იბადება ლოგიკური შეკითხვა, რატომაა ჰაერი ასეთი დაბინძურებული?ჰაერის დამაბინძურებლების მზარდმა რაოდენობამ შეუძლებელი გახადა სუფთა, ჰაერის სუნთქვა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემა თანაბრად ეხება დედამიწის მოსახლეობას, რადგან ჰაერის დაბინძურება, კლავს მილიონობით ადამიანს ცხოველსა თუ ფრინველს მთელს მსოფლიოში.
- წიაღისეული საწვავის არასრული წვა: ქვანახშირი, ნავთობი და ბენზინის ენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. ამის შედეგად დაგროვილი აზოტის ოქსიდები, იწვევენ მჟავე-დაბინძურებულ წვიმასა და წარმოქმნიან ბინძურ ნალექს.
- მრეწველობა: სამრეწველო საქმიანობა აბინძურებს გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ქიმიური აირი (NO2, SO2 და CO) არის ძირითადი დამაბინძურებლები, რომლებიც გამოიყოფა ინდუსტრიებიდან, სადაც იყენებენ ნახშირსა და ხეს, როგორც ენერგიის ძირითად წყაროს.
ხეების ჭრა, თავის მხრივ, ანადგურებს ჟანგბადის კონცენტრაციას გარემოში. მავნე გამონაბოლქვი პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, რადგან ის იწვევს სუნთქვის პრობლემებს, ასთმას, აქვეითებს მხედველობას, ყნოსვას, ასუსტებს ყელს და იწვევს სხვა ქრონიკულ დაავადებებს.
მრეწველობა იწვევს ატმოსფეროს დათბობასაც. დედამიწის ტემპერატურა, ყოველ ათწლეულში, მინიმუმ 1 გრადუსი ცელსიუსით იზრდება.- შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება: ტოქსიკური პროდუქტების გამოყენება და ვენტილაციის დარღვევები, არათანაბარი ტემპერატურის და ტენიანობის გამომწვევი მიზეზებია. შიდა ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია ოთახში თამბაქოს მოწევა, ობით ინფიცირებული კედლები, ხის ღუმელების და სივრცის გამათბობლები.
- ტყის ხანძრები: კლიმატის ცვლილება თავის მხრივ ზრდის ტყის ხანძრების რისკს და რაოდენობას. ნარჩენების დაწვას, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ტყის ხანძრებში. ხანძარი, ჰაერში ქიმიური გაზისა და მტვრის ზრდას იწვევს. ეს თავის მხრივ ქმნის არაჯანსაღ ნისლს. ნისლი ჰაერს ბუნდოვანს და ბლანტს ხდის, შესაბამისად, ადამიანებს სუნთქვა უჭირთ, ხილვადობაც მცირდება. სუნთქვის გაძნელება, გაღიზიანება თვალებში, ცხვირსა და ყელში, ქავილი სასუნთქ გზებში და ა.შ. ეს ყველაფერი დანისლული, ბლანტი ჰაერის შესუნთქვის სიმპტომია.
- მიკრობული დაშლის პროცესი: ქიმიური და ტექსტილის მრეწველობა დიდი რაოდენობით CO-ს აგროვებს, რომლებიც აბინძურებენ ჩვენს გარემოს. ბაქტერიები და სოკოები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ ბუნებაში ბიოგეოქიმიურ ციკლებში. ისინი არანორმალური გარემო პირობების ძირითადი მაჩვენებლებია. გარემოში არსებული ამ მიკროორგანიზმების დაშლის შედეგად გამოიყოფა მეთანის გაზი, რომელიც ძალიან ტოქსიკურია. მეთანის მსგავსი ტოქსიკური გაზის ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
- ტრანსპორტი: გზებზე მანქანები დღითიდღე იმატებს. მანქანების დაბინძურება არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წვლილი. განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მანქანების მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე სოფლად. ეს საჭიროებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის აუცილებლობას ადგილობრივ დონეზე, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.
- ნაგვის ნარჩენების ღია წვა: ეს უფრო საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის, ვიდრე შეიძლება ფიქრობთ. ნაგვის ნარჩენების ღია წვის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული რისკი, მათ შორის: კიბო, ღვიძლის პრობლემები, იმუნური სისტემის დაქვეითება, შემცირებული რეპროდუქციული ფუნქციები, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს განვითარებად ნერვულ სისტემაზე.
- მშენებლობა და დეკონსტრუქცია: ქალაქში მოსახლეობის მატებასთან ერთად, მშენებლობა და არსებული შენობების დეკონსტრუქცია ურბანული გარემოს მუდმივი განვითარების ფაზის ნაწილია. ნედლეული, როგორიცაა აგური და ბეტონი, იწვევს ნისლს და ბინძურ ჰაერს, რაც სახიფათოა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის.
- სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა: ჰაერის ხარისხის დაქვეითებაზე სერიოზული გავლენა იქონია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ. პესტიციდები და სასუქები არის ძირითადი წყარო, რომელიც აბინძურებს მიმდებარე ჰაერს. შესხურების შემდეგ, მათი სუნი და ეფექტი დიდხანს რჩება ჰაერში. ზოგი წყალს ერევა, ნაწილი კი მიწაში იღვრება, რაც არა მხოლოდ ანადგურებს პროდუქტის სიჯანსაღეს, არამედ იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
თემები: