თუ გადაიღალეთ და ყოველ დილით ადგომა ტანჯვად გექცათ, ძალიან ბევრს მუშაობთ და საკმარისად ბევრს ვერ აკეთებთ, ამან შეიძლება სულიერად გაგტეხოთ, გაგანადგუროთ და დეპრესიაში ჩაგაგდოთ.
შფოთვა, შიში, წარუმატებლობით გამოწვეული მწუხარება, სტრესი და გრძნობების ნაკლებობა არის ის, რამაც შეიძლება ცხოვრების ხალისი დაგიკარგოთ.
არასაკმარისი ძილი - სათანადო ძილი აუცილებელია იმისთვის, რომ შეივსოს სხეული და შინაგანი სისტემა ენერგიით. რაც ყოველდღიურ სირთულეებთან გასამკლავებლად აუცილებელია. დღე-ღამეში მინიმუმ შვიდი საათი მაინც უნდა გეძინოთ, გაითვალისწინეთ, რომ ერთსა და იმავე დროს უნდა დაიძინოთ.
დიდი რაოდენობით კოფეინი - როცა დაღლილი ხართ, დიდი რაოდენობით კოფეინს იღებთ. ეს იწვევს უძილობას. რაც კიდევ უფრო ღლის თქვენს ორგანიზმს. ამიტომ კოფეინით ენერგიის მოკრება მხოლოდ მოჩვენებითია
ბევრი ალკოჰოლი - ალკოჰოლი ვნებს თქვენს შინაგან ორგანოებს, ღვიძლს, თირკმელებს, ასევე ცვლის თქვენს მოქმედებებს და ფიქრებს, ყველაფერი კი მეორე დღეს მძიმედ აისახება და თქვენ საშინელ დაღლილობას გრძნობთ
ზედმეტი უსარგებლო საკვები - კალორიებისგან დაცლილი საკვების მიღება მავნებელია ორგანიზმისთვის, რაც არასასიამოვნო შეგრძნებებსა და დაღლილობას იწვევს.
იმედი არსებობს! - გთავაზობთ ჩამონათვალს, როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ იყოთ ენერგიულები. ეს ბედნიერების რეცეპტია
იმისთვის, რომ დაღლილობა ნაკლებად იგრძნოთ ყველაზე ეფექტური გზაა გააკეთოთ რაიმე ახალი, თავი დააღწიოთ რუტინას. იპოვოთ ისეთი რამ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ, მოითხოვეთ ახალი სამუშაო პროექტი. მონოტონურობა, ერთფეროვნება ცხოვრების ენთუზიაზმს გაკარგვინებთ და შედეგად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება.
ფიზიკური ვარჯიში არის საოცრად ეფექტური. ამ დროს გამოიყოფა დადებითი ენდორფინები. ვარჯიშის შედეგად თავს იგრძნობთ კარგად და დაღლილობაც მოგეხსნებათ.
გადით გარეთ - ბუნებაში ყოფნა აუმჯობესებს განწყობას.
დაუკავშირდით ადამიანებს - გაუზიარეთ თქვენი გრძნობები სხვებს. ისაუზმეთ სხვებთან ერთად, ნუ ისეირნებთ მარტო. მარტო ყოფნა აფუჭებს განწყობას. ფიზიკური ატივობებიც განახორციელეთ მეგობრებთან ერთად, ეს გაცილებით უფრო სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი პროცესი იქნება.
გადააფასეთ პრიორიტეტები - თუ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაქვთ შესასრულებელი, შეაფასეთ, რომელია თქვენთვის პრიორიტეტული და აუცილებლად გადადეთ ის საქმე, რომლის გადადებაც შესაძლებელია. ნუ გადაიღლით თავს ზედმეტად.
თემები: ძილი, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, პრობლემები, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია