შუახნის კრიზისი ქალებში - 7 ნიშანი და 6 რჩევა, როგორ დავძლიოთ იგი დანაკარგების გარეშე
- 03.11.2024
რა ასაკში უდგებათ ქალებს ყველაზე სერიოზული ცხოვრებისეული კრიზისი, როგორ განვასხვაოთ ის ცუდი განწყობისგან და როგორ ვმართოთ კრიზისი ჩვენს სასარგებლოდ?
შუახნის კრიზისი უსიამოვნო, ნერვული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს არის გზა ახალი ცხოვრებისკენ - როგორც ვიწრო და სახიფათო ხეობა მთაში ორ ლამაზ ველს შორის, თქვენ არ შეგიძლიათ შემობრუნდეთ ან მიატოვოთ ეს გზა, მაგრამ შეგიძლიათ უფრო კომფორტული გახადოთ მარტივი რჩევების დახმარებით და თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია: „ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სამყაროს."
შუახნის კრიზისი, როგორც მას სხვანაირად ეგზისტენციალურ კრიზისსაც უწოდებენ, ქალებს 35-50 წლის ასაკში ეუფლებათ. ამ დროისთვის ყველა ქალს უკვე მეტ-ნაკლებად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს: განათლება, მოგზაურობა, მეგობრები, სამსახური, ჯანმრთელობა, ოჯახი, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რომანტიკული ურთიერთობები. ანუ, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება, რომლითაც შეგიძლიათ განსაჯოთ წარმატება თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში.
ქალის შუახნის კრიზისი არის გრძელვადიანი პროცესი, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იბადება კითხვები წარსულისა და მომავლის შესახებ, საკუთარი თავით და სხვებით უკმაყოფილება, მოგონებები გამარჯვებებისა და წაგების შესახებ, აუხდენელი ოცნებები და სურვილები და ესენია:
უკმაყოფილება
განცდა, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი არასწორი და უაზროა, ხშირად თან ახლავს შუახნის კრიზისს. ქალები ამას ხშირად პარტნიორებს აბრალებენ; მათგან ხშირად გაიგებთ მსგავს ფრაზას:“რატომ დავთანხმდი ამას 15 წლის წინ?“, „მე საერთოდ არ მინდოდა ამის გაკეთება“ და მისთანანი.
ხშირია შემთხვევები, როცა ქალებს ასაკის მატებასთან ერთად არ მოსწონთ საკუთარი სიბერეშეპარული სახის კანი, ფერი, სიმკვრივე, ნაოჭები, შეცვლილი ფიგურა, მათ იპყრობთ შფოთვა და აქვთ განცდა, რომ ეს არც მათი სხეულია და არც მათი სახე.
გაღიზიანება
შუა ხნის ქალებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათ სხვები განზრახ უგულებელყოფენ, ან თუნდაც ზიანს აყენებენ, მათი რეაქცია ამ ქმედებებზე ვლინდება გაღიზიანებაში და ხშირად აგრესიულ რეაქციაშიც წვრილმანი მიზეზების გამო. გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა უმნიშვნელო წვრილმანებმა, როგორიცაა ბავშვის მიერ გატეხილი ჭიქა, მეუღლის მიერ შეუსრულებელი დავალება, კოლეგის ეჭვნარევი მზერა შეხვედრის დროს, ნელი რიგი მაღაზიაში და ა.შ.
დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან
მუდმივი უკმაყოფილების და გაღიზიანების გამო, ქალებს ახლობლებთან ურთიერთობა უფუჭდებათ, ამის გამო ხშირად სადილის მაგიდასთან გაუთავებელი რეპლიკები ისმის ან, პირიქით, სამარისებური სიჩუმე დგება - ქალებს, რომელთაც ეგზისტენციალური კრიზისი აწუხებთ, გაურბიან ოჯახის წევრებთან საუბარს და საკუთარ თავში იკეტებიან.
წარსულის ნოსტალგია
თუ ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობენ, მაშინ მეხსიერება ცდილობს დაეხმაროს მათ წარსულის მოგონებებით, რათა სადმე მაინც იგრძნონ თავი დაცულად და კომფორტულად. ეს მოგონებები შეიძლება დაეხმაროს შუახნის ქალს გამოაფხიზლოს და გაუჩინოს სურვილი შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.
გლობალური ცვლილები
თქვენი გარდერობის, ცხოვრების წესის შეცვლის, რემონტის დაწყების, ქალაქგარეთ გადასვლის ან თუნდაც სხვა ქვეყანაში გადასვლის მკვეთრი სურვილი, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ, შეიძლება მიუთითებდეს შუახნის კრიზისზე და ეს სწორი ნაბიჯიც არის ამ კრიზისისგან თავის დაღწევისა.
ისტერიული შოპინგი
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, დავიწყებული ოცნებებისა და სურვილების განცდამ შეიძლება გამოიწვიოს მაღაზიებში სპონტანური სიარული და ქაოსური შოპინგი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფინანსები ახლა ამ ოცნებების რეალიზების საშუალებას მეტად იძლევა.
გარეგნობის შეცვლა
ბევრი ქალი წუხს განვლილი წლების და სილამაზის გამო, ამიტომაც ავტომატურად ჩნდება საკუთარი თავის გაუმჯობესების სურვილი: ფილერები, ოპერაციები, დიეტა, საკვები დანამატების და მედიკამენტების მიღება, ვარცხნილობისა და თმის ფერის შეცვლა. ყველაფერი იმისთვის, რომ დროებით მაინც დაიბრუნონ მიმზიდველობისა და სასურველობის განცდა.
როგორ გადარჩება ქალი შუახნის კრიზისს?
იარეთ ბუნებაში. შუახნის კრიზისი ზრდის შფოთვის დონეს, სიარული კი ანელებს ტემპს, გაძლევთ დროსა და ადგილს მზარდი გრძნობების ჰარმონიული ცხოვრებისთვის.
დაკავდით სპორტით. კარგია, თუ უკვე აკეთებთ იოგას ან პილატესს.
დღეში მინიმუმ 6 წუთი დაუთმეთ საკუთარ თავს - ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავა მყუდრო კაფეში, უბრალოდ პარკში სკამზე ჯდომა, თქვენი საყვარელი მელოდია მანქანაში სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, საყიდლებზე გასვლა ან სილამაზის სალონის სტუმრობა.
მეტი კომუნიკაცია პოზიტიურ ადამიანებთან, რომლებსაც აღიქვამთ საიმედოდ და უსაფრთხოდ, ვინც გამშვიდებთ და აბალანსებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას.
და ბოლოს, ნებისმიერი კრიზისი ზრდის გზაა. შუახნის კრიზისი საშუალებას აძლევს ქალს გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ღირებულებები, დაისახოს ახალი მიზნები და მოემზადოს მათ მისაღწევად წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია