LIFE

რა უნდა გააკეთოთ პანიკური შეტევის დროს, რომ სწრაფად დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას

რა უნდა გააკეთოთ პანიკური შეტევის დროს, რომ სწრაფად დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას

თუ გრძნობთ გულისცემის აჩქარებას, კანკალს, ხრჩობის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, ტკივილს გულმკერდის არეში, სიკვდილის შიშს, სხეულში სიცხის ან სიცივის შეგრძნებას, ყურებში შუილს, გონების დაკარგვას, გაძლიერებულ ოფლიანობას, გულისრევას, დახრჩობის შეგრძნებას, დისკომფორტს მუცლისა და გულმკერდის არეში, თავბრუსხვევას, სუნთქვის გაძნელებას, პირის სიმშრალეს, სხეულის კანკალს, ტუალეტში წასვლის სურვილს, საკუთარი თავის არარეალურობის შეგრძნებას და სხვა, თქვენ მწვავე პანიკური შემოტევა გაქვთ.

TREND გიზიარებთ რჩევებს, როგორ მოიქცეთ პანიკის დროს:

ჩართეთ გონება

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს სამყაროს დასასრულია, მაგრამ თქვენი სხეული სტანდარტულ რეაქციებს და სიგნალებს ავლენს. დამიჯერეთ, უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის და თავს უკეთ იგრძნობთ, მაშინვე, თუ ტვინით ეცდებით საპირისპიროში დარწმუნებას.

განეწყვეთ პოზიტიურად

უთხარით საკუთარ თავს, რომ კარგად იქნებით და ამ ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. შეტევა მხოლოდ 20-30 წუთი გაგრძელდება, შესაძლოა ნაკლებიც.

შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები

ისუნთქეთ რაც შეიძლება ნელა და ღრმად. ცხვირით შეისუნთქეთ, პირით ამოისუნთქეთ. ხელი მუცელზე დაიდეთ, რომ დარწმუნდეთ, რომ ჰაერით ივსება (ამას დიაფრაგმული სუნთქვა ეწოდება). თუ სუნთქვა ზედაპირული და სწრაფია, თუ სხვა რამეზე ვერ ფიქრობთ, შესაძლოა ჰიპერვენტილაცია გქონდეთ და ნახშირორჟანგის დონე დაბალი იყოს, ამის ნორმალიზებისთვის, სუფთა ქაღალდის პარკში ჩაისუნთქეთ.

დაუბრუნდით რეალობას

არსებობს ორი შესანიშნავი გზა - პირველი, დახუჭეთ თვალები და ყურადღება სხეულზე გაამახვილეთ. ჯერ ფეხის თითები მოადუნეთ, შემდეგ ფეხები და გონებრივად უფრო მაღლა ასწიეთ, სანამ თავს არ მიაღწევთ. არ დაგავიწყდეთ სახის პატარა კუნთები - ქვედა ყბა, შუბლის კუნთი.

მეორე მეთოდს 5-4-3-2-1 ტექნიკა ეწოდება და გეხმარებათ სამყაროს ფოკუსირებაში. შეამჩნიეთ ხუთი რამ, რისი დანახვაც შეგიძლიათ, ოთხი რამ, რისი შეხებაც შეგიძლიათ, სამი ხმა, ორი სუნი და ერთი გემო.

და ბოლოს, შეტევის შემდეგ, სტრესის დონის შესამცირებლად, გარკვეული დრო საკუთარ თავს დაუთმეთ - მოამზადეთ ერთი ფინჯანი არომატული ჩაი, მიიღეთ შხაპი, მოეფერეთ თქვენს შინაურ ცხოველს, უყურეთ საინტერესო ფილმს, რომელსაც სასიამოვნო სიუჟეტი ექნება, მოდუნდით და დაიძინეთ, ან გაისეირნეთ ბუნებაში - ეს შესანიშნავი საშუალებაა დასამშვიდებლად და სუნთქვის აღსადგენად.