LIFE

რძალი და დედამთილი: როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები და შევინარჩუნოთ ოჯახური ჰარმონია“

რძალი და დედამთილი: როგორ დავიცვათ პირადი საზღვრები და შევინარჩუნოთ ოჯახური ჰარმონია“

დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია - როგორ დავადგინოთ სწორად პირადი საზღვრები და რა გავაკეთოთ, თუ ქმრის დედა მუდმივად გაკრიტიკებთ – ოჯახური თანაცხოვრების აქტუალური გამოწვევაა.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს როლების კლასიკური ოჯახური დაპირისპირებაა. როდესაც ახალი ფიგურა, ვაჟის ცოლი, შემოდის ურთიერთობების უკვე ჩამოყალიბებულ სისტემაში, ჩნდება წინააღმდეგობები.

დედამთილი მტკივნეულად გრძნობს კონკურენციას: უჩივის ყურადღების ნაკლებობას, გავლენების შემცირებას, ვაჟის ცხოვრებაში „ქალური როლის“ დასუსტებას. საქმე არ ეხება სიბრაზეს ან შურს, აქ საქმე ძალაუფლებისთვის ბრძოლაშია, რაც სრულიად ნაცნობი და გასაგებია.
რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მტკივნეულია ქორწინების პირველ წლებში, როდესაც ახალგაზრდა ქალი ცდილობს სხვებს ასიამოვნოს, მოერგოს და დაუკავშირდეს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ თქვენი ურთიერთობები არა სხვის აგებულზე, არამედ შექმნათ ახალი, სადაც მხოლოდ თქვენ და თქვენი ქმარი ხართ.

ოჯახებში, სადაც როლების გადანაწილება მტკივნეულად მიმდინარეობს, რძალს შეიძლება განუვითარდეს ქრონიკული დანაშაულის გრძნობა, შფოთვა, ან მტკივნეული სურვილი, იყოს „კარგი“. ქმართან ურთიერთობა კი რისკის ქვეშ დგება. ქმარიც თავის მხრივ რთულ მდგომარეობაშია - ერთ მხარესაა, ცოლი, რომელთანაც ის ახალ ოჯახს აშენებს, მეორე მხარეს კი დედა, რომელთანაც მას დიდი ხნის, ღრმა ემოციური კავშირი აქვს, რის გამოც შეიძლება არასოდეს დაიკავოს მკაფიო პოზიცია. შედეგად, კონფლიქტები გადაუჭრელი რჩება და რძალი მხარდაჭერის გარეშე რჩება. რა უნდა გააკეთოთ?

პირადი საზღვრების დაცვა

პირველ რიგში, აღიარეთ: თქვენ გაქვთ პირადი საზღვრების დაცვის უფლება. არავინ არის ვალდებული დააკმაყოფილოს სხვისი სტანდარტები, განსაკუთრებით თუ ეს სტანდარტები თქვენთვის მიუღებელია. მეორეც, გულახდილად ისაუბრეთ თქვენს ქმართან: „მტკივა, როცა მაკრიტიკებენ, თავს დამცირებულად ვგრძნობ, მჭირდება შენი მხარდაჭერა“- ეს არ არის საყვედური, არამედ დაცვის თხოვნაა.

ფსიქოლოგიური ჰიგიენა

შეზღუდეთ კომუნიკაცია. ეკონტაქტეთ ისე, რომ მაქსიმალურად დაიცვათ პირადი საზღვრები. ნუ გაიმართლებთ თავს მსგავსი ფრაზით: „გმადლობთ, ამას გავითვალისწინებ“, ნაკლები კომუნიკაცია უფრო ეფექტურად ანეიტრალებს კრიტიკას, ვიდრე ნებისმიერი ახსნა-განმარტება.

კომპრომისები

თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი მეუღლის დედას გსურთ „ნებისმიერ ფასად ასიამოვნოთ“, გრძნობთ შფოთვას და დანაშაულის გრძნობას, შესაძლოა ეს ბავშვობის ნეგატიური გამოცდილების დამსახურება იყოს.

მოიქეცით როგორც ზრდასრული ადამიანი: თქვენ არ ხართ ვალდებული იყოთ ყველასთვის მისაღები და მოსახერხებელი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რა პირობებით ვარ მზად კომუნიკაციისთვის?“ - ჩამოაყალიბეთ თქვენი პირობები და შესთავაზეთ, შესაძლოა ამით ბევრად მარტივად გაუმკლავდეთ ოჯახურ კონფლიქტებს.