მშობლები

უყვართ თუ  არა მამაკაცებს საუბარი საწოლში

უყვართ თუ  არა მამაკაცებს საუბარი საწოლში

საწოლში გამოყენებული ენა უმეტესად თქვენი გულწრფელი ემოციებიდან მოდის და ეს სულაც არაა სიგიჟე, ეს ემოციური სიახლოვეა!

თუ პარტნიორს, რომელთანაც მჭიდრო კავშირი გაქვთ და მას სექსის დროს ეტყვით: ”ძალიან მომწონს, რასაც აკეთებ,” - წაახალისებს და მეტად თვითდაჯერებულს გახდის მას.
ქალებს ხშირად რცხვენიათ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ, არ შეგეშინდეთ თქვენს სურვილებზე ხმამაღლა საუბარი!

თუმცა, გახსოვდეთ, არასოდეს კითხოთ მამაკაცს, რას ფიქრობს ახლა, რადგან მაშინ, როცა თქვენ გონებაში ჩემოდნებს ალაგებთ და დაშორებაზე ფიქრობთ, ის შეიძლება საერთოდ არაფერზე ფიქრობდეს და სულაც ბუზებს ითვლიდეს ჭერზე.

არსებობს რამდენიმე ტიპის პარტნიორი, რომლებთანაც არამარტო შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია საუბარი.

ქალწულები

თუ თქვენ ვერ მოახერხეთ თქვენი პარტნიორის მოტყუება, რომ ის თქვენი პირველი მამაკაცია, (მით უმეტეს, თუ ის თექვსმეტი წლისაა), შეიძლება გაიქცეს თქვენგან, დაელაპარაკეთ მას გულწრფელად და თავიდან აიცილეთ გაუგებრობები.



პორნოს მოყვარულები

ის, ვინც ამბობს, რომ პორნოს არ უყურებს, იტყუება. აღიარებულია, რომ პორნო ვიდეოს დამთვალიერებლები უმეტესად არიან ის ადამიანები, რომლებსაც გული აქვთ გატეხილი სიყვარულში, სნობები, ვისაც დიდი დრო სჭირდებათ პარტნიორის არჩევისთვის და რომლებიც წარუმატებელნი არიან სოციუმში.



ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უფრო ადვილია პორნო ფანტაზიის ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან, ვიდრე მის მისაღებად სტრიპტიზ კლუბში წასვლა. პორნოში ისინი ცდილობენ უფრო მეტი სექსუალური სტიმულების შეტანას და სხვადასხვა ვნებიანი ფრაზების წარმოთქმას. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება განუვითაროთ ხმამაღლა სექსის ჩვევაც.

ძველი პარტნიორები

თუ პარტნიორთან ერთ წელზე მეტია, რაც ურთიერთობა გაქვთ, ამ ურთიერთობის ხარისხის შესანარჩუნებლად, უნდა ისწავლოთ სწორი და გულწრფელი საუბარი მასთან. ახლა ამის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე ურთიერთობის პირველ თვეებში: შეყვარებულს, რომელმაც თქვენთან ერთად მიირთვა სამი კატლეტი ერთად, აღარ შეშინდება და აღარ გაიქცევა, რაც არ უნდა უთხრათ მას.

რა უნდათ მამაკაცებს

იმისათვის, რომ მიხვდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, სულაც არაა საჭირო იყოთ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი. ამის გაცნობიერებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოარგოთ თქვენი მეტყველება ამა თუ იმ პარტნიორს. როგორც წესი, მამაკაცებს უნდათ სწორი პარტნიორი საწოლში და ვნებების გულწრფელად გაცემა-მიღება.

სიჩუმე საწოლში

ჩუმ სექსს ჩვეულებრივ, უპირატესობას ანიჭებენ ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ასწავლიდნენ, რომ სექსი ბინძურია და თუ შეძლებენ როგორმე ეს გააკეთონ ჩუმად (და ორგაზმიც კი არ გაამჟღავნონ, რადგან ეს სირცხვილია), სექსზე ხმამამაღლა საუბრის ნებისმიერი მცდელობა მათ სტრესავს.



სექსის დროს მდუმარე ადამიანის ამოცნობა ადვილია: ბავშვობიდან ჩამოყალიბებული ინტიმური ფობიის გამო, ის ყოველმხრივ შეაფერხებს თქვენთან ინტიმური ურთიერთობის მომენტს და, შესაძლოა, სქესობრივი აქტით არასოდეს დაკავდეს.

საუბრის ფობია

საუბრის ფობიის უფრო მსუბუქი ფორმაა ზოგიერთი სიტყვის უხეშად და ბინძურად მიჩნევის ჩვევა. მაგალითად თუ ქალი მამაკაცის პენისს ასე შეაფასებს: „ჩემი გმირი“, ეს ზოგიერთი მამაკაცისთვის შეიძლება უხეშ შეფასებად ჟღერდეს, რაც რასაკვირველია მცდარი შეხედულებაა.

გამომგონებლები

ისინი ადვილად იყენებენ ნებისმიერ სიტყვას, გარდა ყველაზე უხამსი სიტყვებისა, მაგრამ ამჯობინებენ ყველა მათგანს საკუთარი ევფემიზმები შეუხამონ: "დიკენსი“, "მებრძოლი" - ყველა ეს მეტსახელი იბადება ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ადამიანების თავებში და ჯანსაღი მენტალობის მამაკაცმა ეს კომპლიმენტად უნდა მიიღოს.

გამომგონებლები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ისინი საკუთარი ფანტაზიით აფასებენ პარტნიორს და არასოდეს ენანებათ კომპლიმენტები.

უხეში პარტნიორი

არსებობს ავტორიტარული და მაზოხისტი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც სიყვარულის უხამსად გამოხატვა სჩვევიათ. ისინი საწოლშიც უხამსად საუბრობენ, რაც პარტნიორში ხშირად მორალურ ტკივილს იწვევს. სხვათა შორის, უხეშები არიან არა მხოლოდ ზოგადად გინებას და უხამსობას მიჩვეული ადამიანები, არამედ დეპრესიული ალფა ლიდერებიც, რომლებმაც ვერ განახორციელეს თავიანთი ოცნებები და ამბიციები ცხოვრების სხვა სფეროში.

და ბოლოს, არასოდეს შეგრცხვეთ ან ითაკილოთ ხმამაღლა გაამხილოთ თქვენი იმპულსები, რადგან მამაკაცებს ფიზიკურ მომხიბვლელობაზე მეტად, ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობები ხიბლავთ.