LIFE

8 ნიშანი იმის შესახებ, რომ დროა, მეგობარს დაემშვიდობო (ამის გაკეთება ძალიანაც რომ გეძნელებოდეს)

8 ნიშანი იმის შესახებ, რომ დროა, მეგობარს დაემშვიდობო (ამის გაკეთება ძალიანაც რომ გეძნელებოდეს)

როდესაც საქმე მეგობართან განშორებას ეხება, ადამიანი ემოციური თვალსაზრისით აიწონა-დაიწონას შეიძლება შევადაროთ. თუმცა, თუ სენტიმენტებს არ აჰყვები და აზრებს ლოგიკურად დაალაგებ, მიხვდები, რომ ურთიერთობის გაწყვეტა ყველაზე ჯანსაღი არჩევანია. ახალი ნაცნობების შეძენა ცხოვრებაში ბუნებრივი პროცესია, მეგობრობა კი მხოლოდ რჩეულებთან ყალიბდება. რამდენადაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ადამიანების არჩევას, რომლებიც შემდეგ ახლოს უნდა მოვუშვათ და მჭიდრო კონტაქტი დავამყაროთ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სასწრაფოდ უნდა შეგვეძლოს განშორება მათთან, ვინც წინსვლაში ხელს გვიშლის — ამაში სამარცხვინო არაფერია.

ადამიანები იცვლებიან და შეიძლება, უეცრად შენ და შენმა მეგობარმა აღმოაჩინოთ, რომ არანაირი გადაკვეთის წერტილი აღარ გაქვთ. ნუ გექნება ილუზია, რომ მეგობრები მთელი ცხოვრება ერთად უნდა დარჩნენ, თუ ხედავ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან შერიგება, ან, უბრალოდ, ურთიერთობა შეუძლებელია. სასურველია, ხანდახან საკუთარ გრძელვადიან ბედნიერებაზეც იფიქრო და სოციალური წრე მაქსიმალურად გაფილტრო. რთულია, როდესაც აცნობიერებ, რომ მეგობრობა უარესისკენ იცვლება, მაგრამ მისი ხელოვნური შენარჩუნებით ტკივილს კიდევ უფრო გააღვებ.

მოკლედ, თუ შენი და მეგობრის ურთიერთობა რომელიმე ამ სიტუაციას მოიცავს, სავარაუდოდ, დროა, თქვენი გზები გაიყაროს:

1. ურთიერთობა ცალმხრივი გახდა

თუ ხედავ, რომ მეგობარს ძირითადად შენ ეკონტაქტები, იმის მიმანიშნებელია, რომ სათანადოდ არ გაფასებს. თანაც, ამ დროს დრამატულად კარგავ თვითშეფასებას. მით უმეტეს, თუ ამის შესახებ მასთან საუბრისას უკვე აღნიშნე და მისი მხრიდან ქცევის არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავ, უბრალოდ, თავის გზაზე გაუშვი.

2. ურთიერთობაში მანიპულირება და კონტროლი იჩენს თავს

შეეცადე, თქვენ ურთიერთობას „გარედან“ შეხედო: თუ აღმოაჩენ, რომ ბუნებრივად არ იქცევი და „შენ შენ არ ხარ“, ჩათვალე, არაჯანსაღი სიტუაციის გაღვივება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ხომ არ მანიპულირებთ ერთმანეთით? თუ ასეა, რა არის ამის მიზეზი? ნამდვილი მეგობრობა ხომ ხასიათის სიღრმის გაზიარებას ემყარება და არა ერთმანეთის ექსპლუატაციას. თუ მსგავს სიტუაციაში ხარ, გირჩევთ, ამ ურთიერთობაზე კარგად დაფიქრდე.

3. ხვდები, რომ მის გუნდში ჩათრეული ხარ

მეგობრის გარემოცვაში ყოფნისას, თავს დამნაშავედ ხომ არ გრძნობ? ან, უბრალოდ, ხომ არ აცნობიერებ, რომ სხვადასხვა სტილის ადამიანები ხართ? თუ მისი ხასიათი ან ქცევა სადავოა, გახსოვდეს, რომ ეს შენ პიროვნებაზეც აუცილებლად აისახება. თუ ის და მისი წრის წარმომადგენლები რეგულარულად ბულინგს და სხვა ცუდ თვისებებს ავლენენ, შესაძლებელია, ხალხმა შენც მოძალადედ მიგიჩნიოს. ან, უარეს შემთხვევაში, ეს თვისებები მართლაც გადმოგედოს! როდესაც ადამიანების გარკვეულ წრესთან ერთიანდები და მათთან ასოცირებული ხდები, ფრთხილად უნდა იყო, რადგან ცუდი თვისებები განსაკუთრებულად იოლად გადამდებია.

4. თქვენ შორის შურის და შეჯიბრის გრძნობაა

ურთიერთობა მართლაც ჩიხშია შესული, თუ აცნობიერებ, რომ შენ და შენი მეგობარი ერთმანეთს მუდმივად ეჯიბრებით ან ერთმანეთის წარმატება გწყინთ. როდესაც გსურს, ადამიანს მუდმივად რამე დაუმტკიცო, ეს კომფორტულის ნაცვლად, საკმაოდ დამღლელია.

გახსოვდეს, მეგობრები ერთმანეთს კი არ ექიშპებიან, არამედ — ამხნევებენ!

5. მხოლოდ და მხოლოდ ისტორია გაერთიანებთ

ხანდახან, ბავშვობის მეგობრებს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებების გამო ვერ ველევით. თუმცა, რა აზრი აქვს ისეთი ურთიერთობის შენარჩუნებას, რომლის ერთადერთი პოზიტიური მხარე წარსულის ემოციებია? გახსოვდეს: აწმყოში ცხოვრობ, სადაც შენ, შენი მეგობარი და ზოგადად ცხოვრება, შესაძლოა, რადიკალურად სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდეთ.

ასე რომ, ისტორიული მნიშვნელობის გამო, გაფუჭებულ ან უინტერესო ურთიერთობებთან გამოკიდება ნამდვილად არ გჭირდება!

6. შენ ცხოვრებაში პოზიტივი აღარ შემოაქვს

არსებობს მომენტები, როდესაც საკუთარი თავის დაცვა მარტოებს გვიწევს. თუ მეგობარი იმის მეტს არაფერს აკეთებს, რომ დაგასუსტოს და იმედები გაგიცრუოს, საკუთარი თავის პატივისცემის ნიშნად, შენი ცხოვრებიდან აუცილებლად უნდა გაუშვა.

მეგობარი ცხოვრების ბუნებრივი დანამატია — ერთმანეთს კარგად ართობთ, აცინებთ თუ აქეზებთ, ურთიერთობაში ყველა ადამიანის მიერ შეტანილი წვლილი განსხვავებულია, თუმცა ფაქტია, რომ ეს კონტრიბუცია მხოლოდ პოზიტიური უნდა იყოს!

7. ნეგატიური სიტუაციები პოზიტიურს აჭარბებს

თუ ურთიერთობაში ცუდმა კარგი გადაწონა, თქვენი მეგობრობაც დაშლისკენ მიდის. კომუნიკაცია ორმხრივი სარგებელის მომტანი უნდა იყოს, ორივეს გაბედნიერებდეთ, ემოციური სიტუაციების და კონფლიქტის პროვოცირებას არასოდეს ახდენდეს. იშვიათად წაკამათება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ურთიერთგაგების მუდმივი პრობლემები აშკარად იმის ინდიკატორია, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობით.

8. შენ თვითშეფასებას აკნინებს

ნამდვილი მეგობრები ერთმანეთისთვის თანადგომის კრიტიკულ სისტემას ქმნიან. ეს, განსაკუთრებით დღევანდელ ცხვრებასთან ასოცირებულ სტრესულ პირობებშია აუცილებელი. პრობლემების, სირთულეების და ეჭვების გადასალახად, ყოველთვის გვერდში უნდა გყავდეს მეგობარი, რომელიც მორალურ მხარდაჭერას გაგიწევს. გახსოვდეს: მეგობრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი სწორედ ერთმანეთის თვითშეფასების ამაღლებაა.

მეგობართან განშორება ადვილი არასოდეს არ არის, თუმცა, თუ ის შენ თავდაჯერებულობას ებრძვის და ხედავ, რომ სურს, საკუთარ თავთან დისკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგაყენოს, მართლაც დროა, ხელი დაუქნიო!



წყარო: <a href="http://www.lifehack.org/429806/8-signs-its-time-to-break-up-with-a-friend-even-if-you-feel-deeply-sorry">lifehack.org</a>