ჰოროსკოპი

როგორ აღაგზნოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში

როგორ აღაგზნოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში

ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის სექსი მხოლოდ სექსია, ზოგს კი განსაკუთრებული და ფაქიზი მიდგომა სჭირდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პლანეტაზე, რომელიც მართავს ნიშანს და, რა თქმა უნდა, იმ ენერგიაზე, რომელიც მას ან ვნებიანს და იმპულსურს ხდის, ან ნაზს და მორცხვს.

TREND გეტყვით, როგორ აღაგზნოთ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში.

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ვერძს მარსი მართავს - ყველაზე იმპულსური და ვნებიანი პლანეტა, რომელსაც უყვარს რისკზე წასვლა. ამიტომ, მას მოსწონს სწრაფი პრელუდია რომელიმე შეუფერებელ ადგილას: მაგალითად, წვეულებაზე ან თუნდაც თვითმფრინავის საპირფარეშოში. ექსტრემალური და განსხვავებული მდგომარეობები მას კიდევ უფრო მეტად აღაგზნებს და პარტნიორს დაუვიწყარ წუთებს ჩუქნის.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

კურო ყველაფერზე მეტად აფასებს კომფორტს და სიმშვიდეს და ეს ვრცელდება მის ინტიმურ ცხოვრებაზეც. კუროს აღგზნების მიზნით, მოერიდეთ უეცარ მოძრაობებს, შეცვალეთ ისინი ხანგრძლივი მასაჟით არომატული ზეთით, ჩახუტებით ან შეხებით. ზოგადად, კუროებს არ უყვართ უხეშობა, მათ აღაგზნებთ ნაზი, ვნებიანი და მშვიდი მოძრაობები. თუ მასთან სექსით უნდა დაკავდეთ, გირჩევთ, წინასწარ შეარჩიოთ მყუდრო და კომფორტული გარემო, კუროსთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპები არის ნიშანი, რომელიც სექსშიც კი ხელმძღვანელობს გონებით. ასე რომ, თუ გსურთ მისი აღგზნება, ესაუბრეთ მას ინტიმურ თემებზე, გააკეთეთ ცალსახა მინიშნებები და გულწრფელი კომპლიმენტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტყუპებისადმი თქვენი აღფრთოვანება აჩვენეთ სიტყვებით და არა მხოლოდ საქმით.

კიბო (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბებს სექსუალური ლტოლვა მაშინ უტევთ, როცა გრძნობენ, რომ შეუძლიათ პარტნიორს ენდონ. კერძოდ, თუ ის აღიარებს თავის სიყვარულს და ერთგულებას და ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად აფასებს საპირისპირო სქესის სათნო თვისებებს. სამწუხაროდ, მხოლოდ კოცნა ან სექსზე საუბარი აქ არ დაგვეხმარება - თუ გსურთ აღაგზნოთ კირჩხიბი, აჩუქოთ მას თქვენი გული.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომებს მზე მართავს და ამიტომ, როგორც ცხოვრებაში, ასევე საწოლშიც, მათ სურთ იყვნენ მთავარი მნათობები.
თუ გსურთ ლომის აღფრთოვანება და აღგზნება, აავსეთ ის კომპლიმენტებით, ხაზი გაუსვით მის უნიკალურობას და დაუდასტურეთ, თუ რამდენად გაგიმართლათ, რომ გვერდით გყავთ ის, მსგავსი მიდგომა ყველაზე მეტად აღაგზნებს და თავს აკარგვინებს ლომს. ასევე, არ დაივიწყოთ თვალით კონტაქტი – ოდნავი ყურადღების მოდუნებაც და ლომს დაკარგავთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ეს არის ნიშანი, რომელსაც მართავს პლანეტა მერკური, რომელიც პასუხისმგებელია გონებაზე. ქალწულის აღფრთოვანება მხოლოდ ცხოვრებისა და ფილოსოფიის შესახებ ხანგრძლივი და გულწრფელი საუბრების შემდეგ შეიძლება მოახერხოთ. თუ ქალწული გაგრძნობინებთ, რომ საინტერესო თანამოსაუბრე ხართ, რომელიც მზად არის მასთან განიხილოს ნებისმიერი თემა, ჩათვალეთ ის თქვენით მოხიბლული და აღგზნებულია და არც სექსზე გეტყვით უარს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

ცხოვრებაში სასწორები საკმაოდ უდარდელები არიან, მაგრამ საწოლში მათ სპეციფიკა სჭირდებათ. მათ სექსამდე თავში ათასი კითხვა უტრიალებთ: სად არის პრეზერვატივი? რა პოზიციებზე იქნება ინტიმური ურთიერთობა? რა სურს პარტნიორს? ამიტომ, თუ გსურთ სასწორთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ნათლად დაადგინეთ, რას მოელით სექსისგან და როგორ წარმოგიდგენიათ ის.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელები მართავენ სექსისა და საიდუმლოების მერვე სახლს, ამიტომ მათ ინტიმურ ცხოვრებაში ტოლი ნამდვილად არ ჰყავთ. რომანტიკული შეყვარება და ნაზი ჩახუტება მათთვის ნამდვილად არ არის საკმარისი.
თუ გსურთ მორიელის მოხიბვლა, შესთავაზეთ ექსპერიმენტები: შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსტიუმები, ნიღბები, სათამაშოები და ა.შ. ასევე გახსოვდეთ, მორიელებს უყვართ დომინირება და მზად იყავით დაემორჩილოთ მათ, სანაცვლოდ ისინი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნის შემთხვევაში წესი მარტივია – თუ ნიშნის აღგზნება გსურთ, უბრალოდ შიშველი იარეთ მის წინ. სექსამდე ფაზაში მშვილდოსანს აღაგზნებს შინაგანი და გარეგანი თავისუფლება და საზღვრების არარსებობა. თუ ისინი ხედავენ პარტნიორს, რომელიც ღიაა მათთვის სულით და სხეულით, სურთ მას შეუერთდნენ და დაიპყრონ. თუ პარტნიორად მშვილდოსანს აირჩევთ, წესად აქციოთ კვირაში ერთი დღე შიშველი, ან მინიმუმ, გამომწვევი ტანსაცმლით იაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქას, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრების, სექსის სრულყოფილებამდე მიყვანა ხიბლავს. ნიშანს აღაფრთოვანებს სრული ურთიერთგაგება: თუ მან რაიმე გააკეთა თქვენთვის საწოლში, მაშინ თქვენ უნდა უპასუხოთ იგივე ემოციით და აღფრთოვანებით, მაგრამ თუ პასიური პარტნიორი ხართ, რომელიც ინიციატივას არ იღებს, თხის რქა იფიქრებს, რომ თქვენზე ენერგიას ამაოდ ხარჯავს. გარდა ამისა, თხის რქებს ურჩევნიათ იცოდნენ კონკრეტულად რა სურს მათ პარტნიორს და იმუშაონ მისთვის.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყულები არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და ახალი იდეების მეფეები არიან. ამიტომ, მათი აღფრთოვანება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულ ბილიკებს არ მიჰყვებით. კერძოდ: შესთავაზეთ სექსის ახალი პოზა, წაიყვანეთ წვეულებაზე, ან გააკეთეთ რაიმე ინოვაციური აქტის დროს. არასოდეს შეხედოთ ნიშნის სექსუალურ ფანტაზიებს ზიზღით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენს მიმართ ნდობას დაკარგავს და საერთოდ უარს იტყვის თქვენთან სექსზე.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებს მართავს ნეპტუნი, შემოქმედების და ფანტაზიის პლანეტა. ამიტომ, ნიშნის აღგზნებისთვის, უჩვეულო ხერხის მოფიქრება მოგიწევთ. მაგალითად: დაურეკეთ პარტნიორს სხვა ნომრიდან, დანიშნეთ შეხვედრა ატმოსფერულ ბარში და მოეჩვენეთ, თითქოს პირველად ხედავთ ერთმანეთს. ზოგადად, მთავარია, ბანალურ გზებს არ გაჰყვეთ, გამოიჩინეთ ინოვაციებით დაინტერესება და თევზი აუცილებლად მოინუსხება თქვენით, მათ უყვართ ყვავილები და ხანგრძლივი და სექსუალური კოცნა.