აქციეთ თქვენი გარდერობი წარმატების ფორმულად - რჩევები საქმიან ქალბატონებს
- 20.02.2017
რა არის იმაზე პირადული, თუ არა იმ ნივთების უმრავლესობა, რაც გაგვაჩნია? პირადი ნივთებიდან, ყველაზე კარგად ჩვენს პიროვნებას ჩვენივე გარდერობი წარმოაჩენს, ამიტომ, თითქმის არ მეგულება ადამიანი, რომელიც პერიოდულად მის განახლებას არ ცდილობს!
თქვენ, ალბათ ფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებიც მუდამ კარგად გამოიყურებიან, რომლებიც ყოველდღიურად შესამჩნევად კარგად იცვამენ, უამრავ ფულს ხარჯავენ თავიანთი გარდერობის სრულყოფისთვის. თუმცა, მერწმუნეთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ადამიანების უმრავლესობა თავიანთ გარდერობს ინდივიდუალური სტილის განახლებისა და შთაგონებსთვის, პერიოდულად მხოლოდ აახლებს და ეს, შესაძლოა, სულაც არ იყოს დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.
TREND. შეეცადა, თქვენთვის შეეგროვებინა რამდენიმე რჩევა, რათა ყოველთვის გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ, ხოლო თქვენი ტანსაცმელი, მუსამ ტოვებდეს ძვირფასის შტაბეჭდილებას. მაშინაც, როცა ის, სულაც არ არის ძვირადღირებული. მიჰყევით ჩვენს რჩევებს და იყავით იმ ქალბატონთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ყოველ დღე საუკეთესოდ გამოიყურებიან!
1. მოირგეთ
მაშინ, როცა ყველამ კარგად იცის, რომელ მაღაზიას, როგორი კოლექცია აქვს, ეცადეთ, შეიძინოთ ტანსაცმელი არასეზონურ დროს და ფასდაკლებით. მაშინ, როცა მისი ჩაცმის დრო მოვა, იგი გამოჩნდება გაცილებით უცხო და არ იქნება ჩვეულებრივი. როგორც წესი, მაღაზიათა ქსელებს სეზონურად, ერთი და იმავე სტილის სამოსი შემოაქვთ. ამასთან, თქვენ გექნებათ დრო, კარგად მოირგოთ შეძენილი ნივთი, შეუხამოთ თქვენს გარდერობში არსებული ფეხსაცმელი და განსაკუთრებული და ძვირადღირებული იერი შესძინოთ.
2. ტანსაცმელი კარგად დააუთოვე
ყველამ ვიცით, რომ დრო ძვირფასია, განსაკუთრებით კი დილის დრო! შესაძლოა, ეს რჩევა დედების სიტყვებს ძალიან ჰგავს, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად მოვლილია ტანსაცმელი, რომელსაც ატარებ. კარგად დაუთოვებული ნებისმიერი ტანსაცმელი ახლად გამოიყურება, ამიტომ, ეცადეთ, გამონახოთ რამდენიმე წუთი დილაობით ან წინა ღამით და მოიწესრიგოთ ტანსაცმელი შემდეგი დღისთვის.
3. ატარე ოქროსფერი აქსესუარები
ნებისმიერ სტილზე, თუ ერთ ფერში გაცვიათ, შეგიძლიათ მოირგოთ ოქროსფერი სამკაული ან ჩანთა. ეს აქსესუარები ხდიან თქვენს ვიზუალს წარმოუდგენლად მდიდრულს და თქვენც არაფრით ჩამოუვარდებით გოგონას, მოდის ჟურნალის ყდიდან!
4. ერთი ფერი
ატარეთ კაბა ან ნებისმიერი ტანსაცმელი, მთლიან ფერში. მაგალითად, სულ თეთრში ან სულ შავ ფერში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფერის სამოსი, სხეულს ვიზუალურად საკმაოდ აგრძელებს, მონოქრომულში გადაწყვეტილი ტანისამოსი, ყოველთვის მთლიანის შთაბეჭდილებას ქმნის და გამოიყურება ძალიან შთამბეჭდავად.
5. ქამარი და ქუსლიანი ფეხსაცმელი
გამოიყენეთ ქამარი და ჩაიცვით თქვენი ქუსლიანი ფეხსაცმელი. ყველაზე რადიკალურ არჩევანს მაშინ ვაკეთებთ, როცა ძალიან მკაცრად და საქმიანად გამოვიყურებით. ქამრისა და ქუსლიანის წყალობით, ჩვენი ჩაცმულობა, საქმიანობის იმიჯს ნამდვილად შეგვიქმნის, თუმცა, ეს გადაწყვეტა, თავდაჯერებული და სექსუალური ქალების არჩევანი უფროა!
6. მკვეთრი ფერის ჩანთები
ყველაზე კარგი და ეფექტური პრიალა, მკვეთრი ფერის, ტყავის ჩანთებია. გააპრიალეთ თქვენი ფერადი ტყავის ჩანთა ტანის ლოსიონით და მოირგეთ მასინ, როცა ერთი ფერის სამოსში გამოეწყობით.
7. თმა და მაკიაჟი
ნებისმიერი სტილი, გაცილებით თვალისმომჭრელი ხდება მაშინ, როცა, მოწესრიგებულ ვრცხნილობას და კარგ მაკიაჟს გაიკეთებთ. წითელი პომადა, მოწესრიგებული და სუფთა კანი - ყველა ქალის სილამაზის გასაღებია!
8. პიჯაკი
გახსოვდეთ, კარგი პიჯაკი თქვენი საუკეთესო მეგობარია! მოირგეთ პიჯაკი, რაც საქმიანი და წარმატებული ქალების ყველაზე ძლიერი იარაღია! იგი უხდება, როგორც უბრალო ჯინსსა და მაისურს, ასევე კაბებსაც და სძენს მათ, წარმოუდგენელ დახვეწილობას!
9. ჯინსი
ჩაიცვი ნებისმიერი ჯინსი, რომელიც გაქვს! თუმცა, აქვე უნდა გითხრათ, რომ აუცილებლად მოირგეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი. დარწმუნდით, რომ შეინარჩუნებთ სილუეტს და კლასიკურ სტილს.
10. მოსაცმელი ყველა სეზონისთვის
შეიძინე ისეთი პალტო ან პლაში, რომელსაც ყველა სეზონზე გამოიყენებ! შეარჩიეთ ფერი, რომელიც მოუხდება ნებისმიერ სტილს! მერწმუნეთ, ეს შენაძენი გახდება თქვენი საყვარელი ნივთი გარდერობში და რაც მთავარია, საკმაოდ წარმატებული არჩევანი გამოგივათ!
11. მოუხდინე ფეხსაცმელს ჩანთა
როცა იმაზე იფიქრებთ, რომ თქვენი აქსესუარები გარეგნობას მოუხდინოთ, გახსოვდეთ, რომ ყველაზე კარგი არჩევანია, შეახამოთ ფეხსაცმლისა და ჩანთის ფერი. რაც შეეხება დანარჩენ ვიზუალურ ნაწილს, სწორად შეარჩიეთ მთლიანი სტილი, ამ შემთხვევაში კარგად დაფიქრება გმართებთ და არა შემთხვევითი არჩევანის გაკეთება!
12. მხოლოდ ლეოპარდის პრინტი
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პრინტის მქონე ტანსაცმლის გამოყენება ძალიან სარისკოა, რადგან მათ იშვიათად უხდება სხვადასხვა ფერის სამოსი. თუმცა, ეს არ ვრცელდება ლეოპარდის პრინტზე, ვინაიდან, იგი თითქმის ყველანაირ ტანსაცმელთან ძალიან მდიდრულად გამოიყურება და რაც მთავარია, ყოველთვის ტრენდულია!
თემები: საქმიანი ქალები, სტილი, როგორ ჩავიცვათ, ფეხსაცმელი, ტრენდი, ელეგანტურობა, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
harpersbazaar.com