კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის ბავშვებს კარგი ძილი სჭირდებათ
- 12.02.2024
ბავშვის განვითარებაში ძილს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გარდა იმისა, რომ უძილობა იწვევს ენერგიის ნაკლებობას, დაღლილობას და გუნება-განწყობის დაქვეითებას, მას ასევე შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.
„ძილი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეხსიერების გასაუმჯობესებლად, არამედ მნიშვნელოვანი მეტაბოლური ნარჩენების გასაწმენდად, რომელსაც ტვინი აწარმოებს დღის განმავლობაში. ბავშვებისთვის ძილი არის ზრდის ჰორმონის გამოყოფის უმნიშვნელოვანესი დრო“ - გვეუბნება ზე ვანგი, მერილენდის უნივერსიტეტის ექიმი.
ექიმი ვანგი არის ახალი კვლევის წამყვანი ავტორი, რომელიც ასახავს ძილის ნაკლებობის როლს ბავშვების ნეიროკოგნიტიურ ჯანმრთელობაზე, როგორც აწმყო, ისე მომავალ დროში.
მან ჩაატარა კვლევა და შეაგროვა მონაცემები მოზარდთა ტვინის კოგნიტიური განვითარების (ABCD) გამოსაკვლევად 9-დან 10 წლამდე ასაკის 8000-ზე მეტი ბავშვისგან. ინფორმაცია ამოღებულია შეერთებულ შტატებში 21 სასწავლო ადგილიდან და დაჯგუფებულია ორ კატეგორიად. ბავშვები კლასიფიცირდებიან ორ ჯგუფად, ერთნი რომელთაც სძინავთ 9 საათი და მეორენი, რომელთაც დარღვეული აქვთ ძილის აუცილებელი ნორმა.
ორივე ჯგუფში გამოიკვლიეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა, ქცევითი პრობლემები და ტვინის ფუნქციონირება. ორი წლის შემდეგ, ბავშვებს კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ იგივე კვლევები. აღნიშნული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვთა ნეიროკოგნიტური განვითარება საგრძნობლად შეფერხებულია ძილის ნაკლებობის მქონე ბავშვებში.
კვლევაში ექიმი ვანგი დასძენს: „თუ არასაკმარისი ძილის სტატუსი არ შეიცვლება, საბოლოოდ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის შეუქცევადი პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც“.
ბავშვებს, რომლებსაც არ სძინავთ საკმარისად, აქვთ ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის, დიაბეტის და სიმსუქნის რისკი.
უძილობა ასევე გავლენას ახდენს აკადემიურ და სპორტულ უნარებზეც. მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებსაც აკლიათ ძილი, აქვთ ცუდი ნეიროქცევითი უნარები.
მიზეზები, რის გამოც ბავშვებს ცოტა სძინავთ:
არ არის შეზღუდული იმ კლუბებისა და ორგანიზაციების რაოდენობა და დროის გრაფიკი, სადაც შესვლა და გართობა შეუძლიათ. ასევე ტექნოლოგიური განვითარება ბავშვებს საკმაოდ დიდ დროს ართმევს. კვლევა აჩვენებს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვების 60% იყენებს სმარტფონს; 44% იყენებს დესკტოპს, ლეპტოპს ან სათამაშო მოწყობილობას.
მშობლებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ დაეხმარონ ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ძილი არ არის ფუჭად დახარჯული დრო; პირიქით, ეს არის ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ბავშვების დახმარება პრიორიტეტებისა და დაგეგმვის მნიშვნელობის გაგებაში არა მხოლოდ სასარგებლოა საკმარისი ძილისთვის, არამედ ასევე ღირებული ცხოვრებისეული უნარია.
მშობელმა უნდა იზრუნოს ბავშვის კომფორტულ ძილზე და შეუქმნას ისეთი ფიზიკური გარემო, რომელიც ხელსაყრელია მშვიდი ძილისთვის:
მოარიდეთ კოფეინიან სასმელებს საღამოს და ძილის წინ სთხოვეთ წიგნის წაკითხვა ან დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა.
საბოლოო ჯამში, ბავშვები მიჰყვებიან მშობლების მაგალითს და ეს არის ის, სადაც მათ ნამდვილად შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შვილებზე.
„მშობლები მისაბაძი მაგალითია. ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ“, - ასკვნის ექიმი ვანგი.