LIFE

აბაზანის 13 აქსესუარი, რომელიც მას უფრო ტრენდულსა და კომფორტულს გახდის 

აბაზანის 13 აქსესუარი, რომელიც მას უფრო ტრენდულსა და კომფორტულს გახდის 

ჩვენ ყველას გვაქვს სააბაზანე ოთახში ფარდები, ონკანები, სარკეები, სამრეცხაო კალათები და სხვა ნივთები, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაუმჯობესდეს ან შეიცვალოს ალტერნატიული ნივთებით, რის შემდეგაც აბაზანის მიღება გაცილებით სასიამოვნო და კომფორტული გახდება.

საშხაპე ფარდა



სამწუხაროდ ბანაობის დროს  საშხაპე ფარდიდან წყალი მაინც ისხმება, ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა აქსესუარები, როგორიცაა საკინძები და დამცავები, რაც ხელს უშლის ფარდიდან წყლის გაჟონვას.

უარი დაორთქლილ სარკეს



ბაზარზე უკვე შეხვდებით ისეთ სარკეს, რომელიც დაორთქვლისგან თავისუფალია. ასეთი სარკე ძალიან მოსახერხებელია გოგონებისთვის, რომლებიც იკეთებენ ნიღბებს შხაპის დროს და ბიჭებისთვის, რომლებიც წვერს იპარსავენ მაშინ, როცა კანი ჯერ კიდევ თბილი და ნოტიოა.

საბანაო ბალიში ბავშვებისთვის



ბავშვებს უყვართ წყალში დიდხანს ყოფნა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საბანაო ბალიში.

ბამბის ბურთულების შესანახი ჭიქები



შესანახი ქილები აბაზანას უფრო ტრენდულს ხდის. ქილები მშვენივრად ერწყმის ნებისმიერი აბაზანის ექსტერიერს, განსაკუთრებით თუ ის წარმოდგენილია ღია და თვალშისაცემ ადგილას.

აბრეშუმის ხელთათმანები



აბრეშუმის საშხაპე ხელთათმანი ეს არის როგორც ღრუბელი, ასევე საშუალება კანის აქერცვლისთვის. თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი შხაპის გელის გამოყენება - უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი კანი ტენიანია.

აბაზანის ბალიში სხეულისთვის



თუ გიყვართ აბაზანაში წოლა, გირჩევთ შეიძინოთ ბალიში მთელი სხეულისთვის, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ბანაობის პროცესს.

დასაკეცი კალათები



ყველას არ აქვს დიდი აბაზანა და არც საკმარისი ადგილი სამრეცხაო კალათისთვის, ასეთ დროს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დასაკეცი კალათების გამოყენება. როცა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაკეცოთ და შეინახოთ.

სურნელოვანი პროდუქტები



სურნელოვანი პროდუქტები არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ბევრ ადამიანს სურს, აბაზანაში სასიამოვნო სუნი ტრიალებდეს.

არსებობს ალტერნატივა - არომატული ქვები. ისინი ავრცელებენ ეთერზეთებს ჰაერში, ავსებენ ოთახს ბუნებრივი და დამამშვიდებელი სურნელით.

ჭკვიანი ნაგვის ურნა



კიდევ ერთი რამ, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანაში, არის ნაგვის ურნა სენსორით, რომელიც ხსნის თავსახურს, როდესაც ხელით ახლოს ეხებით მას.

ონკანის საქშენი



ზოგჯერ, ონკანის გამოყენება არც თუ ისე მოსახერხებელია, რადგან ის ძალიან მოკლეა. თუმცა, შეგიძლიათ შეიძინოთ საქშენი, რომელსაც შეუძლია წყლის გადატანა იქ, სადაც გჭირდებათ.

დამატენიანებელი



თუ თქვენი აბაზანა მუდმივად ტენიანია, არსებობს მოწყობილობა, რომელიც მოგაცილებთ ზედმეტ ტენს და დაგიცავთ ობისგან და მწერებისგან.

კბილის ჯაგრისის დამჭერი



მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება შეექმნას აბაზანაში შენახულ კბილის ჯაგრისებს, არის არასასურველი წყლის წვეთები. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია თავსახურიანი ჭიქით. მნიშვნელოვანია, რომ თავსახურმა ხელი არ შეუშალოს ჰაერის მიმოქცევას და ჯაგრისები იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

მინი კარადები სილამაზის პროდუქტებისთვის



როდესაც თავის მოვლის ბევრი პროდუქტი გაქვთ, სულ უფრო რთულია ყველა პროდუქტი ახლოს გქონდეთ. ამისთვის გირჩევთ შეიძინოთ მინი კარადა, სადაც ყველა პროდუქტს თქვენი გემოვნების მიხედვით მოათავსებთ.​​​​