ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომელია 2023 წლის სექტემბერის ყველაზე იღბლიანი დღე?
- 23.08.2023
ვერძი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 29 სექტემბერი, პარასკევიმიიღეთ ეს თვე, როგორც ძალა, რომელიც წარმოადგენს თქვენს შინაგან მეომარს და არ მიიღოთ არც ერთი უარყოფითი პასუხი. ეს არის მნიშვნელოვანი დაბრუნება თქვენს შინაგან მესთან. ახლა თქვენ ყველაზე უკეთ ხედავთ, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ.
კურო
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 4 სექტემბერი, ორშაბათიამ დღეს, იუპიტერი დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას კუროში. ეს კი, დაგეხმარებათ გაანალიზოთ თუ რა მიმართულებით უნდა გადადგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა შექმნათ ისეთი ცხოვრება, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით.
ტყუპები
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 3 სექტემბერი, კვირასიტყვები, რომლებსაც თქვენ ამბობთ, ნამდვილად ქმნის იმ ცხოვრებას, რომლითაც საბოლოოდ იცხოვრებთ. როგორც ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ცნობილია თავისი კომუნიკაციური სიძლიერით, ამ თვეში ისწავლით განსხვავებას უბრალოდ ლაპარაკსა და სიტყვების განზრახვით გამოყენებას, ანუ აფირმაციებს შორის.
კირჩხიბი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 29 სექტემბერი, პარასკევიამ თვეში, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოიდგენდით. თქვენ აღარ ამბობთ უარს საკუთარ ოცნებებზე და მათი მისაღწევად საჭირო სამუშაოებზე, თქვენ მზად ხართ მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ.
ლომი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 29 სექტემბერი, პარასკევიამ დრომდე, 2023 წელი, სავსე იყო თვითრეფლექსიით, მაგრამ ამიერიდან თქვენ მზად ხართ იმოქმედოთ. წარსულისგან განსხვავებით, ახლა თქვენ ენდობით სამყაროს, თუნდაც არაფერი იყოს ისე, როგორც თქვენ დაგეგმეთ. თქვენ გჯერათ, რომ ყველაფერი თქვენთვის საუკეთესო სცენარით ვითარდება.
ქალწული
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 4 სექტემბერი, ორშაბათიამ თვეში თქვენ დაინახავთ, თუ რა არის ის საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც გჭირდებათ ცხოვრებისგან, რათა იგრძნოთ თავი წარმატებულად და სრულყოფილად. 2023 წლის განმავლობაში, სამყარომ უკვე დაგაჯილდოვათ სიუხვით, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობაა გაარკვიოთ რას ნიშნავს ეს, ცხოვრების ახალ ფურცელზე.
სასწორი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 13 სექტემბერი, ოთხშაბათიმართალია მიდრეკილნი ხართ ლოგიკურად შეხედოთ მოვლენებს, თუმცა ამ თვეში უმჯობესია, რომ ინტუიციით იმოქმედოთ. თქვენ კონცენტრირებული ხართ მშვიდობის შენარჩუნებაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჰარმონიულად მუშაობს, მაგრამ ხშირად უგულებელყოფთ საკუთარ საჭიროებებს, როგორც ამ პროცესის ნაწილს. ამ თვეში, სწორედ ამ მიდგომის შეცვლის დროა.
მორიელი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 13 სექტემბერი, ოთხშაბათიახლა თქვენ მიისწრაფვით შექმნათ უფრო ღრმა ურთიერთობა საკუთარ თავთან. ამ პროცესში, ჩვენი რეკომენდაციაა დააკვირდეთ, თუ როგორ ხართ დაკავშირებული გარე სამყაროსთან - ყველაფერთან, რასაც აკეთებთ. თუ ასე იფიქრებთ, მაშინ, სწორედ სრულყოფილების და სამყაროს ერთიანობის გრძნობა მიგიყვანთ საოცნებო ცხოვრებამდე.
მშვილდოსანი
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 3 სექტემბერი, კვირანაცვლად იმისა, რომ იფიქროთ, წარსულში სხვაგვარად რა უნდა გაგეკეთებინათ, უფრო მეტად იფიქრეთ იმ შორეულ ჰორიზონტებზე, რომელზეც ოცნებობთ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში. რამდენადაც თქვენ ისწავლეთ მისგან, ის სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა. ახლა საქმე წინსვლის უფლებას ეხება.
თხის რქა
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 14 სექტემბერი, ხუთშაბათიეს თვე თქვენგან მოითხოვს, რომ ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ შორეული ოცნებისკენ სავალ გზაზე. არსებობს შანსი, რომ თავს მონოტონურად იგრძნობთ, თუმცა, რაც უფრო მეტად იზრუნებთ წვრილმან საკითხებზე, მით უფრო მეტად შეძლებთ მიუახლოვდეთ მომავალ წარმატებას.
მერწყული
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 23 სექტემბერი, შაბათისექტემბერში თქვენ ეძებთ გზას, რომელიც დაგეხმარებათ შეამსუბუქოთ რეალობა. წინა თვეეში, თქვენ უკვე შეაფასეთ წარსული, მაგრამ ახლა დროა გაითვალისწინოთ თქვენი მომავლის ახალი შესაძლებლობები.
თევზები
თვის ყველაზე იღბლიანი დღე: 29 სექტემბერი, პარასკევიეს თვე გეხმარებათ მეტი ყურადღება მიმართოთ იმისკენ, რისი შექმნაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ჩვეულებრივ, თქვენ უფრო მეტ დროს ატარებთ სულიერ სამყაროში, ვიდრე რეალურში, მაგრამ ბოლო დროს ბევრი გაკვეთილი მიიღეთ ბალანსისა და თვითშეფასების შესახებ. როგორც კი გაიგებთ, თუ რამდენადაა ეს ორი თემა ერთმანეთთან დაკავშირებულ, მით უფრო ადვილად მოიზიდავთ იმას, რაც ასე ძალიან გსურთ.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია