1. უცნაურია იყო ვიღაცის ცოლი!
და დაუძახო ვიღაცას ქმარი. უცნაურია - და როგორი სასიამოვნო! და როცა ანკეტაში გხვდება კითხვა თავისუფალი ხარ თუ გათხოვილი, იწყებ პირველის მონიშვნას, მერე კი შუბლზე ირტყამ - ეს როგორ?!
2. ახლა თქვენ - ნამდვილები ხართ
ის წვერს იპარსავს, სანამ შენ შხაპს იღებ. შენ იცი, რომ მას ხანდახან ავიწყდება კბილების გახეხვა, მან კი - რომ შენ არ გიყვარს ლოგინის ალაგება.
3. ფინანსური საკითხები გაღიზიანებს
ხანდახან არა, მაგრამ უფრო ხშირად სწორედ ასეა. ფული სადღაც მიდის, და თუ ნაკადი იზრდება - უფრო სწრაფად მიედინება. სასარგებლოა დასახოთ უახლოესი წლების მიზნები და გადაწყვიტოთ, რას უზამთ ფულს, რომლის დაგროვებასაც აპირებთ.
4. ოჯახის ფსიქოლოგი - ცუდი იდეა არ არის
წახვიდეთ კონსულტაციაზე, როცა ყველაფერი კარგად გაქვთ, და მიიღოთ სასარგებლო რჩევები იმის შესახებ, როგორ არ გააფუჭოთ ურთიერთობები - ზრდასრული ადამიანების საქციელია. მერე ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.
5. თქვენ უმეტესად ბავშვებზე საუბრობთ
თუნდაც არ გეგმავდეთ მათ ახლავე. ერთ წელიწადში? ორში? ხუთში? იქნებ არასოდეს? და თითოეული გამოსავალისთვის არის გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი.
6. კვირაში ერთხელ შენ ამბობ: „მე ხომ გათხოვილი ვარ!“
ამბობ ამ ფრაზას სარკესთან - და გრძნობ, როგორ ივსება სხეული სითბოთი. კარგია!
7. თქვენ იხსენებთ ქორწილს
თუნდაც უბრალოდ ორნი მიხვედით ქორწინების სახლში - მაინც მონახავთ, რაც უნდა გაიხსენოთ! და თუ ქორწილი დიდი და ხმაურიანი იყო - მითუმეტეს.
8. თქვენ აჩვენებთ ყველას საქორწინო ალბომს
აბა, სხვაგვარად რისთვის ეძებდით ასე დიდხანს ფოტოგრაფს, რომელმაც გააკეთა შესანიშნავი ალბომი.
9. რთულია გადააქციო ორი სიცოცხლე ერთში
ყველა ეს ბარათები, კრედიტები, ვალები, ანაბრები და კიდევ ათასი წვრილმანი რამ. სამაგიეროდ მერე ყველაფერი მარტივი და გასაგებია.
10. ხანდახან ფიქრობ, სწორად მოიქეცი თუ არა
განსაკუთრებით წინა პუნქტის შესრულების დროს. მაგრამ მიდიხარ დასკვნამდე, რომ ყველაფერი სწორია.
11. თქვენ ექსპერიმენტებს ატარებთ ლოგინში
აბა, კიდევ როდის უნდა დაკავდე ამით, თუ არა როცა ახალი დაქორწინებული ხარ?
12. თქვენ გიჩნდებათ საკუთარი ენა
განსაკუთრებით ეს შესამჩნევია შეტყობინებებში. შენ წერ მას „პც?“ - და ეს ნიშნავს, ხომ არ შეუკვეთოთ პიცას საღამოს. ეს ისეთი საყვარელია!
13. მისი მშობლები გეპყრობიან, როგორც საკუთარ შვილს
ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლების ორი წყვილი - საკმაოდ სახალისოა, განსაკუთრებით თუ კარგი ურთიერთობა გაქვთ.
14. შენ გეჩვენება, რომ მეტს იხარჯები, ვიდრე ის
ის კი პირიქით ფიქრობს. ეს რასაც არ უნდა ეხებოდეს, არ გადადოთ ურთიერთობების გარკვევა, რომ წყენა არ დაგიგროვდეთ.
15. იყავით გულახდილები ერთმანეთთან
სიკეთე, სიყვარული, გულახდილობა - საუკეთესოა, რისი მიცემაც შეგიძლიათ ერთმანეთისთვის. არ შეზღუდოთ საკუთარი თავი ამაში!
თემები: სიყვარული, ბედნიერი წყვილი, სექსუალური მიზიდულობა, ქალები
<a href="http://www.cosmo.ru/">http://www.cosmo.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია