თუ ის არ წერს, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის დაინტერესებული თქვენით. დაინტერესებული მამაკაცი ყოველთვის გამონახავს დროს მიმოწერისთვის. განვიხილოთ, რა შემთხვევაში და რატომ არ გწერთ მამაკაცი.
მას არ სურს ურთიერთობა
არ სურს, არ იცის როგორ, ან ეშინია. შესაძლოა ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა ან მან იგრძნო თქვენი განზრახვის სერიოზულობა. ან იგრძნო პასუხისმგებლობა, პრეტენზიები, მოთხოვნები, მას კი სიმსუბუქე სურს. ან მისთვის ეს ურთიერთობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. თუ კაცს არ სურს ოჯახი და დამატებით პასუხისმგებლობა, მაშინ შეიძლება ამ გზით თავად გადაწყვიტოს საკითხი საერთოდ გაწყვიტოს თქვენთან კავშირი.
ის არ არის დაინტერესებული
თითოეულ ჩვენგანს აქვს განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები ცხოვრებაზე. როდესაც ვინმეს ვხვდებით, თითოეულ ჩვენგანს აქვს მოლოდინები და ფანტაზიები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ურთიერთობა და როგორი ადამიანი იქნება ის, თუმცა, შედეგი შეიძლება არ იყოს ის, რასაც ველოდით. ამ შემთხვევაში მშვიდად წასვლა სიტუაციის კონფლიქტებისა და უსიამოვნო საუბრების გარეშე მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
არ არის თავდაჯერებული თქვენს გვერდით
თუ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, მეტი გამოიმუშაოთ, კარიერაში უფრო წარმატებული ხართ ასეთი ურთიერთობები კონკურენციას ჰგავს. მას ეჩვენება, რომ თქვენ გაქვთ დიდი მოთხოვნები, მაგრამ ის არ გრძნობს ძალას, რომ დააკმაყოფილოს ისინი.
მნიშვნელოვანია, მამაკაცმა თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად იგრძნოს. ასევე მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის თავი ძლიერად და წარმატებულად იგრძნოს. თუ ამ კონკურსში ქალი იმარჯვებს, ის სუსტ მდგომარეობაშია. წასვლა კი არის გზა უსიამოვნო ემოციებისგან თავის დაღწევისა და თვითშეფასების ამაღლებისთვის.
ის ვერ იღებს იმას, რაც სურს ურთიერთობისგან
თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი მოლოდინები და საჭიროებები ურთიერთობებისგან. ზოგს მხარდაჭერა უნდა, ზოგს მოვლა, ზოგს აღტაცება, ზოგს ვნება, ზოგს საუბარი. შესაძლოა ის რაღაცას არ იღებს, ან შესაძლოა რაღაცას ძალიან დიდი დოზით იღებს. საუბარია ერთმანეთისგან მოლოდინების მორგებაზე და ურთიერთობის ფორმატზე. მამაკაცები როდესაც წყვილს შორის რაიმე გაუგებრობა დგება, მამაკაცი, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ სჩვევია, ჩუმად არის ხოლმე, ამ შემთხვევაში დუმილი არის დაცვა და კონფლიქტის „მოგვარების“ გზა.
მის ცხოვრებაში არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი
ეს შეიძლება იყოს სამსახური, მშობლების ოჯახი, მეგობრები, ბავშვები, სხვა ქალი, ჰობი ან გართობა. ალბათ არც ისე მნიშვნელოვანია კონკრეტულად რა. მთავარი ის არის, რომ ეს მას უფრო ატყვევებს.
ურთიერთობები ორმაგია: ერთის მხრივ არის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, მეორეს მხრივ შიშები, ეჭვები. ურთიერთობა გაგრძელდება თუ არა, იმის ნიშანია, რომელმა მხარემ გაიმარჯვა. თუ ადამიანი დუმს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეტი ეჭვი, შიში ან უხერხულობაა.
დუმილი ხომ თავისთავად რაღაცის თქმაა. თუ საკმარისად ძლიერი ხართ, შეგიძლიათ სცადოთ ისაუბროთ საკუთარ თავზე და ერთად ისწავლოთ, მაგრამ ამისთვის ორივე მხარის სურვილია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი ლაპარაკი, არამედ სხვისი მოსმენაც.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები