2024 წლის აგვისტოს სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 11.08.2024
ზაფხულის ბოლო თვეში განსაკუთრებით გვსურს მივიღოთ სასიამოვნო ემოციები და განვიცადოთ საინტერესო რომანტიკული თავგადასავლები. ასტროლოგები გვამცნობენ, ვის გაუმართლებს სიყვარულში და ვინ შეცურავს ერთიდაიმავე მდინარეში ორჯერ.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
აგვისტოს თვე ვერძებს ემოციებითა და სიურპრიზებით მდიდარი ექნებათ. პარტნიორისადმი ძლიერი მიჯაჭვულობა ვერძისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება და გულწრფელი საუბარი მალე ქმედებებით შეიცვლება და პაემნები შეიძლება ურთიერთობის გაფორმებით და თანაცხოვრებით დასრულდეს.
მარტოხელა ვერძები ზედმეტად დაკავებულები არიან თავიანთი სულისკვეთების ძიებით, ამიტომ მათ პირადი ბედნიერებისთვის ლოდინი კიდევ კარგა ხანს მოუწევთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროები სავსე არიან ენთუზიაზმით, რაც მათ არ აძლევს საშუალებას მშვიდად იყვნენ. აგვისტოში ისინი მზად არიან თავიანთი გრძნობები პარტნიორს აჩვენონ და დაუმტკიცონ. იმავდროულად, რომანტიკაში ჩაძირული კუროები მზად არიან დაივიწყონ ყოველდღიური ცხოვრება და დროულად მიჰყონ ხელი საყვარელ ადამიანზე ზრუნვას.
იმ კუროებს კი, ვინც ჯერ კიდევ პარტნიორის ძიებაშია, ვარსკვლავები მოგზაურობაში წასვლას ურჩევენ სევდიან ფიქრებთან საბრძოლველად და ახალი ადამიანის გასაცნობად.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
აგვისტო ყველა ტყუპს სასიამოვნო რომანტიკული მომენტების ზღვა შესაძლებლობას აძლევს. ტყუპები თავიანთ მეორე ნახევარში აღმოაჩენენ ახალ თვისებებს, რაც იწვევს აღფრთოვანებას და გრძნობების ხელახლა მოზღვავებას.
მარტოხელა ტყუპები მომავალ თავგადასავალში სიყვარულს იპოვიან, ურთიერთობა კი იმდენად შორს წავა, რომ მალე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საკითხის წინაშე დადგებიან. სანამ გადაწყვეტთ ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას, აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, მოერიდეთ მოზღვავებულ და ნაჩქარევ ემოციებს, ამან შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის აგვისტო დაიწყება მცირე იმედგაცრუებით იმის გამო, რომ ისინი გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ არასწორ ადამიანზე. არ ინერვიულოთ, რადგან ვარსკვლავები ყველა საზრუნავს უკვე თვის შუა რიცხვებში აანაზღაურებენ და თქვენ გელოდებათ პაემანი უკვე ღირსეულ პარტნიორთან. ხოლო უკვე წყვილში მყოფ კირჩხიბებს შორის ურთიერთობას მთელი აგვისტო შეიძლება ახლდეს მცირე უთანხმოება და გაუგებრობა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ ყველა სირთულეზე ხმამაღლა ისაუბროთ და კომპრომისის გზით მიაღწიოთ მშვიდ ოჯახურ თანაცხოვრებას.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თვე აგვისტო - ცეცხლოვანი ლომებისთვის კარგი ფინალით დაგვირგვინდება. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისია მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას და ემოციებს და მიჰყვეთ მათ. ეცადეთ დიდხანს არ ითამაშოთ სხვის გრძნობებზე, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
ოჯახის ლომები შესაძლოა უკმაყოფილო იყვნენ საყვარელი ადამიანის პოზიციით: პრობლემის გადასაჭრელად ეცადეთ გაიგოთ თქვენი პარტნიორის აზრი და შეწყვიტოთ „შეტევა“, ის დააფასებს თქვენს ასეთ ბრძნულ მიდგომას და აუცილებლად გააკეთებს სწორ საპასუხო ჟესტს.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულებმა ნაკლები დრო უნდა დაუთმონ რომანტიკას და მეტად ყურადღებიანები და პასუხისმგებლობიანები იყვნენ სამუშაოს მიმართ. შეიძლება გადაჭარბებულმა ოცნებამ უარყოფითად იმოქმედოს თქვენი, როგორც კეთილსინდისიერი და კომპეტენტური თანამშრომლის სტატუსზე. ერთმანეთისგან გამოყავით სამსახური და სიყვარული, თუნდაც ცხოვრების ამ სფეროებს გადაკვეთის წერტილები ჰქონდეს.
ვარსკვლავები მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ არ თქვან უარი კარგი ადამიანის მუდმივ შემოთავაზებებზე და მისცენ მას შანსი.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
აგვისტოს დადგომასთან ერთად, დროა სასწორმა თავი დაანებოს ყველა ცრურწმენას და აიღოს ინიციატივა, აღიაროს თავისი ყველაზე ვნებიანი გრძნობები მისთვის საინტერესო ადამიანის მიმართ. თქვენი გამბედაობა დაფასდება, ასე რომ, დროა გადახვიდეთ კონტრ შეთავაზებებზე. დაქორწინებული სასწორები ოცნებობენ პაემნებზე და რომანტიკაზე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ფარულად იოცნებოთ თქვენს აუხდენელ ოცნებებზე, უბრალოდ უთხარით თქვენს მეორე ნახევარს, კონკრეტულად რას ელოდებით ან რა გსურთ ამ ურთიერთობისგან. დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და მიხვდებით, რამდენი დრო დაკარგეთ ამაოდ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ეს შესანიშნავი დროა მარტოხელა მორიელებისთვის, იპოვონ ბედნიერება სამუშაო გარემოში ან საქმიან კონფერენციაზე. უმჯობესია, თქვენმა ნიშანმა უარი თქვას ონლაინ გაცნობაზე, რადგან ამას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს. დროა ურთიერთობებით დაკავებულმა მორიელებმა შეწყვიტონ პარტნიორის ნაკლოვანებებზე ფოკუსირება და შეეცადონ სხვა კუთხით შეხედონ მას. იმისათვის, რომ გახსოვდეთ, რატომ ხართ ახლა ამ კონკრეტულ ადამიანთან, მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი და განაახლეთ თქვენი მოგონებები, ეს თქვენს გრძნობებს განაახლებს და ახალ სიცოცხლეს შესძენს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
აგვისტოს დასაწყისში მშვილდოსანს ეჭვიანობის შეტევები დაძლევს და არც თუ ისე უმიზეზოდ. დიდი რისკია, რომ ამ თვეში თქვენ გახდეთ შურისძიების ობიექტი თქვენი პარტნიორის მხრიდან, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ იჩენდით მის მიმართ ყურადღებას. სასწრაფოდ გამოასწორეთ სიტუაცია და აჩვენეთ საყვარელ ადამიანს, რომ აფასებთ მას, თუნდაც ხანდახან მასთან პაემნის ნაცვლად არჩევანს სამსახურზე აკეთებდით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამის შემდეგ თქვენი პარტნიორის პროვოკაციები სწრაფად დასრულდება და თქვენი ურთიერთობაც დალაგდება.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
აგვისტოსთვის თხის რქებს ბევრი მიზეზი ექნებათ პარტნიორთან სერიოზული საუბრისა და ურთიერთობის გადახედვისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უნდა ისაუბროთ არა იმაზე, თუ რა არის ცუდი და ვინ არის დამნაშავე თქვენ ორ შორის, არამედ იმაზე, რაც პირადად გაკლიათ ბედნიერებისთვის. თხის რქები პარტნიორის გარეშე ისწრაფვიან სიყვარულისა და ნამდვილი გრძნობებისკენ, რაც ბუნებრივია არ ქმნის ოჯახურ იდილიას და კომფორტს, დროა გულწრფელად გაესაუბროთ პარტნიორს და შეთანხმდეთ ისეთ დეტალებზე, რაც ნორმალური ოჯახური თანაცხოვრების გარანტია.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულებისთვის პირად ჰორიზონტზე ყველაფერი საკმაოდ დამაბნეველი და გაურკვეველია. ნუ ელით სიცხადეს ამ თვიდან სასიყვარულო სფეროში. ამ პერიოდის პირველ დღეებში უცოლოები ჩაებმებიან უპერსპექტივო სამსახურებრივ რომანში და შედეგად, თავადაც ზარალში აღმოჩნდებიან. აწონ-დაწონეთ და დაფიქრდით ყველაფერზე.
დაოჯახებულ მერწყულებს ექნებათ ახალი მიზეზები ხანგრძლივი კამათისთვის და უთანხმოებისთვის, რაც შეიძლება განქორწინებითაც დასრულდეს.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებო, აგვისტოში ეცადეთ "გატეხილი გული გამთელება" და დაუბრუნდით ხანგრძლივ ურთიერთობას. იფიქრეთ იმაზე, შეგიძლიათ თუ არა რეალურად დაივიწყოთ ბზარი, რომელიც არასოდეს გაქრება და თუ პასუხი უარყოფითია, უარი თქვით ასეთ ურთიერთობაზე, რადგან ის სამუდამოდ დაგტანჯავთ.
დაოჯახებულ თევზებთან ურთიერთობაში ყველაფერი იმდენად კარგადაა, რომ მათ შეუძლიათ ჰარმონიის შენარჩუნება და ცხოვრებით ტკბობა. ყველაზე დიდი სირთულე მათთვის აგვისტოს თვეში იდეალური დასასვენებელი ადგილის არჩევაა.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია