LIFE

სამზარეულოს ნივთები, რომელსაც არასწორად იყენებთ და ამის შესახებ არც იცით

სამზარეულოს ნივთები, რომელსაც არასწორად იყენებთ და ამის შესახებ არც იცით

სამზარეულო სახლის მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აქ საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ - ვამზადებთ კერძებს, ვმასპინძლობთ სტუმრებს თუ ოჯახის წევრებს და ვაჯამებთ განვლილ დღეს.

ყოველწლიურად სამზარეულოს ჭურჭელი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და ვეღარ წარმოვიდგენთ ცხოვრებას სამზარეულოს უახლესი ტექნოლოგიების გარეშე. თუმცა, ხშირად არც ვფიქრობთ იმაზე, სწორად ვიყენებთ თუ არა ამა თუ იმ ნივთს?

ჩვენ მოგიყვებით სამზარეულოს იმ ნივთებზე და ნიუანსებზე, რომლებსაც შესაძლოა აქამდე არ აქცევდით ყურადღებას.

ბლენდერი

ბლენდერი სამზარეულოს მთავარი დამხმარეა, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ კრემ-სუპები, სოუსები და სმუზი. სანამ შემდეგ ჯერზე მასში ინგრედიენტებს მოათავსებთ, გახსოვდეთ, არსებობს სპეციალური თანმიმდევრობა, რომელიც უნდა დაიცვათ.



დაიწყეთ სითხით, შემდეგ დაამატეთ მცირე ინგრედიენტები, ბოლოს კი დაამატეთ მძიმე ინგრედიენტები., ასე ხელსაწყოს დიდი ხნის განმავლობაში დაიცავთ გაფუჭებისგან.

მაცივარი

ადამიანების უმეტესობა მაცივრის კარებზე თაროებს იყენებს რძის, კეფირის ან იოგურტის ბოთლების შესანახად. სინამდვილეში ეს თაროები მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე თბილი ნაწილია. უმჯობესია ეს ადგილი გამოყოთ სანელებლებისთვის, სოუსებისთვის, რომლებიც არ საჭიროებს ძლიერ ყინვას.



კიდევ ერთი ნიუანსი: ყველას გვიყვარს საკვების მარაგების შევსება, რათა საჭირო ინგრედიენტები ყოველთვის ხელთ გვქონდეს, თუმცა ჯობია არ შეავსოთ მაცივარი პროდუქტებით, რადგან სავსე მაცივარში ჰაერი თავისუფლად არ ცირკულირებს და პროდუქტების გაციების და შენახვის პროცესი შენელებულია.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ზოგს ჰგონია, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შევსებისას აუცილებელია ჭურჭელი კომპაქტურად იყოს ჩაწყობილი, მაგრამ, ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს თქვენს სასარგებლოდ. ჭურჭელი უნდა იყოს დალაგებული აპარატის ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.  



წყლის ყველაზე ძლიერი წნევა მოქცეულია შუაში, ამიტომ სწორედ იქ უნდა მოათავსოთ ძლიერ დაბინძურებული ჭურჭელი, რადგან წყლის დიდი ნაკადით მოხდეს ჭურჭლის უნაკლოდ გარეცხვა.

მიქსერი სადგამით

თუ იყენებთ მიქსერს სადგამით, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამაგრებული სათქვეფის სიმაღლე თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ. უფრო მეტიც, ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საჭიროა კიდეც კონტროლი:



სათქვეფი უნდა განთავსდეს თასიდან რამდენიმე მილიმეტრის მანძილზე. მიქსერი დადგით ოდნავ მაღლა, რათა ინგრედიენტები თანაბრად აირიოს და ჭურჭელიც არ დაიკაწროს.

ქვაბის სახელური

ყველა სტანდარტულ ქვაბს აქვს ხვრელი სახელურებში. ისინი განკუთვნილია არა მხოლოდ ღუმელიდან ჭურჭლის ამოღების გასაადვილებლად, არამედ მისი გამოყენება შეგიძლიათ კოვზის დასადებად.



შემდეგ ჯერზე, როცა კერძს მოამზადებთ, ნაცვლად იმისა, რომ კოვზი თეფშზე ან სადგამზე დადოთ, ვერტიკალურად მოათავსეთ სახელურის ნახვრეტში.

ბოსტნეულის სათლელი

კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის გასუფთავებისას ერთი წესი არსებობს: თქვენ უნდა მოაშოროთ კანი სწრაფად და კომფორტულად, თუმცა ის შეიძლება გამიყენოთ არა მხოლოდ ბოსტნეულის გასასუფთავებლად, არამედ მისი დახმარებით შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ შოკოლადის ჩიფსები, გახეხილი პარმეზანი კერძში დასამატებლად, ან თუნდაც ხახვის ნაჭერი.



თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის გამწმენდი პომიდვრისა და წიწაკის „გვერდის“ მოსაჭრელად.

სპაგეტის კოვზი

არ იფიქროთ, რომ სპაგეტის კოვზის შუაში არსებული ნახვრეტი მხოლოდ წყლის ამოწურვისთვისაა განკუთვნილი.



ამ მოსახერხებელი ფუნქციის გარდა, მისი თავდაპირველი დანიშნულებაა პორციების გაზომვა. კოვზის პატარა წრით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ სიზუსტეში და პორციის თანაბარ ზომაში.

ხის დაფა

ბევრი სამზარეულოში ხის საჭრელ დაფას ამჯობინებს პლასტმასის დაფას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, როგორ გარეცხოს ის სწორად. ტენიანობას და სიცხეს შეუძლია ხე დაამახინჯოს, ამიტომ ეს დაფები არ უნდა გაირეცხოს ცხელი ონკანის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.



დაფის გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა ლიმონის და მარილის გამოყენება. მარილი აშორებს ჭუჭყს, ლიმონი კი ზედაპირს დეზინფექციას უკეთებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. ამ პროცედურის შემდეგ დაფა სუფთა ხელსახოცით გაწმინდეთ და არ დაგავიწყდეთ დროდადრო დაფის სპეციალური პროდუქტით დამუშავება.

საკვების ნარჩენების ბარიერი

ჭუჭყიან ჭურჭელს ჩვეულებრივ ცხელი წყლით ვრეცხავთ და ამ გზით ცხიმიან ლაქებს სწრაფად ვაშორებთ, მაგრამ თუ თქვენს ნიჟარას აქვს საკვების ნარჩენების ბარიერი, არ დაგავიწყდეთ, რომ წყლის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს სამზარეულოს ეს ხელსაწყო.



ცხელი წყლის ნაკადი საკვებ ნარჩენებს ადნობს და "ფაფად" აქცევს, შემდეგ კი ეს მასა იწყებს მილსადენში გადინებას და კედლებზე მიმაგრებას, რამაც შეიძლება დააზიანოს მილები. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ნარჩენებს ნიჟარაში ჩაყრით (თუმცა ეცადეთ ეს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში გააკეთოთ) გადაიყვანეთ წყლის წნევა ცივ რეჟიმზე, მართალია ის ვერ გაუმკლავდება ცხიმიანი კერძების ნარჩენებს, მაგრამ სამაგიეროდ თქვენი ნიჟარის მილები უსაფრთხო და დაცული იქნება.