ყოველი მეორე ქალი სიამაყით ამბობს, რომ კარგი დიასახლისია და ასევე ყოველი მესამე ქალი არ მალავს, რომ არ უყვარს და არც გამოსდის საოჯახო საქმეების კეთება.
არსებობს პერფექციონისტი ქალების მესამე კატეგორიაც, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, თუმცა მათი სახლი მუდამ სუფთაა, გემრიელი კერძებიც მზად აქვთ და სტუმრებსაც გულითადად ხვდებიან.
გაგაცნობთ იდეალური დიასახლისის რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს:
სისუფთავე და წესრიგის დაცვა.
ბევრი ქალი ერთმანეთში ურევს სისუფთავესა და წესრიგს. სისუფთავე არის ჭუჭყისა და მტვრის არარსებობა; ეს ნიშნავს სუფთა იატაკებს, ზედაპირებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კარებს. სისუფთავე სახლის ჰიგიენაა, ამიტომ სისუფთავე ასევე მოიცავს სახლის რეგულარულ ვენტილაციას.
წესრიგი არის ნივთების ორგანიზებული შენახვა, როცა ნივთებს თავისი ადგილი აქვს და ოჯახის ყველა წევრმა იცის ამის შესახებ.
უსარგებლო ნივთების მოშორება.
თანამედროვე ეპოქაში, როცა საოჯახო ნივთების შეძენა, სახლიდან გაუსვლელადაც მარტივად შესაძლებელია, უსარგებლო ნივთების შენახვა სულაც არაა საჭირო. თუ თქვენ ასე იქცევით და ზედმეტ ნივთებს დროულად იშორებთ, მაშინ იდეალური დიასახლისის მეორე თვისებას ფლობთ.
კომფორტული სახლი.
კომფორტი არ არის მხოლოდ სისუფთავე და წესრიგი. ზოგიერთი ბინა სტერილურად სუფთა და მოწესრიგებულია, მაგრამ არაკომფორტულია.
კომფორტი არის ატმოსფერო. იგი შედგება დიასახლისის პიროვნების „ანაბეჭდისგან“, რაც აისახება სახლის დეკორზე და ხაზს უსვამს მფლობელის გემოვნებას ან პირიქით.
ადამიანებს განსხვავებული სტილი და გემოვნება აქვთ. ზოგს მოსწონს მინიმალიზმი და ზოგს ავეჯით და დეკორით დახუნძლული ინტერიერი.
იდეალური დიასახლისის მესამე თვისებაა: სახლი ოჯახის ყველა წევრისთვის მყუდრო გახადოს. მყუდრო და კომფორტულ სახლში კი ყოველთვის გიხარია დაბრუნება.
მოწესრიგებული დიასახლისი.
ასევე მნიშვნელოვანია დიასახლისის გარეგნობა. თუ სახლი სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტულია, მაგრამ დიასახლისი ძველ სპორტულ შარვალში და გახუნებულ მაისურშია გამოწყობილი, მაშინ ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხვდეს ნომინაციაში "წლის საუკეთესო დიასახლისი". ასე რომ, სახლში ყოფნის დროსაც კი, ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ.
ფინანსების გონივრული მართვა.
ფული ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ყველამ არ იცის როგორ მართოს იგი. არც ზედმეტი ხელმომჭირნეობა ვარგა და არც უკონტროლო ხარჯვა. საკუთარი თავის მართლება იმით, რომ „ეს ყველაფერი აუცილებელია“, ან „უნდა გავანებივრო საკუთარი თავი“ - არც ისე სწორი მიდგომაა.
იდეალურმა დიასახლისმა ზუსტად იცის, როგორ მართოს ფული გონივრულად. ის ნაჩქარევად არ სესხულობს დიდ თანხებს და არ იღებს სესხებს, ფულს ანაწილებს ისე, რომ საკმარისი იყოს აუცილებელი საჭიროებისთვის, გართობისთვის და მიზანმიმართული დანაზოგისთვის.
ამიტომ იდეალური დიასახლისის მეხუთე თვისებაა ოჯახური ბიუჯეტის კომპეტენტურად მართვის უნარი.
თემები: ქალი, დიასახლისი