LIFE

მეგობრობის გემოები: აღმოაჩინე თუ რომელი საკვები შეესაბამება შენი მეგობრის პიროვნულ მახასიათებელს

მეგობრობის გემოები: აღმოაჩინე თუ რომელი საკვები შეესაბამება შენი მეგობრის პიროვნულ მახასიათებელს

Glovo სიხარულით აღნიშნავს მეგობრობის დღეს და უნიკალურ მახასიათებლებზე მორგებულ მენიუებს გთავაზობთ. არტიკლში Glovo-ს მომხმარებლების რჩეულ რესტორნებს გაიცნობთ

მეგობრობა ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კომპლექსური მახასიათებლებისგან არის შექმნილი და თითოეული კადრი, ნოტი, ჩრდილი თუ ძაფი განუმეორებელ ხიბლს სძენს მას. 

30 ივლისს, მეგობრობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან ერთად, ადამიანის პიროვნული მახასიათებლების წარმტაც სამყაროს გავეცნოთ და მათ უნიკალურ თვისებებზე მორგებული ფიზიკური აქტივობები თუ საკვები მენიუები აღმოვაჩინოთ. არტიკლში ასევე Glovo-ს, ევროპის წამყვანი მულტიგატეგორიული აპლიკაციის მომხმარებლების რჩეულ რესტორნებს გაიცნობთ.

1. თავგადასავლების მაძიებელი სული: აზიური სამზარეულო

თქვენი საუკეთესო მეგობარი თავგადასავლებისა და ახალი გამოცდილებების მაძიებელია? თუ კი ასეა, ის ალბათ სამეგობრო წრეში განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩევა. 

ასეთი ადამიანისთვის დაგეგმეთ მოგზაურობა საინტერესო აქტივობებით, როგორიცაა: ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა ან მახლობელი სათავგადასავლო პარკის დათვალიერება, რათა მათი თავგადასავლების მაძიებელი ბუნება ჰარმონიაში გადაეშვას.

მასთან ერთად გადაეშვით აზიური გემოების სამყაროში და Bangkok-ის არომატული კერძები დააგემოვნეთ ან Glovo-ს საშუალებით განათავსეთ შეკვეთა Sakura-ს ობიექტზე და გაუმასპინძლდით თქვენს მეგობარს გემრიელი სუშით. აზიური სამზარეულოს მრავალფეროვანი გემოები და მიმზიდველი სურნელი, თქვენს მეგობარს დაუვიწყარ შინაგან თავგადასავალს მოუწყობს. 

2. მშვიდი და ამავდროულად ფილოსოფიური საუბრების გურუ: იტალიური პიცა

თუ თქვენი მეგობარი ექსტრავერტი, მხიარული და მეგობრულია და თბილ შეხვედრებთან ერთად გაუჩერებელი საუბარი განსაკუთრებულად უყვარს, მაშინ  მასთან ერთად დაუვიწყარი საღამო სახლში ან თუნდაც, მახლობელ პარკში შეგიძლიათ გაატაროთ, რათა ერთად ისიამოვნოთ სახალისო საუბრებით გემრიელი პიცის ნაჭრით ხელში.  

Pizzalandia-ს მადისაღმძვრელი შეთავაზებებით, თქვენ ნამდვილად დაიკმაყოფილებთ პიცის ძლიერ მოთხოვნილებას. ასევე, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Pizza Paragone-დან Glovo-ს მეშვეობით, რათა პიცის წვეულებამ თქვენი მეგობრობა დაუვიწყარ გამოცდილებად აქციოს. მათი შემოქმედებითი პიცები სიყვარულით მზადდება, ხრაშუნა ქერქიდან უმაღლესი ხარისხის ტოპინგების ჰარმონიულ ნაზავებამდე.

3. სიჯანსაღის იდეით შეპყრობილი: ჯანსაღი საკვები

საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი მეგობრები, ჩვეულებრივ, ჯანსაღ პროდუქტებს  ეტანებიან. დაგეგმეთ ვარჯიში თქვენს ფიტნეს-მეგობართან ერთად, ან ჩაეწერეთ იოგას გაკვეთილზე. სიურპრიზად მიართვით Degusto Fitness-ის კერძები. მათი გონივრული რაციონით შემუშავებული მენიუ კვებითი ღირებულებით შეზავებულ სალათებს გვთავაზობს.

ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ Poke Bar-დან Glovo-ზე და თქვენს სპორტულად აქტიურ მეგობარს ჯანსაღი ულუფით გაუმასპინძლდეთ. მათი კერძები ნამდვილად მადისაღმძვრელი, გემრიელი და ესთეტიკურია. 

4. კომფორტ-საკვების მოყვარულთათვის - ბურგერი

კომფორტ-საკვები, ნაცნობი და ნოყიერი გემოები, შესაძლოა ბევრი ჩვენგანის თავშესაფარიც იყოს. თუ კინოჩვენების საღამოს მეგობართან ერთად სახლში დაგეგმავთ, გემრიელი ბურგერი შეგიძლიათ Glovo-ზე Grill More-ისგან შეუკვეთოთ, დამზადებული პრემიუმ ინგრედიენტებითა და გრილის ვნებიანი სიყვარულით. 

ასევე, სცადეთ Burger Lions, რათა თქვენი მეგობრობის დღესასწაული სამეფო ბურგერის მშვენიერი გამოცდილებით დაგვირგვინდეს. არაფერი ამბობს ისე მკაფიოდ "მე ვზრუნავ", როგორც წვნიანი ბურგერი გულთბილ პარტნიორთან ერთად.

5. ტკბილეულზე დამოკიდებული: დესერტი 

მოამარაგეთ ასეთი მეგობარი პირის ჩასაკოკლოზინებელი დესერტის სასაჩუქრე შეფუთვებით, რომელიც შეგიძლიათ Glovo-ზე Melt-ს შეუკვეთოთ. ღვთაებრივი ტკბილეულის ასორტიმენტით სავსე, სადესერტო ყუთები გემოსა და ტექსტურების ერთგვარი ჰარმონიული ნაზავია, რომელიც მუდამ მეტის წყურვილს აღძრავს.

თუ თქვენ საყვარელ მეგობარს კრემიანი გემრიელობებით ტკბობა სჩვევია, მაშინ შეუკვეთეთ Likastan, Glovo-ზე და გაახარეთ თქვენი ტკბილი მეგობარი სამოთხის ტორტის ნაჭრებით. 

შექმენით შეუფასებელი მოგონებების რეზერვი და მიირთვით გემრიელი კერძები თქვენს მეგობრებთან ერთად, სწორედ, მეგობრობის დღეს და აჩვენეთ მათ, თუ რამდენს ნიშნავენ ისინი თქვენთვის.

ყველას გილოცავთ მეგობრობის საერთაშორისო დღეს!

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს  ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს  და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. 

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/
 

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities