5 წყვილი ძვირფასი ფეხსაცმელი, რომელსაც გემოვნებიანი ქალები ატარებენ
- 07.08.2024
ფეხსაცმელი ჩვენი გარდერობის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენი სავიზიტო ბარათია. ისეთი მოდელის არჩევა კი, რომელიც ყოველთვის შთამბეჭდავად, აქტუალურად და ელეგანტურად გამოიყურება, არც ისე ადვილია.
ჩვენ გეტყვით, რომელი წყვილი ფეხსაცმელი გახდის თქვენს სამოსს უფრო ელეგანტურს, მდიდრულს და ძვირფასს.
კლასიკური ფეხსაცმელი
მოდის სამყაროში გადის წლები და ათწლეულები, ტენდენციები ცვლის ერთმანეთს, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც ურყევად და უცვლელად რჩება.
მაგალითად, ქალის გარდერობში მუდამ აქტუალურია კლასიკური ფეხსაცმელი, რომელსაც ოდნავ წვრილი ცხვირი აქვს. გასაკვირია, რომ ეს მოდელი არასოდეს კარგავს ფასს. ცნობილი სახეები მის ერთგულებად რჩებიან წითელ ხალიჩაზე გასვლისას თუ სხვადასხვა საჯარო გამოსვლებისას. მას ასევე ირჩევენ მოდის მიმდევარი დახვეწილი გემოვნების ქალები ოფისში ჩასაცმელად თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.
კლასიკური ფეხსაცმელი თხელი ქუსლით და წვეტიანი ცხვირით ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება ქვედაკაბაში თუ თქვენს საყვარელ ჯინსთან. ასეთი ფეხსაცმელი სხეულის სილუეტს ვიზუალურად აგრძელებს, თქვენს ჩაცმულობას უფრო ქალურს და ელეგანტურს ხდის. იმისთვის, რომ ასეთი ფეხსაცმელი უფრო მეტ ლუქს შეესაბამებოდეს, უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკას - შავ ან ღია ფერის მოდელებს.
მინიმალისტური სანდლები
თუ კლასიკური ფეხსაცმელი ძალიან ფორმალურად და პომპეზურად გამოიყურება, მაშინ სანდლები უფრო ნეიტრალურ როლს თამაშობენ თქვენს ჩაცმულობაში. მით უმეტეს, თუ ეს არის მინიმალისტური სტილის მოდელები, პატარა ქუსლებით, მაქმანებით თუ თხელი თასმებით. მინიმალური ფეხსაცმელი არ გადატვირთავს თქვენს იერს და ხაზს გაუსვამს მთლიან იმიჯს. მაგალითად, თუ ასეთ ფეხსაცმელს მოირგებთ ფერად მაისურთან და ღია ფერის ჯინსთან, უფრო შეკრულ და საინტერესო ჩაცმულობას მიიღებთ.
სანდლები, რა თქმა უნდა, იდეალური კომპანიონია ქალური კაბებისა თუ სარაფნებისთვის. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა, როგორც არასდროს ისე გვსურს სიმსუბუქე და რომანტიკა. ამიტომ ასეთი ფეხსაცმელი განსაკუთრებით კომფორტული და პოპულარულია ზაფხულში.
მინიმალისტური ქუსლიანი ქოშები
ჩვენს გარდერობში უკვე აქტიურად დაბრუნდა მსგავსი ტიპის გლამურული ფეხსაცმელი. ეს მოდელი თამამად შეგიძლიათ ატაროთ როგორც ჩვეულებრივ დღეებში სამსახურში, ისე შაბათ-კვირას რაიმე ტიპის ღონისძიებაზე.
მთავარია ქოშები იყოს მინიმალისტური, ჰქონდეს პატარა ქუსლი და ადვილად მოერგოს ნებისმიერ ლუქს. ასეთი ფეხსაცმელი ელეგანტურად და ძვირფასად რომ გამოიყურებოდეს, აირჩიეთ მაღალი ხარისხის ტყავისგან დამზადებული მინიმალისტური მოდელები.
ლოფერები
ისევე როგორც შეუძლებელია შემოდგომა წვიმისა და ფოთოლცვენის გარეშე, ასევე შეუძლებელია ჩვენი გარდერობი ლოფერების გარეშე. ის შესანიშნავად ავსებს ჩვენს ყოველდღიურ სტილს და იდეალურად ეხამება ქურთუკებს, სვიტერებსა თუ ტყავის შარვლებს.
ლოფერები დიდი ხანია გემოვნებიანი ქალბატონების გარდერობის მთავარი ელემენტია. ფეხსაცმლის ეს წყვილი ჯდება ნებისმიერ ლუქში: კოსტიუმების მოყვარულებს ის თავისუფლად შეუძლიათ ატარონ მიდი და მაქსი სიგრძის კაბებთან, როგორც მოკლე, ისე გრძელი მოდელის ჯინსებთან და მაისურებთან.
წვეტიანი ქუსლიანი ჩექმები
შემოდგომის ლუქი განსაკუთრებით დახვეწილად და მომხიბლავად გამოიყურება, თუ ფეხს მოდური ჩექმა გიმშვენებთ. ტყავის ჩექმა წვეტიანი ცხვირით, სტილის ნამდვილი გვირგვინია გემოვნებიანი ქალბატონებისთვის.
შეგიძლიათ ჯინსი ან შარვალი ჩაიტანოთ ჩექმაში, ასევე ატაროთ მიდი ან მოკლე კაბებთან, ასევე ვიწრო და კლასიკურ შორტებთან. ჩექმა შესანიშნავი წყვილია შარვალ-კოსტიუმის ორეულისთვის. აქტუალობას არასოდეს კარგავს ღია და შავი ფერის ტყავის ჩექმა, ასევე ძალიან ეფექტურია ჩექმა ფერადი ნიანგის კანის ეფექტით ან სხვა ცხოველების პრინტით.
თემები: ფეხსაცმელი, მოდური
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია