საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია Caller ID - Viber-ის ახალი უფასო ფუნქცია
- 17.08.2023
ახალი ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელია უცნობი აბონენტის ზარის ამოცნობა და გაფრთხილების მიღება სპამის შესახებ. Caller ID “ნომრის ამომცნობი” უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.
Viber მესენჯერში შემომავალი ზარების ამოცნობის ახალი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ის გაფრთხილებთ თაღლითებისა და არასასურველი ზარების შესახებ, ასევე გეხმარებათ არ გამოტოვოთ კურიერის მნიშვნელოვანი ზარი ან ზარი ონლაინ მაღაზიიდან, სადაც შეკვეთა გააფორმეთ. ტელეფონის ნომრის ამოსაცნობად აღარაა საჭირო დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, თუკი უკვე დაინსტალურებული გაქვთ Viber.
თუ მომხმარებელმა არ უპასუხა ზარს უცნობი ნომრიდან, ზარის დასრულების შემდეგ, Viber-ის Caller ID - ის საშუალებით, შესაძლებელია:
● იმავე ნომერზე დარეკვა (შესაძლებელია, რომ ოპერატორის ტარიფების მიხედვით ზარის საფასური დაეკისროს).
● შეტყობინების გაგზავნა: თუ შემომავალი აბონენტი რეგისტრირებულია Viber-ზე, მომხმარებელს მასთან მიმოწერის დაწყება შეუძლია.
● მოწვევის გაგზავნა: თუ შემომავალი აბონენტი არ არის Viber-ის მომხმარებელი, მომხმარებელს შეუძლია მოიწვიოს ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად.
● ტელეფონის ნომრის კონტაქტების სიაში დამატება.
● შეტყობინება სპამის შესახებ: დაწკაპუნება კონტაქტის სპამად მონიშვნისთვის.
Viber-ის სხვა მომხმარებლების მიერ სპამად მონიშნული ტელეფონის ნომრები გამოჩნდება შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი თავისი შეხედულებისამებრ შეძლებს უპასუხოს ზარს ან უარყოს იგი.
ჯერჯერობით ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვის, სამომავლოდ გამოჩნდება iOS-ზე. ნებისმიერს, ვისაც დაყენებული აქვს Viber 19.3.0 ვერსია ან უფრო ახალი, შეუძლია ჩართოს Caller ID ფუნქცია სრულიად უფასოდ. ამისათვის უნდა გახსნათ აპლიკაცია თქვენს ტელეფონზე, დააწკაპუნოთ "მეტი", აირჩიოთ "პარამეტრები", მოძებნოთ "ზარები და შეტყობინებები" და ჩართოთ Caller ID ფუნქცია.