SEX

8 მითი სექსის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს ინტიმურ ცხოვრებას

8 მითი სექსის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს ინტიმურ ცხოვრებას

ჩვენი ცხოვრების არც ერთი სფერო არ არის იმდენი მავნე სტერეოტიპით სავსე, როგორც სექსი.

მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის, მოგწონთ თუ არა სექსი პარტნიორთან.

ჩვენ გეტყვით, რომელი მითების დაჯერება არ ღირს სექსის შესახებ, რადგან ისინი რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და შესაძლოა საზიანოც იყოს.

დაგეგმილი თუ სპონტანური სექსი?

ფილმებში მამაკაცი აუცილებლად ნაზად შეეხება შეყვარებულს, როცა ის სადილს ამზადებს და ფინალი ვნებიანი სექსით სრულდება. ეს ასე ხშირად არ ხდება ცხოვრებაში ხშირად ასე არ ხდება, რადგან ბევრ ჩვენგანს სექსი მაშინ მოსწონს, როდესაც საოჯახო საქმე უკვე დასრულებულია და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანი (ან უფრო სასიამოვნო) საქმეები გვაქვს, ვიდრე სექსია - უბრალოდ, ზოგს გონებრივად მომზადება სჭირდება აქტისთვის, რათა ის ხარისხიანი და სასურველი იყოს, სპონტანურობა კი ამ შესაძლებლობას ამცირებს.

სექსი სექსის გარეშე?

პარტნიორებს ყოველთვის არ სურთ პირდაპირ კლასიკური სექსი. ზოგჯერ ქალებს ძალიან მოსწონთ პრელუდია, არც ორალურ სექსზე ამბობენ უარს.



ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სექსუალური აქტივობები სქესობრივი აქტის გარეშე ხშირად ისეთივე სასიამოვნოა, როგორც თავად სექსი, თუ მას საკმარის დროს და ყურადღებას დაუთმობთ.

ორგაზმი სავალდებულოა?

ორგაზმის მიღწევა რთულია არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ხშირად ეს გამოწვეულია სტრესის ან შფოთვის გამო და არა იმიტომ, რომ არ მოგწონთ პარტნიორი.
კარგი სექსოლოგი არასოდეს გირჩევთ დაწყებულის დასრულებას, თუ გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ. კონცენტრირება მოახდინეთ სექსის ხარისხზე და გახადეთ სასიამოვნო, და თუ ორგაზმი მაინც ვერ მიაღწიეთ, მაშინ დროა ამ პარტნიორთან სქესობრივი კავშირი შეწყვიტოთ.



გრძელვადიან ურთიერთობებში მიზიდულობა მცირდება?
სინამდვილეში, უმეტეს შემთხვევაში, გრძელვადიანი ურთიეროთბის შემდეგ სექსუალური სურვილი იმაზე სასურველი ხდება, ვიდრე ურთიერთობის დასაწყისში იყო. ასე რომ, ჯერ კიდევ არის შანსი, ყველაფერი გამოასწოროთ თუ თავისუფლად ისაუბრებთ თქვენს სურვილებზე.

სექსზე ღია საუბარი აუცილებელია?

ადამიანები გაურბიან პარტნიორთან ინტიმურ თემაზე ღია საუბარს, რადგან მათ უბრალოდ რცხვენიათ ამის. სამწუხაროდ, გულწრფელი საუბრის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა და როგორ მოგწონთ ორივეს სექსში.

ხშირი სექსი უკეთესია?

ხშირად გვსმენია, რომ წყვილებს, რომლებსაც სექსი დღეში ორჯერ აქვთ, იღბლიანები არიან, ხოლო ისინი, ვინც კვირაში ერთხელ ამყარებენ ინტიმურ კავშირს, დაშორების გზაზე დგანან - ეს კონცეფცია შორს არის სიმართლისგან, რადგან ჩვენ ყველას განსხვავებული ლიბიდო გვაქვს. სექსის სიხშირეზე მეტად მნიშვნელოვანი მისი ხარისხია. დაე, იყოს სექსი იშვიათი, მაგრამ დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი.

სექსი ადვილია?

მოსაზრება, რომ სექსზე საუბარი, ან თეორიული ცოდნა საჭირო არ არის, უბრალოდ დამღუპველია. მწირი სექსუალური განათლება ხშირად მიზეზია წყვილების დაშორების, ხშირად პარტნიორებმა არ იციან როგორ ისაუბრონ მეწყვილესთან გულღიად და აუხსნან რა სურთ და რა მოსწონთ სექსში, ან/და პირიქით.



ინფორმაციული ვაკუუმის გამო წყვილები ხშირად უბრად ტოვებენ ერთმანეთს, ამიტომაც სექსი სულაც არ არის ადვილი საქმე.

მამაკაცებს ყოველთვის სურთ სექსი, ქალებს კი არა?

ეს ცხადია მითია და საკმაოდ საზიანოც, რადგან ბუნებაში ბევრი ქალია, ვისაც ხშირად სურს დაკავდეს სექსით, ამ მითის გამო კი თავს რატომღაც „დამნაშავედ“ გრძნობს.