თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ მოდურად და მოხდენილად, თქვენს გარდერობში ზოგიერთი ნივთი აუცილებლად საჭიროებს რეგულარულ განახლებას, რადგან ისინი სწრაფად ცვდება ან იცვლება ახალი ტენდენციებით.
სადა მაისური და გრძელმკლავიანი ბლუზა
უბრალო და სადა მაისური ან გრძელმკლავიანი ბლუზა არის გარდერობის მთავარი ელემენტი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს თქვენი ლუქი. ის შეგვიძლია შევუხამოთ როგორც ქვედაბოლოს, ისე შარვალს და ასევე შესაფერისია, თუ მათ პიჯაკის ქვეშ ატარებთ.
ასეთი სამოსის ხშირი ტარება და რეცხვა ზრდის მისი გახუნების და ცვეთის რისკს, ამიტომაც მისი განახლება ყოველ სეზონზე აუცილებელია.
შეარჩიეთ ფერები, რომლებიც ახლოსაა თქვენი გარდერობის მთავარ პალიტრასთან და არ დაივიწყოთ ხარისხი. ქსოვილი უნდა იყოს სასიამოვნო, ნატურალური და კომფორტული.
ჯინსი
მოდის სამყაროში მთავარი ტენდენციები ჯინსს ეხება, რის გამოც ყოველ სეზონზე დიზაინერები წარმოადგენენ ახალ მოდელებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით.
90-იანებმა ჩვენს გარდერობში შემოიტანეს ფართო ჯინსები დიდი ჯიბეებით, 2000-იანებმა შემოიტანა დახეული და ვიწრო ჯინსები.
ყველა გოგონა ოცნებობს ელეგანტურად გამოიყურებოდეს, ამიტომ მოდური იერის შესაქმნელად ისინი ხშირად აახლებენ ჯინსებს. ბოლო წლებში მაღალწელიანი ჯინსი აქტიურად იკავებს პრიორიტეტულ ადგილს თინეიჯერ გოგონებში და არამარტო.
კაბა
თავდაჯერებული ქალის პირველი და უკანასკნელი მცნება: კაბები არასდროს იქნება ბევრი! განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში.
ამ სეზონზე შეგიძლიათ ითამაშოთ კონტრასტებით - ჩაიცვით როგორც მიდი, ასევე მაქსი მოდელები.
პერანგის ტიპის კაბები, გამჭვირვალე და ნაქსოვი მოდელები, სარაფნები და კაბები თამამი ჭრილებით - ამ სეზონზე ტრენდულია ყველანაირი სტილის კაბა სხვადასხვა გემოვნების შესაბამისად. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ საყიდლებზე დახვეწილი სამოსის შესაძენად.
სპორტული ტანსაცმელი
აქ საუბარია არა მხოლოდ სილამაზეზე, არამედ ჰიგიენაზეც, რადგან გამაშებს და ტოპებს შეიძლება ეწოდოს "სახარჯო მასალა".
ოფლი და მექანიკური სტრესი სწრაფად აზიანებს სპორტულ ტანსაცმელს, რადგან ისინი ხშირად უნდა გაირეცხოს, შედეგად ქსოვილზე ჩნდება ლაქა და ნაკაწრები და ტანსაცმელი კარგავს პირვანდელ იერსახეს. შეეცადეთ განაახლოთ იგი ყოველ სეზონზე ბუნებრივი და სუნთქვადი მასალების არჩევით.
წინდები და კოლგოტები
ქსოვილის სინაზის და თავისებურების გამო ყოველ სეზონზე ვაახლებთ კოლგოტებს და წინდებს. გარდა ამისა, ისინი განსხვავდება ტემპერატურის და ქსოვილის მიხედვით.
2024 მოდის ინდუსტრიაში ექსპერიმენტებისა და გამბედაობის წელია. გაზაფხულზე აქცენტი გააკეთეთ „მქრქალი“ ნეილონის კოლგოტებზე, ფერად დეტალებზე, რომლებიც მზეზე არ ანათებენ. ასევე ყურადღება მიაქციეთ წინდების არჩევას, მას შეუძლია გახდეს თქვენი ლუქის დამასრულებელი გვირგვინი. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ქსოვილის და პასტელური ფერების წინდებს. ისინი თამამად შეგვიძლია შევუხამოთ ღია ლოფერებსა და მერი ჯეინებს.
ტენდენციები
თქვენ არ შეგიძლიათ სეზონური შოპინგის გარეშე, რადგან ყოველ სეზონზე დიზაინერები ან ინფლუენსერები ადგენენ მოდის ახალ ტენდენციებს.
2024 წელს მოდაშია ბუნებასთან მიახლოებული ფერები, როგორიცაა ყავისფერი, ბორდოსფერი, მწვანე და ასევე ძალიან საინტერესო ფორმის ტანსაცმელი.
წარსულში რჩება დიდი ფორმის, ე.წ. ოვერსაიზი პიჯაკები, ქურთუკები და სხვ.
როგორც ვხვდებით, სიახლეებით სავსე წელი გველოდება, მთავარია, საკუთარი სტილი ვიპოვოთ და ჩავიცვათ ისე, როგორც გვიხდება.
თემები: