ჰოროსკოპი

როგორი აგვისტო ექნებათ ქალწულებს?

როგორი აგვისტო ექნებათ ქალწულებს?

ძვირფასო ქალწულებო, პირადად თქვენთვის, აგვისტოს დაწყებისთანავე, მზე მოგზაურობას სპირიტუალური განახლების ზონაში დაიწყებს. ეს კი საუკეთესო  დროა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ემოციური სიმძიმისგან და თავი დააღწიოთ ხანგრძლივ სულიერ შფოთვებს. თქვენ მოგეცემათ საშუალება დაალაგოთ მომავალი თვეების პრიორიტეტები, რაც სულიერად დაგამშვიდებთ.


22 აგვისტოდან მზე სრულად თქვენს ნიშანში გადმოინაცვლებს და ახალ ფაზას დაიწყებთ. მანამდე, კი გირჩევთ გაასუფთა ყველაფერი, რაც თქვენზეა ჩამოკიდებული - იქნება ეს ფიზიკური თუ სულიერი სამყარო. სანაცვლოდ კი, სამუშაოდ სუფთა ფურცელი შეგრჩებათ.

3 აგვისტოს, როდესაც კომუნიკაციების პლანეტა მერკური თქვენს ნიშანში გადმოვა, გაგიადვილდებათ სამუშაო სიის შედგენა, სტრატეგიების შექმნა და მიმდინარე გეგმების შესრულება. ეს არის შესაძლებლობა გამოხატოთ საკუთარი თავი და საჭიროებისამებრ ითხოვოთ დახმარება ან მეგობრული რჩევა.

11 აგვისტოს სავსე მთვარე მერწყულში, პროდუქტიულობის შესახებ თქვენს წარმოდგენებს შეცვლის. ეს გადაფასება შეიძლება მოხდეს მცირე კრიზისის გამო, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ძირითადი რამ შეცვალოთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ახალი რეალობა და იგრძნობთ საკუთარ ძალას.

ამავდროულად, მომხიბვლელი ვენერა ლომის ზოდიაქოს იზოლირებულ სექტორში გადავა. ასე რომ, დროა საკუთარი თავის აღზრდასა და გაგებას მიეცეთ. მიმართეთ სიყვარულით სავსე ყურადღება საკუთარი თავისკენ

როდესაც მზე თქვენს ნიშანში შემოვა, მოემზადეთ ოთხკვირიანი არდადეგებისთვის, რომელიც გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას. ეს არის თქვენი  თავის გამტკიცების შანსი. დაასხივეთ მაგნიტური ენერგია გეგმებსა და პროექტებს, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მზე კი დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი შესაძლებლობები.

და ბოლოს, 27 აგვისტოს, თქვენს ნიშანს ახალმთვარეობა გაანათებს. ამ დროს კოსმოსი გიბიძგებთ, დაალაგოთ  გეგმები, განივითაროთ ახალი ჩვევები, წამოიწყოთ ბიზნესი, ახალი ურთიერთობები ან ნებისმიერი სხვა რამ.