Rakuten Viber: ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოდან გაგზავნილი აუდიო შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა
- 07.12.2023
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი აცხადებს, რომ ამ წლის განმავლობაში, საქართველოში გაგზავნილი აუდიო შეტყობინებების ყოველთვიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 12%-ით გაიზარდა.
მესენჯერებში ახალი, მოსახერხებელი ფუნქციების დამატება გავლენას ახდენს მოხმარების ტენდენციებზე და ადამიანების ქცევაზე ონლაინ. დღეს ძნელი წარმოსადგენია მესენჯერებში კომუნიკაცია აუდიო შეტყობინებების გარეშე, რომლის მთავარი უპირატესობა დროის დაზოგვა, ეფექტურობა და სიმარტივეა.
Rakuten Viber-მა ჩაატარა გამოკითხვა Rakuten Viber საქართველო-ს არხზე, სადაც მონაწილეობა 2500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (40%) პერიოდულად იყენებს აუდიო შეტყობინების ფუნქციას, გამოკითხულთა 33% აკეთებს ამას ყოველდღე, 9% - კვირაში ერთხელ. მისი გამოყენების მიზეზებზე საუბრისას, გამოკითხულთა 34% აგზავნის აუდიო შეტყობინებებს, როცა სწრაფი რეაგირება სჭირდება. სხვა მიზეზებია ტექსტის აკრეფის უხერხულობა, ხმოვანი შეტყობინების პასუხი და ემოციების გამოხატვის სურვილი.
აუდიო შეტყობინებები Rakuten Viber-ში მესენჯერის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმატია, ყოველთვიურად ასობით მილიონი ასეთი შეტყობინება იგზავნება აპლიკაციის მომხმარებლების მიერ. Rakuten Viber ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა კონფიდენციალურობაზე და მისი მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციაზე, აუდიო შეტყობინებები არის ბოლომდე დაშიფრული, როგორც ყველა სხვა პირადი და ჯგუფური ჩატის შეტყობინება.
Rakuten Viber მესენჯერში შეგიძლიათ გააგზავნოთ აუდიო შეტყობინებები როგორც სმარტფონზე, ასევე კომპიუტერზე. ამისათვის გახსენით აპლიკაცია, აირჩიეთ სასურველი ჩატი, დააჭირეთ მიკროფონის ხატულას ქვედა მარჯვენა კუთხეში და ჩაწერეთ ხმოვანი შეტყობინება. გაათავისუფლეთ მიკროფონის ხატულა შეტყობინების გასაგზავნად, ხოლო კომპიუტერზე - დააწკაპუნეთ გამშვებ ნიშანზე. აუდიო შეტყობინებები Rakuten Viber-ში შეიძლება ჩაიწეროს ხატულაზე დაჭერის გარეშე. ამისათვის თქვენ უნდა გახსნათ აპლიკაცია თქვენს ტელეფონში, აირჩიოთ ჩატი, დააწკაპუნოთ და ხანგრძლივად დააჭიროთ მიკროფონის ხატულას და შემდეგ აასრიალოთ ზევით ჩასაწერად ისე, რომ აღარ დააჭიროთ. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დააჩქარონ აუდიო შეტყობინებების დაკვრის სიჩქარე (x1.5, x2).
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია