სტილი

როგორი ფრჩხილებია ტრენდული 2024 წელს?

როგორი ფრჩხილებია ტრენდული 2024 წელს?

2024 წლის სილამაზისა და მოდის ტენდენციებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ფრჩხილის მოვლას და მის დიზაინს უჭირავს.

2024 წლისთვის აქტუალურია სიმარტივე, ფრჩხილის დახვეწილი მოპირკეთება, მინიმალისტური დიზაინი, მოკლე სიგრძე და კლასიკური სტილის დახვეწილი ვერსიები, როგორიცაა ე.წ. ფრანგული მანიკიური.

ფრანგული მანიკიური



ცნობილმა ფრჩხილის მხატვარმა ჯული კანდალეკმა შექმნა მინიმალური ფრჩხილის ხელოვნება Staud-ის გაზაფხული/ზაფხულის შოუსთვის NYFW-ში.

მან გვირჩია დავიწყოთ ნეიტრალური საბაზისო ფერით, შემდეგ გავუსვათ ხაზი ფრჩხილის მესამედს თხელი ფუნჯით და მივიღოთ სადა ფრანგული მანკური.

ულტრა პრიალა ფრჩხილები



კანდალეკის თქმით, 2024 წელს ფრჩხილების ძირითადი მბზინავი იერსახის შესაქმნელად სხვადასხვა ტექსტურის ფენა ძალიან კარგი იქნება. ”მე მიყვარს ეს, რადგან ფენა ძალიან სახალისოა და ფერების თამაშია”, - ამბობს ის. „ზოგჯერ შეიძლება გაგიკვირდეთ თქვენს მიერ შექმნილი ფერთა კომბინაცია“ - დასძენს ის.

მოკლე, კვადრატული ფრჩხილები



კანდალეკი ამბობს, რომ მისი ბევრი ცნობილი კლიენტს მოსწონს მოკლე, კვადრატული ფრჩხილები, რომელიც ძალიან ჰგავს „სუფთა“ ესთეტიკას.

ფრჩხილის მოკლე სიგრძე და ღია ფერების გამოყენება გაადვილებს თქვენი ფრჩხილებისთვის საჭირო ვიზუალის მიცემას.

ყოველდღიურად გამოიყენეთ კუტიკულის ზეთი, რადგან ის აუცილებელია ჯანსაღი გარეგნობის ფრჩხილებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირჩევთ უფრო მოკლე დიზაინს.

რძიანი შოკოლადისფერი ფრჩხილები



"მე ვხედავ დიდ გადასვლას მინიმალისტურ გარეგნობაზე და ვფიქრობ, სუფთა, ბუნებრივი ფრჩხილი ძალიან პოპულარული იქნება 2024 წელს"  - ამბობს ფრჩხილის მხატვარი ჰანა ლი.
წელს აქტუალური იქნება ნეიტრალური ჩრდილების ვარიაციები, როგორიცაა ქვიშიანი კრემისფერი, ღია ვარდისფერი და კლასიკური ყავისფერი.

გარდამავალი ფერები



გარდამავალი ფერები კვლავ იქნება 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ვერსია. ის წელს უფრო მხოლოდ გაიზრდება და დაიმატებს ახალ ჩრდილებს და ფერთა კომბინაციებს და 3D ეფექტებს.

სადა ქვები ან კრისტალები



მთლიანი კრისტალების ნაცვლად, რამდენიმე ზუსტად განლაგებული ძვირფასი ქვა წელს უფრო აქტუალური გახდება. ”ეს აძლევს სუპერ ახალ და ელეგანტურ ატმოსფეროს, რაც 2024 წელს ძალიან მოდური და   აქტუალური იქნება,” - ამბობს კანდალეკი.  

მშვილდის აქცენტები

 



2024 წელს აქტუალური იქნება 3D მშვილდები თუ მშვილდის სტიკერები. ტენდენცია ხაზს უსვამს ქალურობას. ის ხშირად შერწყმულია ფრჩხილების თეთრ და ღია ვარდისფერ ფერებთან, მბზინავ მოპირკეთებასთან და დელიკატურ მარგალიტებთან ერთად.

გამჭვირვალე ფერები



გაუმჭვირვალე-ქრომის მანიკიურისა და ნეონის ჩრდილების ზღვაში გამჭვირვალე ვარდისფერს განსაკუთრებით მოდური ელფერი აქვს. ეს არის გაშლილი და მოვლილი ფრჩხილის სახე, რომელიც არასდროს კარგავს მოდურობას და აქტუალობას.

მოციმციმე ფრჩხილები



მოციმციმე, ლაპლაპა ფრჩხილები წელს ისევ აქტუალურია, ოღონდ, გაცილებით მეტი ბზინვარებით. უბრალოდ გააფართოვეთ თქვენი რძიანი თეთრი ან ღია ვარდისფერი ფრჩხილის ფერი გამჭვირვალე და მბზინავი ზედა ფენით და იციმციმეთ თქვენი ლამაზი და მოვლილი ფრჩხილებით.

3D ფრჩხილები



გსურთ განსხვავებული და ორიგინალური მანიკიური გქონდეთ? სცადეთ 3D ტენდენცია, წელს ეს ძალიან აქტუალური და ტრენდული იქნება. შეგიძლიათ გამოიყენოთ უამრავი ფორმა თუ ფიგურა, მათ შორის მშვილდის ან გულის აქცენტები, წყლის წვეთები, წახნაგიანი კრისტალები თუ სხვადასხვა მასალები. ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.