნევროლოგს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, რომლებიც შეაფასებენ ჩვენს მდგომარეობას და გაგვიწევენ საჭირო დახმარებას.
მოცემული ინფორმაცია დაგვეხმარება მეტად ემპათიური და სოლიდარულები ვიყოთ ახალბედა დედების მიმართ, ვეცადოთ გავუმარტივოთ მდგომარეობა მაქსიმალური ყურადღებით, ლმობიერებითა და თანადგომით.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია