LIFE

Wizz Air “Locos”-ს წარადგენს — ავიაკომპანიის პირველი AI კამპანია ესპანეთში

Wizz Air “Locos”-ს წარადგენს — ავიაკომპანიის პირველი AI კამპანია ესპანეთში

The Liberty Guild-თან და Monks-თან პარტნიორობით, Wizz Air იწყებს თავის პირველ სრულად AI კამპანიას “Locos” („ცოტა შეშლილი”), რათა აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ხელმისაწვდომ ავიაბილეთებს წაახალისოს სპონტანური და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა. კამპანიის სახელია “Locos”, რომელიც ამავდროულად ჟღერს, როგორც “low-cost”.

AI ინსტრუმენტების გამოყენებით, კამპანია გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლდებიან რუტინისგან და სპონტანურად მოგზაურობენ. კამპანია სრულდება სლოგანით: “Low-cost მხოლოდ დაბალ ფასს არ აღნიშნავსეს აღნიშნავს გამბედაობას, მეტი იცხოვრო”.

პირველად როგორც The Liberty Guild-ისთვის, ისე Wizz Air-ისთვის, კამპანია განხორციელდა სრულად ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. Midjourney, Runway, Google’s Nano Banana, Topaz და Flux გამოიყენეს გამოსახულებების, მონტაჟის, დიზაინის, ქასთინგისა და თუნდაც დუბლირების შესაქმნელად, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და წარმოების დრო.

კამპანია წარმოადგენს Wizz Air-ის ერთ-ერთ უდიდეს მედია ინვესტიციას ესპანეთში. ის ხაზს უსვამს ავიაკომპანიის მზარდ პოზიციონირებას ესპანურ ბაზარზე, სადაც ახლა უკვე 126 მარშრუტი 28 დანიშნულების ადგილას 15 ქვეყნიდან ოპერირებს.

The Liberty Guild-მა, როგორც გლობალურმა ვირტუალურმა ქსელმა, თანამშრომლობა დაიწყო მრავალი ჯილდოს მფლობელ ესპანურ კრეატიულ სააგენტოსთან, რათა შეექმნათ Locos/Low-Cost კონცეფცია. ჩატარებულმა კვლევამ ჩამოაყალიბა კრეატიული მიმართულება, რაც უზრუნველყოფს კამპანიის კულტურულ აქტუალურობასა და ავიაკომპანიის ხელმისაწვდომობას მგზავრებისთვის.

სილვია მოსკერა გონსალესი, Wizz Air-ის კომერციული ოფიცერი ცენტრალური რეგიონისთვის:

“Locos აღიშნავს თავისუფლებას, სპონტანურობასა და ცხოვრების მხიარული მხარის აღმოჩენას. Low-cost მხოლოდ ფულის დაზოგვას არ ნიშნავს — ეს ნიშნავს თავისუფლებას მეტი გააკეთო და მეტი იცხოვრო. სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიყოთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წინა ხაზზე. მთლიანად AI კამპანიის გაკეთებაც სწორედ ამიტომ იყო ლოგიკური ნაბიჯი. ჩვენ გვიყვარს ეს კონცეფცია და ის, თუ როგორ გააცოცხლეს Monks-მა და The Liberty Guild-მა იგი. Let’s WIZZ!

ჯონ უილიამსი, The Liberty Guild-ის CEO და დამფუძნებელი:
„დღევანდელი მიდგომა AI-ის მიმართ ძირითადად ავტომატიზაციისკენაა მიმართული. ამ კამპანიით ჩვენ ახალი გზა ვიპოვეთ: როდესაც AI იძლევა სწრაფი, ეფექტური და ინოვაციური ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობას.”

თიმო ვან დერ ვლისი, Studio and Craft Operations-ის VP:
„ძალიან სახალისო იყო იმის გამოცდა, სად არის AI-ის შესაძლებლობების ზღვარი ამ კამპანიაში. კრეატიული იდეების ხელოვნური ინტელექტის უსასრულო შესაძლებლობებთან შერწყმამ მოგვცა საშუალება ნამდვილად გრანდიოზული სცენარები შეგვექმნა.”

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air- ოპერირებს 241 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air- გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air- განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდაწლის ავიაკომპანიად” ATA- მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air- აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლისგარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.