წონაში დაკლება წერტილოვანი მასაჟის საშუალებით - დაივიწყეთ მტანჯველი დიეტა
- 18.02.2017
წერტილოვანი მასაჟი ჩინური მედიცინის ტექნიკაა, რომელსაც საუკუნეების ტრადიცია და პრაქტიკა აქვს.
აღნიშნული მედიცინის კონცეფცია ასეთია - სხეულის თითოეული ორგანო დაკავშირებულია სხეულზე განლაგებულ სხვადასხვა წერტილთან. ამიტომაც, თუკი გსურთ, გაიუმჯობესოთ ამა თუ იმ ორგანოს მუშაობა, უბრალოდ, უნდა იპოვოთ შესაბამისი წერტილი და სისტემატურად დაიმუშაოთ.
ახლა კი გასწავლით, თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონაში ყოველგვარი დიეტის გარეშე, სწორედ წერტილოვანი მასაჟის საშუალებით.
ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების დამუშავებით, თქვენ შეძლებთ, გააკონტროლოთ მადა და შიმშილის გრძნობა. გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, შედეგად კი, ზედმეტ კილოგრამებს დაემშვიდობოთ:
1. წერტილი ყურთან
ეს არის მადის გამაკონტროლებელი ერთ ერთ მთავარი წერტილი. სამი წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ ეს ადგილი დღეში 2-3-ჯერ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, მოგეხსნებათ დაღლილობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი იმისთვის, რომ წონის დაკლების მიზანს მიაღწიოთ.
2. წერტილი ტუჩის ზემოთ
ეს წერტილი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის, შუაში მდებარეობს. დაამუშავეთ ის 5 წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ, როცა იგრძნობთ შიმშილსა და შფოთვას.
3. წერტილი მუხლთან
ამ წერტილის დამუშავებით უმჯობესდება არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, არამედ ის ეხმარება ქალბატონებს მენტრუალური დისკომფორტის გადაჭრაში და ამსუბუქებს კრიტიკულ დღეებში ტკივილს. ის მდებარეობს მუხლიდან ხუთი სანტიმეტრით ქვემოთ, შუა წვივზე. გაიკეთეთ ამ წერტილზე მასაჟი ყოველ დღე 2 წუთის განმავლობაში და დაივიწყეთ კუჭის ფუნქციონირების პრობლემები. თითის დაწოლისას უნდა იგრძნოთ მსუბუქი დისკომფორტი და ტკივილი.
4. წერტილი იდაყვთან
დააწექით ამ წერტილს ცერა თითით ყოველ დღე. ამით გათავისუფლდებით სხეულის სიმხურვალისგან. გაუმჯობესდება კუჭ-ნაწლავის მოქმედება.
5. წერტილი წვივთან
ეს წერტილი მდებარეობს ფეხის შიდა მხარეს. ხუთი სანტიმეტრით ზემოთ წვივიდან. ყოველ დღე ამ წერტილს დააწექით ერთი წუთი, შუა თითით. გირჩევთ, რომ არ დაიმუშავოთ ეს წერტილი თუ ფეხმძიმედ ხართ.
თუ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს ჩვევად აქცევთ, ძალიან მალე დაინახავთ, რომ თქვენი სხეული შეიცვლება, იქნებით ჯანმრთელი, გააკონტროლებთ მადას და მოგალკდებათ ზედმეტი კილოგრამები.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>