სტილი

ყველაზე მდიდრული და დახვეწილი მანიკურის დიზაინი

ყველაზე მდიდრული და დახვეწილი მანიკურის დიზაინი

ძვირადღირებული მანიკური კეთდება არა მხოლოდ სწორი ჩრდილებით, არამედ კარგი ხარისხით. ელეგანტური მანიკურის იდეები არასოდეს გადის მოდიდან და ის ყოველთვის ითვლება სტილის მნიშვნელოვან დანამატად.

იმისათვის, რომ მანიკური იყოს ელეგანტური და ძვირფასი, მთავარია აირჩიოთ ჩრდილების სწორი პალიტრა.

გამჭვირვალე, რძისფერი და კრემისფერი ფერები არასოდეს გადავა მოდიდან - ამ ფერებში თქვენი ფრჩხილები ყოველთვის იდეალურად გამოიყურება თუნდაც ჩვეულებრივი ლაქით.

TREND გირჩევთ მანიკურის 5 ვარიანტს, რომელიც ყოველთვის ელეგანტურად და ძვირადღირებულად გამოიყურება.

რძისფერი მანიკური

რძისფერ ფერებში ნაზი და ქალური მანიკური მოუხდება ნებისმიერ სტილს და ღონისძიებას. იმისათვის, რომ საფარი უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდეს, აირჩიეთ გამჭვირვალე ლაქები ან ბაზები, რომლებიც არ დაფარავს ფრჩხილს სქელი ფენით. ასეთი ბაზა უფრო ჰაეროვნად და დახვეწილად გამოიყურება.

გამჭვირვალე მანიკური




გამჭვირვალე ლაქის დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ „მანიკურის გარეშე მანიკურის“ ეფექტი, როდესაც საფარი თითქმის შეუმჩნეველია ფრჩხილებზე. ამისთვის ასევე შესაფერისია გამჭვირვალე ბაზები. ხოლო თუ მკვრივ საფარს ანიჭებთ უპირატესობას, აირჩიეთ თბილი კრემისფერი ჩრდილები, რომელიც ზუსტად მოუხდება თქვენი კანის ფერს.

მიკრო-ფრანგული მანიკური



ამ სტილის თავისებურებაა ფრჩხილის თავისუფალ კიდესთან თხელი და ძალიან ვიწრო ხაზი. ასეთი მანიკური გამოიყურება ძვირი და ელეგანტური სახით და ის ბევრად უფრო მოხდენილია, ვიდრე ფრანგული მანიკურის ჩვეულებრივი ვერსია. დიზაინის საფუძვლად შეგიძლიათ აირჩიოთ გამჭვირვალე ბაზები ან ლაქები ფრჩხილის ფერში.

ვარდისფერი მანიკური



მინიმალისტური და ძვირადღირებული მანიკურის კიდევ ერთი ვარიანტია რბილი ვარდისფერი ტონი. ასეთი ჩრდილი ხაზს უსვამს თქვენი კანის ტონს, ის განსაკუთრებით მოხდენილი და ეფექტურია რუჯზე. გამჭვირვალე ვარდისფერი ლაქი ასევე კარგად ფარავს ფრჩხილის ფირფიტის ნაკლოვანებებს, რაც მას უფრო ჯანსაღ იერს სძენს.

მარგალიტის მანიკური

მარგალიტის ნაზი გამჭირვალე ან რძისფერი ფუძე მოეწონება მათ, ვისაც უკვე მობეზრდა ჩვეულებრივი, უბრალო მანიკური.



მარგალიტი აძლევს თქვენს ფრჩხილებს ელეგანტურ, დელიკატურ ბზინვარებას და ყოველთვის მდიდრულად გამოიყურება. სხვათა შორის, ასეთი დიზაინი უხდება როგორც გრძელ, ასევე მოკლე ფრჩხილებს.