როგორ მოვხვდეთ ჰალკიდიკის ზღაპრულ სანაპიროებზე: ქუთაისი-თესალონიკი-ჰალკიდიკის გზამკვლევი
- 25.08.2023
საბერძნეთი, თავისი განსაცვიფრებელი კუნძულებითა და ველური სანაპიროებით, ყოველთვის იყო საოცნებო ადგილი იმ მოგზაურთათვის, რომლებიც ეძებენ მზეს, ქვიშასა და კრისტალურად სუფთა წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ცნობილი კუნძულები, როგორებიცაა სანტორინი და მიკონოსი, ხშირად ხვდებიან ტურისტების ყურადღების ცენტრში, ჰალკიდიკი ერთგვარ საიდუმლო ლოკაციად რჩება.
ნაბიჯი 1: ქუთაისიდან თესალონიკამდე
დავიწყოთ მოგზაურობა ქუთაისში, საქართველოს გამორჩეულ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი უძველესი ისტორიით და ბუნებრივი სილამაზით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air გთავაზობთ პირდაპირ ფრენებს თესალონიკში. თანაც, ყველაზე ხელსაყრელ ფასად. რატომ თესალონიკში? აქედან ჰალკიდიკამდე სულ რაღაც 1 საათი და 50 წუთის გზაა! ავტობუსის ფასი კი, საშუალოდ 10-16 ევროს ფარგლებში მერყეობს. მოდით, დავუბრუნდეთ კვლავ ქუთაისს. Wizz Air-ის თვითმფრინავით, თესალონიკში დაახლოებით 1 საათსა და 50 წუთში აღმოჩნდებით. სწორედ ამიტომ, მოგზაურობის ეს ნაწილი, განსაკუთრებით სწრაფი და კომფორტულია.
ნაბიჯი 2: თესალონიკში
ჩვენი რეკომენდაციაა, არ იჩქაროთ და გარკვეული დრო დაუთმოთ ამ ცოცხალი ქალაქის დათვალიერებას. ეწვიეთ თეთრ კოშკს, თესალონიკის სიმბოლოს და გაისეირნეთ სანაპიროზე. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ადგილობრივ ტავერნებსა თუ კაფეებში დააგემოვნოთ ბერძნული სამზარეულო და უბრალოდ დატკბეთ ამ მშვენიერი ქალაქის ენერგიით.
ნაბიჯი 3: თესალონიკიდან ჰალკიდიკისკენ
თესალონიკიდან ჰალკიდიკში ძალიან მარტივია მოხვედრა! ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი, ალბათ, მანქანის დაქირავებაა, რომელიც მოგცემთ თავისუფლებას, რეგიონი საკუთარი ტემპით დაათვალიეროთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰალკიდიკისკენ მგზავრობას დაახლოებით 1,5-დან 2 საათამდე სჭირდება, რაც დამოკიდებულია ნახევარკუნძულზე თქვენს მიერ არჩეულ დანიშნულებაზე. ასევე, არაჩვეულებრივი ვარიანტია ავტობუსი, რომელიც თესალონიკის ცენტრალური ავტოსადგურიდან, რომელსაც ოფიციალურად „მაკედონიის საქალაქთაშორისო ავტოსადგური“ ეწოდება, ყოველდღიურად გადიან ავტობუსები ჰალკიდიკის მიმართულებით. ფასი კი, როგორც გითხარით, ძალიან ხელმისაწვდომია.
ნაბიჯი 4: ჰალკიდიკის აღმოჩენა
ჰალკიდიკი იყოფა სამ განსხვავებულ ნახევარკუნძულად: კასანდრა, სითონია და ათონი. თითოეული გთავაზობთ თავის უნიკალურ ხიბლს. კასანდრა ცნობილია თავისი ცოცხალი ღამის ცხოვრებითა და ხმაურიანი პლაჟის კურორტებით, რაც შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ენერგიულ ატმოსფეროს ეძებს. მეორეს მხრივ, სითონია, აყვავებულ ტყეებითა და იზოლირებული ყურეებით, იდეალური გადაწყვეტილებაა ბუნების მოყვარულთათვის. ათონი კი, ცნობილია თავისი სულიერი მნიშვნელობით, სადაც რამდენიმე მონასტერია განთავსებული.
ჰალკიდიკიში აუცილებლად აღმოაჩენთ ველურ პლაჟებს, ფარულ ყურეებს და თვალწარმტაც სოფლებს, რომლებიც განასახიერებენ ბერძნული სტუმართმოყვარეობის არსს. მიუხედავად იმისა, დასვენებას ეძებთ თუ თავგადასავალს, ჰალკიდიკიში ყველაფერია.
სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეგიძლიათ დაიწყოთ დასამახსოვრებელი მოგზაურობა ქუთაისიდან ჰალკიდიკის ზღაპრულ პლაჟებამდე, სადაც საბერძნეთის ბუნებრივი სილამაზე და თბილი სტუმართმოყვარეობა გელოდებათ. ასე რომ, აუცილებლად დაგეგმეთ ეს მოგზაურობა და გაეშურეთ თქვენი ოცნების თავგადასავალში.
ჩრდილოეთ საბერძნეთში მოქცეული ეს მშვენიერი ადგილი გამოირჩევა თვალწარმტაცი სანაპირო ზოლითა და მომხიბვლელი სოფლებით, რომლებიც ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებიდან გასაქცევად, ტურისტებს მშვიდ თავშესაფარს სთავაზობენ. თუ გაინტერესებთ როგორ მოხვდეთ ამ ზღაპრულ სანაპიროებზე, ჩვენ მოკლე და მარტივ გზამკვლევს გთავაზობთ.
თემები: მოგზაურობა, მოგზაური
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია