LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ ეგოცენტრული ადამიანი ხართ

5 ნიშანი იმისა, რომ ეგოცენტრული ადამიანი ხართ

ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებს, არც ისე მარტივია, მაგრამ ხშირად ეს ადამიანები თავადაც ვერ აცნობიერებენ, რომ ეგოცენტრულები არიან.

ეგოცენტრულია ადამიანი, ვინც მხოლოდ საკუთარი სურვილის და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს. მიუხედავად სხვა ადამიანების ინტერესებისა და ეს დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და მათი ცხოვრების ხარისხზე.

ჩვენ მოგიყვებით როგორი ადამიანები არიან ეგოცენტრულები.

სჯერათ, რომ მათი აზრი ერთადერთი სწორია აზრია.
მტკიცედ სჯერათ, რომ გარშემომყოფები ცდებიან და მხოლოდ მათ შეუძლიათ იპოვონ სწორი გამოსავალი. უფრო მეტიც, ეს გადაწყვეტილება ხშირად ეხება არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ სხვა ადამიანებსაც და ამ გადაწყვეტილების სისწორეში მტკიცედ დარწმუნებულნი არიან. 

მოსწონთ კამათი

უყვართ კამათი და საკუთარი თვალსაზრისის ჯიუტად დაცვა. კამათში დიალოგი შეიძლება მათი მონოლოგითაც კი დასრულდეს, რადგან მოწინააღმდეგე მხარე დაიღალოს ეგოცენტრულ ადამიანთან შეკამათებით. ამ მომენტში ისინი იმარჯვებენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.

მეგობრები და პარტნიორები გაურბიან

ეგოცეტნრული ადამიანები თავდაპირველად ურთიერთობას ნორმალურად ამყარებენ გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს ურთიერთობა უმეტესად ხანმოკლეა. ისინი ცდილობენ აჩვენონ  მათი საუკეთესო მხარე, მაგრამ ამ ეტაპის შემდეგ ისინი არ არიან მზად შემდეგი ურთიერთობისთვის და პასუხისმგებლობას უკვე მეორე მხარეს აკისრებენ, რაც ურთიერთობის დაძაბვით, ან სულაც შეწყვეტით სრულდება.



საყვარელი ადამიანები ამბობენ, რომ მათი არ ესმით.
ეგოცენტრიკები გაკვირვებულნი არიან სხვების რეაქციებით, რომლებიც ამბობენ, რომ მათი არ ესმით. ეს შეიძლება იყოს მათი მშობლები, მეგობრები, შვილები ან სულაც პარტნიორი.

ვერ აგვარებენ კონფლიქტებს

ეგოცენტრიზმის ფარული ნიშანია პარტნიორთან ხშირი ჩხუბი და ხშირად ამ ჩხუბის წამომწყები თავად არის ხოლმე და ხშირად პარტნიორს უბედურების წყაროდ მიიჩნევს. ასეთი კონფლიქტები შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში ერთი და იგივე სცენარით და პასუხი ყოველთვის ერთი იყოს: „ეგოცენტრული ადამიანი ვარ, რა ვქნა“?

როგორ ვებრძოლოთ ეგოცენტრულობას

თუ ფიქრობთ რომ ეგოცენტრული ხართ, შეეცადეთ და ისწავლეთ:

სხვა ადამიანების შეხედულებების აღიარება და პატივისცემა;
სხვისი აზრების გათვალისწინება;



საყვარელი ადამიანების მოთხოვნილებების შემჩნევა და დაკმაყოფილება;

შეთანხმების მიღწევა.

და ბოლოს, მოუსმინეთ საყვარელ ადამიანებს, ისინი არასოდეს გეტყვიან ტყუილს. ეცადეთ შეხედოთ საკუთარ თავს სხვისი თვალით და იმუშაოთ თქვენს სისუსტეებზე.