LIFE

როგორ აქციოთ თქვენი სახლი მშვიდ ადგილად

როგორ აქციოთ თქვენი სახლი მშვიდ ადგილად

სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე ბედნიერად და დაცულად ვგრძნობთ; მისი კომფორტულად მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაშიც დრო და ფინანსები არ უნდა დავზოგოთ.

სახლი შენი სიწმინდეა

სახლი არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც გძინავთ და ჭამთ. ეს არის ასევე ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, დაიბრუნოთ ენერგია და დაიტენოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, ასევე ემოციურად, მაგრამ თუ სახლი არაკომფორტული ადგილია, შეიძლება ვერც დაისვენოთ და ვერც ენერგია აღიდგინოთ. სახლი დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში, ზოგჯერ იმაზე მეტსაც, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

ყოველთვის არ გვაქვს სრული კონტროლი სივრცეზე. შეიძლება მოგვიწიოს მისი გაზიარება განსხვავებული გემოვნების მქონე ოჯახის წევრებთან, მაგრამ მაინც, როგორც წესი, არის რაღაცები, რისი კონტროლი და შეცვლაც თავად შეგიძლიათ.

ეცადეთ, გახადოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე უფრო მშვიდი და კომფორტული, ჩადეთ დრო და რესურსი და მიიღეთ სიამოვნება მისგან.

შეიქმენით კომფორტი

დაამშვენეთ სახლი სხვადასხვა წვრილმანებით, აქსესუარებით, სურათებით. დაამატეთ საგნები, რომლებიც ასოცირდება სასიამოვნო მოგონებებთან. შეიძლება დიდი სივრცე არ გქონდეთ, მაგრამ შეეცადეთ მოათავსოთ მინიმუმ ერთი ან ორი ნივთი მაინც, რაც ძალიან თქვენია და კარგ ემოციებს აღგიძრავთ.

ელემენტები, რომლებიც მოგანიჭებთ სიმშვიდეს
სახლში უნდა გქონდეთ ელემენტები, რომლებიც თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ. ეს შეიძლება განსხვავებული იყოს თითოეული ადამიანისთვის. ზოგს უყვარს წიგნები, ზოგს მოსწონს ბევრი წვრილმანი; არიან ისეთებიც, რომლებიც სარგებლობენ მინიმალისტური სივრცით, სადაც არ არის წვრილმანები და არიან ისეთებიც, ვისაც განსაკუთრებით მოსწონს ბალიშები და საბნები.
           

ინდივიდუალური მიდგომა

არ არსებობს სივრცის გაფორმების სწორი ან არასწორი გზა, აქ ყველაფერს ინდივიდუალური გემოვნება და მიდგომა წყვეტს. ძალიან ბევრმა ნივთმა და ზედმეტმა ფერმა შეიძლება დაძაბოს ჩვენი ტვინი. დაამატეთ მცენარეები სასიამოვნო
შეგრძნებისთვის; თუ მინიმალისტი ხართ, შეინახეთ ნივთები თქვენთვის კომფორტულ ადგილას და დატკბით თავისუფალი სივრცით.

გადაახარისხეთ ნივთები

მოაწესრიგეთ სახლი რეგულარულად. გადაახარისხეთ და გადაახალისეთ ნივთები; გააჩუქეთ ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, ან არ მოგწონთ. მოერიდეთ ისეთი ნივთების შენახვას, რომლებსაც არ აქვთ მიზანი და არ შთაგაგონებთ დადებითი ემოციებით. შეეცადეთ შეავსოთ თქვენი სახლი ისეთი ნივთებით, რაც გაბედნიერებთ და რასაც ხშირად გამოიყენებთ. ამგვარად, თქვენი სახლი უფრო ფუნქციური და კომფორტული გახდება.