
ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ იმას, რომ ინტელექტის გასაზომად სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად, IQ ტესტი. თუმცა, არსებობს ნაკლებად ცნობილი და მოულოდნელი ნიშნებიც, რომლებიც მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. როგორც უილიამ შექსპირი ამბობდა, „სულელს ჰგონია, რომ ჭკვიანია, ხოლო ჭკვიანმა იცის, რომ სულელია“.
წარმოგიდგენთ 7 მოულოდნელ ნიშანს, რომლებიც ამტკიცებს, რომ თქვენი გონებრივი მდგომარეობა საშუალოზე მაღალია:
1. ცისფერი თვალები მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცისფერთვალება ადამიანები უფრო კონცენტრირებულები და მონდომებულები არიან, აქვთ სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვის უნარი. თვალის ფერსა და ინტელექტს შორის კავშირი სრულად დამტკიცებული არაა, მაგრამ ეს კვლევა მართლაც საინტერესოა.
2. უფროსობის კანონი კვლევებმა აჩვენა, რომ უფროსი დედმამიშვილები, როგორც წესი, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ კოგნიტიურ ტესტებში, ვიდრე მათი უმცროსი და-ძმები. ისინი ასევე უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას კარიერაში და იკავებენ მაღალ თანამდებობებს.
3. საკუთარ თავთან საუბარი თუ ხმამაღლა ესაუბრებით საკუთარ თავს, ეს სიგიჟის ნიშანი სულაც არაა, არამედ გეხმარებათ უკეთ იაზროვნოთ. ასეთი საუბარი აუმჯობესებს კონცენტრაციას, რადგან ხმამაღლა ნათქვამი აზრები ააქტიურებს დამატებით სენსორულ არხებს და აძლიერებს კოგნიტიურ შესაძლებლობებს.
4. დიდი გუგები ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ გუგის საბაზისო ზომა ინტელექტზე მიუთითებს. კვლევების თანახმად, დიდგუგებიან ადამიანებს უფრო მაღალი ინტელექტის მაჩვენებლები აქვთ, მათ შორის, უკეთესი მეხსიერება და ყურადღების კონტროლი.
5. ბუ, და არა ტოროლა თუ ღამის ცხოვრების მოყვარული ხართ და თქვენი საუკეთესო აზრები გვიან ღამით გიჩნდებათ, შესაძლოა, ეს თქვენს მაღალ ინტელექტზე მიუთითებდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ.
6. შემოქმედებითი არეულობა არეულობა თქვენს მაგიდაზე უგულებელყოფის ნიშანი არ არის, არამედ კრეატიულობას უწყობს ხელს. თუ დიდ დროს არ ხარჯავთ დალაგებაზე, თქვენი გონება, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული. კვლევებმა დაადასტურა, რომ ქაოსში მუშაობა უფრო კრეატიულ აზროვნებას ასტიმულირებს.
7. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ტვინის მუშაობაზე. მცირე, მაგრამ საიმედო კვლევები ადასტურებს, რომ მუსიკა კოგნიტიურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს მთელი ცხოვრების მანძილზე.
თემები: ინტელექტი, ჭკვიანი ადამიანები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია