მშობლები

თუ უფროსი ბავშვი ეჭვიანობს უმცროსზე: 4 ტექნიკა კონფლიქტის სწრაფად მოსაგვარებლად

თუ უფროსი ბავშვი ეჭვიანობს უმცროსზე: 4 ტექნიკა კონფლიქტის სწრაფად მოსაგვარებლად

ბავშვებს შორის ეჭვიანობა ჩვეულებრივი და თითქმის გარდაუვალი მოვლენაა, რომელსაც ბევრი მშობელი აწყდება. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტი ძალისხმევაა საჭირო ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად. თუმცა, როდესაც ბავშვები იწყებენ კონკურენციას მშობლების ყურადღებისთვის, ეს უკანასკნელნი გაოგნებულნი არიან და არ იციან როგორ მართონ სიტუაცია სამართლიანად.

 

რა იწვევს ეჭვიანობას?

უფროს ბავშვებს თითქმის ყოველთვის აკლიათ სიყვარული და ყურადღება მშობლისგან და ეს ობიექტურია. უფროსები იკარგებიან თავიანთი კარიერის, ყოველდღიური ცხოვრების და სხვადასხვა ფაქტორების გამო და რადგანაც ბავშვის ფსიქიკა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ზრდასრულთა ამოცანებისთვის უპირატესობების დათმობას, გაგება-მიღებას და თუ მშობლების ყურადღება გადადის ოჯახის უმცროს წევრზე, იწყება ეჭვიანობა, რადგან მოზარდი იმედგაცრუებულია.
იმედგაცრუება სიბრაზის და წყენის მდგომარეობაა, რომელსაც ბავშვი განიცდის მაშინ, როდესაც მისი მოთხოვნილება არ არის დაკმაყოფილებული.

დასაწყისისთვის, მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ეჭვიანობა იქნება და ეს ნორმალურია. ეს პრობლემა მთლიანად გაქრება 12-13 წლის ასაკში, თუმცა, მანამ სანამ პრობლემა ისევ აქტუალური იქნება, ჩვენ გირჩევთ როგორ მოიქცეთ.

ნეიტრალიტეტი

იყავით მშვიდი და მაქსიმალურად სტაბილური ეჭვიანობის მომენტებში. გამუდმებით გაუმეორეთ შვილებს, რომ ყველანი თქვენი შვილები არიან, რომ ყველა ერთნაირად გიყვართ, რომ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. არასოდეს შეადაროთ ერთმანეთს, რადგან თუ უხეშ შედარებას გააკეთებთ, ეს შეიძლება იქცეს ტრავმად, რომლისგანაც ბავშვს ძალიან გაუჭირდება თავის დაღწევა.

უფროსიც და უმცროსიც ორივე ბავშვია

უფროსი შვილი არ არის და-ძმის ძიძა ან მშობელი. თუ ის ნებაყოფლობით დაგეხმარებათ, გულწრფელი მადლობა გადაუხადეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მას აქვს საკუთარი დავალებები თითოეულ ასაკობრივ ეტაპზე და რომ, უმცროსების გართობა და ზრუნვა მისი კეთილი ნებაა და არა ვალდებულება, რადგან მეორე შვილის გაჩენა მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება იყო.

დრო ყველასთვის

იმისათვის, რომ თვეში ერთხელ მაინც გაატაროთ დრო ყველასთან ერთად, ნამდვილად არ გჭირდებათ ჰერკულესის ძალისხმევა, მრავალშვილიან ოჯახებშიც კი ეს ჩვეულებრივი წესი უნდა იყოს. თითოეულ ბავშვს აქვს საკუთარი ინტერესები - აკეთოს ის, რითაც გატაცებულია და გვერწმუნეთ, თუ ყველას მისთვის განკუთვნილ დროს მისცემთ დაკავდეს საყვარელი საქმიანობით, ეჭვიანობა აუცილებლად გაქრება. ეს ხელს შეუწყობს ყველას განუვითაროს უნიკალურობის გრძნობა და ასევე გააძლიეროს კავშირი მშობელსა და შვილს შორის.

თავდასხმის აკრძალვა

ეს არის ფუნდამენტური წესი, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. ყოველთვის აუხსენით ბავშვებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მიღებული უმცროსი ბავშვების დარტყმა, კბენა ან დაჩაგვრა. საზღვრების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალადობა და მკაცრი სანქციები მხოლოდ შურისძიებას და სიძულვილს გამოიწვევს ძმებს/დებს შორის. მოერიდეთ „ჩხუბს“ სახლში, ისწავლეთ პრობლემების სიტყვიერი გადაჭრა, შეთანხმების მიღწევა, თუნდაც ამის გაკეთება ზედიზედ ასჯერ მოგიწიოთ.

გახსოვდეთ, არავინ უნდა იყოს აგრესიული ოჯახში - არა მხოლოდ ბავშვები, არამედ თქვენ, თქვენი პარტნიორი და ოჯახის დანარჩენი წევრები.