იმისთვის, რომ გახდე წარმატებული და მსოფლიო აღიარება მოიპოვო, მხოლოდ ნიჭიერება სულაც არაა საკმარისი. აუცილებელი და ხშირად გადამწყევტიც კი, თვითდისციპლინაა.
მსოფლიო მოდის მეტრი, ჯორჯო არმანი გვიზიარებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და საინტერესო ციტატებს მოდის და ცხოვრების სტილის შესახებ.
„ნუ იქნებით ზედმეტად გულმოდგინე ტანსაცმლის არჩევისას: ყველაზე მოდური ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს, არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავენ თავიანთი გარეგნობისთვის“.
„საბოლოო ჯამში, მთავარია არა ის, რამდენად მოდური ხართ, არამედ ის, გაქვთ თუ არა სტილის შეგრძნება“.
3. „იყო ელეგანტური არ ნიშნავს იყო თვალშისაცემი, ეს ნიშნავს მეხსიერებაში ჩაბეჭდვას“.
4. „საგულდაგულოდ შერჩეული სურნელი შეიძლება გახდეს თქვენი ხელწერა. ეს არის პირველი, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა ოთახში შედიხართ და უკანასკნელი, რაც ქრება, როცა გადიხართ“.
5. „ქურთუკი არის გარდერობის მშვენება. ის იდეალურად უნდა იყოს მორგებული, რომ თავი თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნოთ“.
6. „სექსუალური გამომეტყველება თავდაჯერებულობის ნიშანია."
7. „იაფიანი ფეხსაცმელი ცუდი ეკონომიაა. ნუ დაზოგავთ ფულს კარგ ფეხსაცმელში, ის თქვენი სავიზიტო ბარათია“.
8. „რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად, თქვენი აზროვნება მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული უმცირეს დეტალებზე.“
9. „აირჩიეთ ქსოვილები ნეიტრალურ ფერებში, ნათელი შაბლონების გარეშე, ისინი უფრო დიდხანს გაუძლებენ მოდის სტანდარტებს“.
10. „შავი და მუქი ლურჯი უფრო თხელ სილუეტს აჩენს, ვიდრე სხვა ფერები. ამ ფერის სქემის დაცვით, შეგიძლიათ ექსპერიმენტები აკეთოთ ფორმებსა და ტექსტურებზე.“
11. „იყავით გაბედული თქვენი რწმენით - როდესაც ვიწყებდი ჭრის ექსპერიმენტებს, ის ეწინააღმდეგებოდა საყოველთაო იდეებსა და მეთოდებს, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა შემექმნა ტანსაცმელი, რომელიც ელეგანტური და ამავდროულად კომფორტულიც იქნებოდა. საბოლოოდ ჩემი იდეები მოდური გახდა“.
12. „მეუბნებიან, რომ ჩემს ასაკზე 20 წლით ახალგაზრდა გამოვიყურები; მეკითხებიან, რა არის ჩემი საიდუმლო? - ნაწილობრივ, ეს მემკვიდრეობაა. დედაჩემი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და 65 წლის ქალბატონს ჰგავდა. იმედია, ასე ვიქნები მეც, მაგრამ ამაში დიდი როლი აქვს თვითდისციპლინასაც: ნუ დაიძინებთ შუადღემდე, მოერიდეთ ალკოჰოლს და ნიკოტინს“.
13. „შეისწავლეთ საკუთარი თავი და სწორად მოექეცით საკუთარ შინაგან მეს“.
14. „ნამდვილი ფუფუნება არის იმის თქმა, რასაც ფიქრობ."
15. „შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე გგონია და იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე იცი. როდესაც ჩემი ბიზნესპარტნიორი გარდაიცვალა 1985 წელს, ზოგიერთმა იფიქრა, რომ კომპანია დავხურე. ამის ნაცვლად, მე ვისწავლე იმის კეთება, რასაც ის აკეთებდა, წარმატებამაც არ დააყოვნა".
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია