ჯანმრთელობა

რატომ ტირიან ადამიანები ბედნიერების დროს

რატომ ტირიან ადამიანები ბედნიერების დროს

ტირილი ასოცირდება ისეთ ემოციებთან, როგორიცაა სიბრაზე, იმედგაცრუება ან სევდა. როცა ბედნიერებაზე ფიქრობთ, თითქმის არ ფიქრობთ ცრემლებზე.

მაგრამ გსმენიათ ოდესმე ტერმინი "ბედნიერი ცრემლები" შეიძლება განგიცდიათ კიდეც!

ბევრი ადამიანი ტირის ბედნიერების, სიხარულის ან აღელვების დროს - ეს დადებითი ემოციაა.  ასე რომ, თუ სიხარულის ცრემლებით ტირით, იცოდეთ, თქვენ მარტო არ ხართ.

რატომ ტირიან ადამიანები?

მეცნიერები და მკვლევარები დიდი ხანია ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რატომ ტირიან ადამიანები სიხარულის და ბედნიერების დროს. ტირილი, ჩვეულებრივ ასოცირდება უარყოფით გრძნობებთან, მაგრამ სიხარულის ან ბედნიერების დროს, შეიძლება დამაბნეველი იყოს, თუმცა ეს ხშირად ხდება.

ჩახშობილი გრძნობები

ადრეული თეორია ვარაუდობდა, რომ სიხარულის ცრემლებს იწვევს რეპრესირებული გრძნობები. ადამიანები, რომლებიც ტიროდნენ სიხარულის დროს, ჰქონდათ სევდიანი განცდები, რომლებსაც ისინი არ გამოხატავდნენ.

ადამიანები ცრემლებით სძლევენ ძლიერ ემოციურ მდგომარეობას და ერთგვარ შვებასაც პოულობენ ასე.

მრავალი მკვლევარი ეწინააღმდეგებოდა ამ თეორიებს წლების განმავლობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობაა იმის გაგებისა, თუ რატომ ვტირით, როდესაც ბედნიერები ვართ.

ტირილი ამშვიდებს

ცრემლები შეიცავს ფერმენტებს, ლიპიდებს, ელექტროლიტებს და მეტაბოლიტებს. მაგრამ ემოციური ცრემლები შეიძლება ასევე შეიცავდეს სხვა ცილებს და ჰორმონებს. ვარაუდობენ, რომ სტრესის ჰორმონების გამოთავისუფლება, როგორიცაა პროლაქტინი და ლეი-ენკეფალინი, ხელს უწყობს სხეულის ფიზიკურ და ემოციურ სიმშვიდეს.

ტირილი ასევე შეიძლება იყოს ჩვენი დაუცველობის გამოხატვა, რადგან, როცა ვტირით, სხვებს ვანიშნებთ, რომ თანაგრძნობა გვჭირდება, იქნება ეს სიხარულის თუ წუხილის დროს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ტირილი სხვა ადამიანებთან სოციალური კავშირის დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა.

ტირილი ძლიერი ემოციების დასაძლევად.

ძლიერი ემოციისას ტირილი თითქმის გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველთვის არ მისცეთ თავს ტირილის უფლება.

ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ტირილი გეხმარებათ ძლიერი ემოციების მართვაში. როცა ტირი, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ამ ემოციებს განდევნი.

ტირილის სარგებელი

ტირილს აქვს ბევრი სარგებელი, ის:

ამსუბუქებს სტრესს;
ცრემლს აქვს ანტიმიკრობული თვისება და ტირილი თვალის ჰიგიენაცაა;
აუმჯობესებს გუნება-განწყობას და შვებას გგვრით;
გეხმარებათ უკეთ ძილში;
და ბოლოს, ამდენი სარგებლის მერე, თუკი ცრემლები მოგაწვებათ, არასოდეს შეიკავოთ ის, ოღონდ ეცადეთ ბევრი მიზეზები შეიქმნათ იტიროთ მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებით გამოწვეული ცრემლებით.