უმეტესობა ჩვენგანი სექსს სიამოვნების წყაროდ თვლის და ძნელად წარმოუდგენია საკუთარი თავი ისეთ სიტუაციაში, როდესაც პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაზე უარი თქვას სექსის შიშით. თუმცა, ხდება ისეც, რომ პოზიტიური ემოციები და ინტიმური ურთიერთობა ყოველთვის არ ერწყმის ერთმანეთს.
სამედიცინო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინტიმური ურთიერთობის შიში საკმაოდ გავრცელებული გადახრაა, რომელსაც არაერთი კონკრეტული მიზეზი აქვს.
სექსის შიში - „ეროტოფობია“
"ეროტოფობია" ბერძნული სიტყვებისგან: "eros", მიმზიდველობა და "phobos", შიში წარმოქმნილი სიტყვაა, რაც უფრო ზუსტად „სექსუალური ვნების შიშს“ ნიშნავს.
ეროტოფობია არის პანიკური შიში ყველაფრის მიმართ, რაც სექსუალურ აქტივობას უკავშირდება. ეროტოფობიით შეპყრობილ ადამიანს უყალიბდება უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ნებისმიერი ეროტიკული ატრიბუტის მიმართ; მაგალითად, მკვეთრად ნეგატიური ემოციები შეიძლება წარმოიშვას მაქმანებიანი თეთრეულის, ადამიანების კოცნის გამოსახულებებზე, თუნდაც საპირისპირო სქესის უმნიშვნელო ფლირტის გამოვლენისას.
ეროტოფობიის გამოვლინებები
ეროტოფობია სექსუალურ დისფუნქციად ითვლება. მას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგს პანიკური შეტევები აწუხებს, ზოგს სწრაფი სუნთქვა, ოფლიანობა და ზოგადი დეპრესიაც სექსუალური სცენების ნახვის ან წარმოსახვისას. ასეთი ლტოლვის დარღვევა შეიძლება მოხდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, თუმცა ქალები მეტად მგრძნობიარენი არიან მსგავსი საკითხების მიმართ.
როგორ ყალიბდება სექსის შიში
ამ საქმეში „დამნაშავე“ ხშირად მშობლები არიან. ისინი ცდილობენ თავიდან ააცილონ შვილებს სექსუალური განათლების ადრე დაწყება და არასასურველი შედეგები, შთააგონებენ მათ, რომ სექსი ვულგარულია, რომ მხოლოდ გარყვნილი, უღირსი ადამიანები იღებენ სიამოვნებას და რომ "წესიერ" ადამიანებს სექსი მხოლოდ გამრავლებისთვის სჭირდებათ - ე. წ. სექსუალური განათლება არის ის, რომელსაც ხშირად ზედმეტად, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას უფროსები. ორივე შემთხვევა იწვევს სექსის არაადეკვატურ აღქმას და უარყოფით შედეგებს.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პირობები, რომელშიც მოხდა პირველი სქესობრივი კავშირის გამოცდილება, განსაკუთრებით ქალებისთვის - უხეში, ძალადობრივი კონტაქტი და შეუსაბამო გარემო შეიძლება გახდეს უკიდურესად ნეგატიური აღქმის საფუძველი სექსთან დაკავშირებული საკითხისადმი.
ასე რომ, ანდროგენების ნაკლებობით, ლიბიდოს სრული ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს, მათ შორის სექსუალური კონტაქტისადმი ზიზღი; ხოლო ესტროგენის დეფიციტი იწვევს ძლიერ სიმშრალეს და ქალის სასქესო ორგანოების მგრძნობელობის ცვლილებას, რაც იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ გამოხატულს. შედეგად, ქალი იწყებს სქესობრივი კავშირისგან თავის არიდებას, რადგან განიცდის ტკივილის შიშს.
ესთეტიკის საკითხი
ამჟამად ბევრი ქალი განიცდის სერიოზულ დისკომფორტს საკუთარი არასრულყოფილების გამო, მათ შორის ინტიმურ ზონაში, გარეთა სასქესო ორგანოების ზომა და ფორმა, მათი ცვლილებები მშობიარობის შემდეგ, ოპერაციების შემდეგ და ასაკთან ერთად, შეიძლება გახდეს კომპლექსების მიზეზი, რაც იწვევს სქესობრივი აქტის თავიდან აცილებას. თუ ეს პრობლემები ფსიქოლოგიური ან ქირურგიული კორექციის დახმარებით არ მოგვარდება, მათ ფონზე შესაძლოა ეროტოფობია განვითარდეს.
კულტურული გარემო
შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ეროტოფობიასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ კულტურა აყალიბებს ფსიქიკას და აზროვნებას ბავშვობიდან. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ რელიგიასა და საზოგადოებაში (თანამედროვე ლიბერალიზებულ სამყაროშიც) ჭარბობს ნეგატიური დამოკიდებულება სქესობრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება გამრავლებას; ასეთი საზოგადოებების წევრებს აქვთ სექსუალური მიმღებლობის საკმაოდ ვიწრო დიაპაზონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი სოციალური ჯგუფების წევრებს უვითარდებათ ფობია, მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება სხვა კულტურაში სექსის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებით, ეროტოფობიის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.
როგორ გავუმკლავდეთ ეროტოფობიას
ეროტოფობია არის ისეთი ფენომენი, რომელიც უამრავი კომპლექსის ნაზავია, ამიტომ თუ ატყობთ რომ სექსის გაგებაზე, შიში გეუფლებათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. თუ დანამდვილებით იცით, რომ თქვენი მდგომარეობა დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, რომელსაც ენდობით, რომელთანაც თავს კომფორტულად და დაცულად იგრძნობთ და ვინც დაგეხმარებათ ერთად დაამარცხოთ ეს გამოწვევა.
თემები: სიყვარული და სექსი