LIFE

როგორ გავუფრთხილდეთ  მხედველობას?

როგორ გავუფრთხილდეთ  მხედველობას?

გარემოს ბუნებრივ ცვლილებებთან ერთად ჩვენი ჯანმრთელობაც შესამჩნევად მოწყვლადი ხდება. თვალისჩინო ყველასთვის ერთ-ერთი ძირითადი მოცემულობაა, რომლის გარეშეც ვერ წარმოგვიდგენია ყოფა და რომელიც, თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, ასევე, დაბინძურებულ გარემოში, უფრო და უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენ შევეცადეთ ამერიკის წამყვანი ოფთალმოლოგებისგან  რამდენიმე რჩევა მოგვეწოდებინა.

 
მაშ ასე: The Lancet-ის მოხსენების თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით 895 მილიონ ადამიანს ექნება მხედველობის დაქვეითება. ეს არის 150 პროცენტიანი ზრდა მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

როგორ დავიცვათ ჩვენთვის ძვირფასი მხედველობა?

1. ატარეთ სათვალე ულტრაიისფერი (UV) დაცვით

ყოველდღიური გამოსხივება მავნეა არამხოლოდ ჩვენი კანისთვის, არამედ მხედველობისთვისაც. ეს უხილავი სხივები, ასევე, ზრდის კატარაქტის დადგენის შანსს, თვალის ლინზების დაბინდვას, რომელიც ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად იჩენს ხოლმე თავს. „მუქი ლინზა, რომელიც სათანადოდ არ ფილტრავს ულტრაიისფერ სხივებს, ფაქტობრივად უარესია, ვიდრე ლინზების არარსებობა“, — ამბობს ამერიკელი ოფთალმოლოგი ანდრეა თაუ.

2. იკვებეთ ჯანსაღად 

სტაფილო, ისპანახი, კომბოსტო, მწვანილი მხედველობის დამცავი ძალებია. ისინი სავსეა ანტიოქსიდანტებით ლუტეინითა და ზეაქსანტინით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ საკვებ ნივთიერებებს შეუძლია დაბლოკოს მაღალი ენერგიის ცისფერი შუქი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ბადურის უჯრედებს. ტკბილი კარტოფილი, გოგრა და წითელი ბულგარული წიწაკა - ეს ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელსაც ორგანიზმი იყენებს A ვიტამინის გამოსაყოფად, რომელიც აუცილებელია კარგი მხედველობისთვის.

ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს - ორაგულს, ტუნასა და სარდინს  მნიშვნელოვნად შეუძლია შეუნარჩუნოს ბუნებრივი ტენი ჩვენს თვალებს.
 
3. დაუთმეთ ძილს საკმარისი დრო 

დასისხლიანებული თვალები და შეშუპებული ქუთუთოები შეიძლება იყოს თვალის კუნთისა და ლინზის გადაღლის ან დაზიანების შედეგი.  ძილი არის დრო, როდესაც სითხეები ცირკულირებს და ატენიანებს თქვენს თვალებს.  

4. დაასვენეთ თვალები

თუ თქვენ უყურებთ კომპიუტერის ეკრანს ან აკეთებთ სხვა დავალებას, რომელიც მოითხოვს ვიზუალურ კონცენტრაციას, გააკეთეთ ხშირი შესვენებები, რათა დაასვენოთ თვალები. სცადეთ 20-წუთიანი შესვენების მეთოდი - თვალი აარიდეთ ეკრანს ყოველ 20 წუთში ერთხელ, ფოკუსირდით რაღაცაზე 20 ფუტის მანძილზე, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.  ამ დროს თვალი დაისვენებს და ძალებს აღიდგენს. 
  
 ზემოთმოცემული რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ლამაზი და ჯანმრთელი თვალები.