მშობლები

5 ნიშანი, რომ თქვენი შვილი გამორჩეულად ნიჭიერია

5 ნიშანი, რომ თქვენი შვილი გამორჩეულად ნიჭიერია

ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ ნიჭიერება თითოეულ ბავშვში განსხვავებულად ვლინდება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ შვილი სხვებისგან ნიჭიერებით გამოირჩევა.

  1. ასინქრონული განვითარება

ნაადრევ ასაკში დასწავლილი ფეხსაცმლის  შეკვრა, რუტინული მოქმედებების თავისთავადი სურვილი, წერა-კითხვის დამოუკიდებლად შესწავლა,  ეს ასინქრონული განვითარების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და  ჩვეულებრივ, მხოლოდ ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ.

ნიჭიერ 8 წლის ბავშვს შეუძლია გამოავლინოს მე-7 კლასელი მოსწავლის წერა-კითხვის უნარი, მე-5 კლასის მოსწავლის მათემატიკური უნარი, ძლიერი სოციალური უნარები და ემოციური მენეჯმენტის გასაოცარი დონე.
  1. ემოციური სიღრმე და მგრძნობელობა

ნეირომეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიჭიერი ბავშვები უფრო მძაფრ ემოციურ რეაქციებს განიცდიან მათ გარშემო არსებულ სამყაროზე, ვიდრე თანატოლები. ბევრ მათგანს, ასევე, გაძლიერებული აქვს სამართლიანობის გრძნობა და შეიძლება განიცადოს იმედგაცრუება, როდესაც უსამართლობას გადააწყდება.
  1. ეგზისტენციალური შეკითხვები

ნიჭიერ ბავშვებს  დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა ახასიათებთ, განსაკუთრებით ცხოვრების ეგზისტენციალური ასპექტების მიმართ.

მათ შეიძლება უფრო მეტად აწუხებდეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა სიკვდილი, სიღარიბე, კლიმატის ცვლილება და უსამართლობა, ვიდრე მათ თანატოლებს.

კითხვები შეიძლება მოიცავდეს: რა ხდება როცა მოვკვდებითრატომ ხდება ცუდი ამბები მსოფლიოში? საიდან მოვედით? ვინ შეგვქმნა? სად წავალთ როდესაც მოვკვდებით? და სხვა მრავალი.
  1. უნიკალური ინტერესები ან მომწიფებული იუმორის გრძნობა

როდესაც მოსწავლე ხსნის მაღალი კლასის ქიმიურ ამოცანებს ან სწავლობს დიდი ქალაქების მასობრივი ტრანსპორტის რუკებს, მშობლები ხანდახან წუხან, რომ მათი შვილი კარგავს ბავშვობას ან არ არის „ბავშვი“,  ეს კი სწორედ იმის ნიშანია, რომ თქვენი შვილი, გამორჩეული ნიჭიერებითაა დაჯილდოებული, რაც  უდავოდ სასიხარულოა.
  1. წარუმატებლობა სკოლაში

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ მუდმივი გონებრივი სტიმულაციის უკიდურესი მოთხოვნილება. სკოლაში ისინი ადვილად იწყენენ, რადგან უფრო სწრაფად სწავლობენ საგნებს, ვიდრე თანატოლები. როდესაც  მათთვის გამოწვევები  არ არის საკმარისად რთული ან საინტერესო, მათ შეიძლება დაკარგონ მოტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ მარტივად აკეთონ სამუშაო, აქვთ შესანიშნავი მსჯელობის უნარი და მეხსიერება, ისინი ვერ ხვდებიან, თუ რატომ უნდა ისწავლონ მაღალ ნიშნებზე, როდესაც სკოლის პროგრამა მათთვის საინტერესო უბრალოდ არ არის.

თუ კი თქვენი შვილი ზემოთ ჩამოთვლილი უნარებისა და მახასიათებლების მფლობელია, იცოდეთ, რომ სამყარომ განსაკუთრებულად დაგაჯილდოვათ.