LIFE

ფოკუსი გარემოზე: რატომ არის WIZZ AIR ფრენის ყველაზე მწვანე არჩევანი?

ფოკუსი გარემოზე: რატომ არის WIZZ AIR ფრენის ყველაზე მწვანე არჩევანი?

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, ყოველდღიურად ადასტურებს, რომ მისთვის ეფექტიანი ოპერირება და გარემოზე ზიანის მინიმუმამდე შემცირება, პრიორიტეტულია. ავიაკომპანია, არა მხოლოდ მაგალითს აძლევს სხვა ავიაკომპანიებს, არამედ აქტიურად მოუწოდებს მგზავრებს გააკეთონ მოგზაურობის უფრო მდგრადი არჩევანი.

Wizz Air აწესებს ახალ სტანდარტებს

Wizz Air უფრო და უფრო მეტ ადამიანს აძლევს მოგზაურობის თავისუფლებას, მაგრამ ამასთან ერთად, ის ამტკიცებს, რომ ერთდროულად კომპანიის ზრდა და მდგრადობაზე ორიენტირება შესაძლებელია. ის გიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ავიაცია უფრო მდგრადი. უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებით, მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) და პარტნიორებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ავიაკომპანია ინდუსტრიას უფრო მდგრადი საჰაერო მოგზაურობისკენ მიუძღვება.

ისეთი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა უშუალოდ კომპანიის ბიზნეს მოდელი და დიზაინი, ფასებიდან დაწყებული, ადგილების სიმჭიდროვით დამთავრებული, არის გარანტია იმისა, რომ Wizz Air მაღალი დატვირთვით იფრენს. გარემოს ზედმეტი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ავიაკომპანიას არც კი უფიქრია ბიზნეს კლასის ადგილებზე - Wizz Air-ს ადგილების მხოლოდ ერთი კონფიგურაცია აქვს, რომელიც ბორტზე უფრო მეტი ადგილის დამატების შესაძლებლობას იძლევა. დამატებით, ავიაკომპანია დაფრინავს მხოლოდ პირდაპირი მარშრუტებით. ერთი აფრენა, ერთი დაფრენა, შემაერთებელი ფრენის გარეშე – ზედმეტი საწვავის წვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის არცერთ მარშრუტს არ აქვს მატარებლის პირდაპირი რეისის ალტერნატივა მომდევნო ოთხ საათის განმავლობაში.

Wizz Air იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს აქ და ახლა

Wizz Air-ის ერთგულება მდგრადობისადმი აშკარაა მის ფლოტშიც - მას Airbus A321neo-ების უახლესი და ყველაზე ეფექტური ფლოტი ჰყავს, რათა ნაკლები საწვავი მოიხმაროს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Wizz Air მესამე ადგილზეა ყველაზე ახალგაზრდა ფლოტით იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებსაც 100-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავთ. მხოლოდ გასულ წელს ავიაკომპანიის ფლოტს 32 უახლესი და ყველაზე მდგრადი Airbus A321neo თვითმფრინავი დაემატა. ამჟამად, ავიაკომპანია ოპერირებს თითქმის 200 Airbus თვითმფრინავით, რომელთა საშუალო ასაკი 4.2 წელია. ეს კი გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპის საავიაციო ინდუსტრიის საშუალო ასაკი - 10 წელი. ახალგაზრდა და ეფექტური ფლოტი, არა მხოლოდ აძლიერებს Wizz Air-ის გარემოსდაცვით მისიას, შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, არამედ აუმჯობესებს მგზავრების გამოცდილებას და მათ უფრო მშვიდ და კომფორტულ ფრენებს სთავაზობს.

Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგიის კიდევ ერთი ქვაკუთხედია მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) ინტეგრაცია. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ავიაკომპანია მუშაობს Airbus-თან ერთად წყალბადის ნულოვანი ემისიების მქონე თვითმფრინავების პროექტზე, ის მხოლოდ 20-25 წელში გახდება რეალობა. Wizz Air-ის ხედვებით, ფლოტის განახლებისა და ინვესტიციებთან ერთად, დღეს SAF არის უფრო მდგრადი ავიაციის აწმყოსა და მომავალს შორის არსებული გზა. მრავალი პარტნიორობითა და SAF-ში ინვესტიციებით, ავიაკომპანიამ შეძლო 2025 წლისთვის ევროპაში მანდატების მოცულობის უზრუნველყოფა. დამატებით, Wizz Air ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

2023 წელს, Wizz Air-მა დაიწყო სრულად ელექტრული პროცესების დანერგვაც რამდენიმე აეროპორტში, რაც აძლიერებს საავიაციო ინდუსტრიის ძალისხმევას კლიმატის მიმდინარე ცვლილების მოსაგვარებლად. ისეთი ელექტრული აღჭურვილობების გამოყენება, როგორებიცაა სამგზავრო კიბეები, ბარგის ტრაქტორები და საჰაერო ხომალდები, დიზელზე მომუშავე აღჭურვილობებთან შედარებით, საშუალებას იძლევა 80-85%-მდე შემცირდეს CO2-ის ემისია ხმელეთზე მომუშავე პროცესებში.

Wizz Air-ის ახალი რეკორდი და ამბიციური მიზნები

2023 წელს, Wizz Air-მა მიაღწია CO2-ის ემისიის ყველაზე დაბალ შედეგს ერთ მგზავრზე/კმ-ზე - 51.5 გრამს. ეს კი, 6,8%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს, რომ სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით, Wizz Air-ით ფრენის შემთხვევაში, მათ მათ შეუძლიათ თითქმის 50%-ით შეამცირონ ნახშირბადის ემისია.

Wizz Air-ის ერთგულება, შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება და იყოს ევროპის ყველაზე მწვანე ავიაკომპანია, შეუმჩნეველი არ რჩება. გასულ წელს CAPA Centre for Aviation Awards-ზე, ავიაკომპანიამ ზედიზედ მეორედ მიიღო მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანიების შედეგებს დამოუკიდებლად იკვლევენ CAPA-ს ანალიტიკოსები და ნახშირბადის ემისიის შემცირების სტრატეგები.

Wizz Air მიზნად ისახავს 2030 წლისთვის, 2019 წელთან შედარებით, 25%-ით შეამციროს ნახშირბადის ემისია ერთ მგზავრზე/კმ.

ავიაკომპანიის ერთგულება გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისადმი ბორტზეც ვრცელდება. ბიოდეგრადირებად დანა-ჩანგალზე გადასვლა, გადამუშავებული ტყავის სავარძლების გამოყენება და დოკუმენტაციებისთვის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად, მწვანე ცვლილებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.