SEX

ტესტი - როგორია თქვენი ეროტიკული არქეტიპი

ტესტი - როგორია თქვენი ეროტიკული არქეტიპი

თქვენ შეგიძლიათ სიყვარული, მაგრამ საინტერესოა როგორი სიყვარული იცით. შეხედეთ ამ სურათებს და უყოყმანოდ აირჩიეთ ერთ-ერთი. არ არის გამორიცხული, საკუთარ თავზე ბევრი ახალი რამ გაიგოთ.


თავისუფალი მოხეტიალე - ლურჯი ფონი

თავისუფლება, თამაში, შთაგონება - ასე შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი ეროტიკული კონცეფცია. სექსში ახალი ემოციები და შეგრძნებები გიჩნდებათ, ვერ იტანთ რუტინულ ან ზედმეტად „მონდომებულ“ პარტნიორებს. სენსიტიური და მგრძნობიარე ხართ, გიყვართ სიურპრიზები და გსიამოვნებთ თქვენი ფანტაზიით თამაში.

მოძველებული, გატკეპნილი და დაგეგმილი ინტიმური ცხოვრება არ არის თქვენი ინტერესის ობიექტი: მოგწონთ კვლევა, ცდა, სიახლეების აღმოჩენა. შესაძლოა დაუფიქრებლად დაშორდეთ ისეთ პარტნიორს, ვისთანაც სექსი აღარ გაინტერესებთ. თქვენს სურვილს არ სჭირდება ფსევდორომანტიკული „დეკორაციები“ - თქვენ იცით, ვინ გსურთ და იღებთ იმპულსებს ყოველგვარი უხერხულობისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.



სექსი თქვენთვის კრეატიულია, სიხარულით და ენერგიით სავსე; პარტნიორი კი, რომელიც ზედმეტად პასიური ან ერთფეროვანია, დიდ ხანს ვერ ჩერდება თქვენთან.

მეომარი - ვარდისფერი ფონი

მკაფიო მიზანი, კრეატიულობა და აგრესიის ჯანსაღი დოზა - ეს არის თქვენი ეროტიკული კოქტეილის რეცეპტი. ფანტაზიებში სიამოვნებით ქმნით სცენარებს, რომლებიც თქვენი განწყობისა და გარემოებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ პარტნიორს გაუზიაროთ; ეს არის თქვენი პირადი სექსუალური ენერგიის ამოუწურავი წყარო.



თქვენს გვერდით არ არის ადგილი ფანტაზიისგან სრულიად დაცლილი პარტნიორისთვის. როგორც წესი, თქვენ გირჩევნიათ დაპყრობა, ვიდრე მოტყუება, ნადირობა, ვიდრე ფლირტი. თუმცა, თქვენ არ იტყვით უარს მტაცებლის როლზე - რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ თქვენ თავად მიგაჩნიათ თქვენი პარტნიორი მონადირის როლის ღირსად. თქვენთვის სექსუალობა არის კიდევ ერთი გზა, რათა ენთუზიაზმით გამოსცადოთ თქვენი ძლიერი მხარეები ურთიერთობაში.

პრინცესა - ყვითელი ფონი

თქვენს არაცნობიერში სიყვარული და ეროტიკული გამოსახულებები ერთმანეთშია არეული და ერთ მთლიანობას ქმნის. თქვენთვის სექსუალობა სიყვარულის ერთ-ერთი კომპონენტია; ვერ წარმოგიდგენიათ სექსი გრძნობების გარეშე. ეს ასევე ცხადყოფს, თუ რატომ უყვარხართ ასე მარტივად.
თქვენი ეროტიკული პორტრეტი არის მოჯადოებული პრინცესა, რომელიც ელოდება კოცნას, უდანაშაულო გოგონა გამოცდილი პარტნიორის ძიებაში, რომელიც დაეხმარება მას ვნებების გახსნაში.



საბოლოო სიამოვნებაზე მეტად აფასებთ თავდაპირველ სურვილს და ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ის მამაკაცში გააღვიძოთ. თქვენი ინტუიცია ყოველთვის გეტყვით, როგორ დაკარგოთ თავი.

დედამიწის ქალიშვილი - მწვანე ფონი

ვნებამორეულობა, სენსიტიურობა, კომფორტი - ეს არის თქვენი ეროტიკული ჰარმონიის საყრდენი. სურვილსა და სიამოვნებას შორის წონასწორობის საპოვნელად, თქვენ იყენებთ არა ფანტაზიებს, არამედ ხუთივე გრძნობას და საკუთარი სხეულის კარგ ცოდნას. თქვენ ენდობით გრძნობებსა და ინსტინქტებს - და გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს სწორი არჩევანია. ამ თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებთ თქვენს მსგავს პარტნიორებს - სენსიტიურ და ცხოვრებისადმი გურმანული დამოკიდებულებისას.

სექსუალობა თქვენთვის ის სფეროა, სადაც შეგიძლიათ გულუხვად გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები და ერთად დატკბეთ სიამოვნებით. რთული აზრები, ანალიზი და გამოთვლები საერთოდ არ შთაგაგონებთ - პირიქით, მათ შეიძლება დაგაბნიოთ - გიმყვართ სიცხადე და პირდაპირობა.