LIFE

საჭიროა თუ არა, რომ ყოველთვის რაღაცას ვუსმენდეთ?

საჭიროა თუ არა, რომ ყოველთვის რაღაცას ვუსმენდეთ?

ღესდღეობით ბევრი რამე გვიფანტავს ყურადღებას. ანდახან როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, პარალელურად ჩართული გვაქვს მუსიკა, ტელევიზორი ან რამე ვიდეო. მი მიუხედავად, რომ ვიღაცეები ამით სიამოვნებას იღებენ, არსებობენ ადამიანები ვისაც დამატებითი ხმაური ყურადღებას უფანტავს.

  • ეს ონცენტრირებაში ხელს გიშლით.

თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ დიდად არ აქვს ზემოქმედება ამა თუ იმ ხმას, მაგრამ კონკრეტული საქმის კეთებისას, მაინც შესაძლოა დაგაბნიოთ ან ყურადღება გაგიფანტოთ. ყურადღების გაფანტვა შესაძლოა იყოს დამაზიანებელი მაშინ როდესაც ვიყენებთ დანას ან ბასრ ნივთს. ამ დროს მეტად უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე რასაც ვაკეთებთ.

  • ქვენი ყურადღება ბევრად შეზღუდულია ვიდრე გგონიათ.

იმის და მიუხედავად, რომ შეიძლება ჩვენი კონცენტრაციის უნარი უფრო ძლიერი გვეგონოს, არ არის ესე. უმეტესად ჩვენ მხოლოდ ერთ საქმეზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. სწორედ ჩვენი სრული ყურადღება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავი გავართვათ ნებისმიერ საქმეს და თან ვისიამოვნოთ. უსიამოვნო საქმეც შეიძლება უფრო სახალისო იყოს როდესაც ყურადღება არ გვეფანტება და ვკონცენტრირდებით. აწმყოში ყოფნა, არის ის რაც გვეხმარება ნაკლები ვინერვიულოთ წარსულზე ან მომავალზე. იცოდეთ, რომ თქვენი ყურადღება შეზღუდულია და ძნელია მისი ბევრ საქმეზე განაწილება.

  • გონება სულ მუშაობს.

რა თქმა უნდა თქვენ შეიძლება ვერ გაიმეოროთ სიტყვა სიტყვით რასაც მოისმენთ აუდიო წიგნში ან დარწმუნებული არ იყოთ იმაში, რომ თქვენ ყველაფერი გაიგეთ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ხმები ხშირად არის შეუმჩნეველი და ამ დროს ის ჩვენს ყურადღებას და ენერგიას ფანტავს. გვგონია რომ ჩვენ შეგვიძლია დავაიგნოროთ ეს ხმა, მაგრამ ჩვენი ტვინს სინამდვილეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე შეუძლია ფოკუსირება, ამიტომ პატარა ხმაც კი გვართმევს ენერგიას. მუდმივად არსებობს ისეთი ფაქტორები, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას მარტო დავრჩეთ ჩვენ ფიქრებთან. სიჩუმე არის ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ ხმაურისგან დასვენება. ეს არის შესაძლებლობა თვით ანალიზისთვის და ახალი იდეებისთვის.

  • რთდროულად ბევრი რამის კეთება არაა ეფექტური.

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებამ შეიძლება პროდუქტიულად გვაგრძნობინოს თავი მაგრამ ესე არაა. პირიქით, ასე მუშაობა ჩვენი შესრულებული საქმის ხარისხს აუარესებს. საქმის პარალელურად მუსიკის მოსმენა და ფილმის დიდად არ ითვლება როგორც „მულტიტასკინგად“, მაგრამ ნამდვილად შეუძლია ხელი შეგვიშალოს. ყველაზე მზაკვრული რამ, რაც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებისას გვემართება, არის ის, რომ ვერც კი ვხვდებით, რამდენად ცუდი ეფექტი აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.  

ომ შევაჯამოთ, დამატებითმა ხმამ შეიძლება გაგვიადვილოს კონკრეტული საქმის გაკეთება, აგრამ ხანდახან, ის ხელს გვიშლის. ნიშვნელოვანია რომ ჩვენ ტვინს და გონებას მივცეთ უფლება გაიაზროს ფიქრები და კონცენტრირდეს მოცემულ დავალებაზე.