LIFE

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, შეიძლება გრძნობდეთ, რომ მარტოობისთვის ხართ განწირული. გაცილებით საშინლად გეჩვენებათ ფიქრი იმაზე, რომ გარშემო ამდენ ბედნიერ წყვილს შორის, მარტო ხართ.

თუმცა გახსოვდეთ, რომ რეალურად, მარტოხელობა ეს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნიშნავს, რაც უდავოდ უპირატესობაა.

გთავაზობთ 10 მიზეზს, რომელთა საშუალებითაც დარწმუნდებით, რომ მარტო ყოფნა ნამდვილად სჯობს სხვასთან ცხოვრებას.

1. დროა, უკეთესი გახდეთ

თავისუფალი დრო, რომელიც პარტნიორთან განშორებამ მოგიტანათ, გაძლევთ შესაძლებლობას, დაკავდეთ სპორტით, დაუბრუნდეთ იდეალურ წონას, იპოვოთ მეორე სამსახური. გახსოვდეთ, ყველაზე ცუდი განშორების შემდეგ სახლში ყოფნაა. გადით სახლიდან და გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ იყოთ უკეთესი.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

2. გააკეთეთ რაც გინდათ და როცა გინდათ

არაა საჭირო ვინმეს აუხსნათ ვისთან ერთად ხართ, სად ხართ და სახლში რა დროს დაბრუნდებით. ამაზე ფიქრიც კი ბედნიერებაა. ბოლოს და ბოლოს, ეს თავისუფლებაა.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

3. იცხოვრეთ დანაშაულის გრძნობის გარეშე

როცა ურთიერთობაში ხართ და თქვენი საყვარელი ადამიანი იგვიანებს, ეჭვიანობა გტანჯავთ და როცა აღმოაჩენთ, რომ უსაფუძვლოდ ეჭვიანობთ, ეს ერთგვარ დანაშაულის გრძნობას გიჩენთ. მარტოხელა ხართ? - არანაირი ეჭვიანობა, არანაირი დანაშაულის გრძნობა.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

4. ახლა ბევრი დრო გაქვთ, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ჰობს დაუთმოთ

ყოველთვის არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც გვინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებთ იმიტომ, რომ დრო არ გვაქვს. დამატებითი დრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენა, შეხვიდეთ მზარეულის კურსებზე, ივარჯიშოთ, მოკლედ, გააკეთოთ რამე, თქვენთვის ახალი.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

5. შეგიძლიათ პაემანზე წახვიდეთ და თან სხვადასხვა ადამიანებთან

რატომაც არა. რატომ უნდა იყოს სათამაშო მოედანი პატარა? არანაირი დანაშაულის გრძნობა და ვალდებულება, თუ ეს უბრალოდ პაემანია.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

6. სოციალურ ქსელში დაპოსტავთ იმას, რაც გსურთ

ადამიანები, როცა ურთიერთობაში არიან, სოციალურ ქსელში აქტიურობისას, თავიანთი პარტნიორების აზრებს ითვალისწინებენ. ზოგჯერ უწევთ ფოტო, პოსტი, კომენტარი მას შეუთანხმონ. ეს საშინელებაა და ურთიერთობას ანგრევს. როცა მარტოხელა ხართ, დაპოსტავთ იმას, რაც გსურთ.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

7. საჭირო აღარაა სოციალურ ქსელში ვიღაცის აქტივობას მონიტორინგი გაუწიოთ

როცა ურთიერთობაში ხართ, ოდესმე გიგრძვნიათ თავი პოლიციელად? განუწყვეტლივ ამოწმებთ საყვარელი ადამიანის პოსტებს, ლაიქებსა და კომენტარებს, გაინტერესებთ მოუწონა თუ არა მას ფოტო ყოფილმა. ახლა ეს აღარ გჭირდებათ და ეს ბედნიერებაა.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

8. ნაკლები დრო ტელეფონს და მეტი საკუთარ თავს

ურთიერთობის დროს ტელეფონზე საუბარსა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას უამრავი დრო მიაქვს. იფიქრეთ იმაზე, რომ ახლა ეს დრო თქვენია და შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოთ.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

9. დაემშვიდობეთ იძულებით ურთიერთობებს:

როცა ხართ ურთიერთობაში, თქვენ გიწევთ ყოფნა მის ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და შეიძლება ცხოველებთანაც. დიდი შანსია, რომ ამ წრეში არიან ადამიანები, რომლებიც დიდად არ მოგწონთ. დაემშიდობეთ ასეთ ურთიერთობებს. ეს მარტოხელების კიდევ ერთი უპირატესობაა.

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი

10. საფულეში უფრო მეტი ფული გაქვთ

ურთიერთობაში ყოფნა ძვირი ჯდება - ვახშამი გარეთ, მინი არდადეგები, საჩუქრები. ახლა ეს ფული შეგიძლიათ დააბანდოთ იმაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სიკეთეს მოგიტანთ

10 მიზეზი რატომ არის ქალისთვის მარტოხელობა კარგი



<a href="http://elitedaily.com">http://elitedaily.com</a>