ფსიქოლოგები გვირჩევენ როგორ გავუმკლავდეთ წინასაახალწლო აურზაურს სამსახურში
- 29.12.2024
(გახსოვდეთ საკუთარი თავი, უპირველეს ყოვლისა, როგორც პიროვნება, და არა მხოლოდ როგორც თანამშრომელი)
ადამიანები, რომლებიც მარტივად უმკლავდებიან გამოწვევებს, გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის უნარით და წარმატებული კარიერისტები არიან, როგორც წესი შესანიშნავი თანამშრომლები არიან. თუმცა, საკუთარი თავის უგულებელყოფით, მათ შეუძლიათ გამოიფიტონ ფიზიკურად, ან ჩაეფლონ დეპრესიაში და გაუჩნდეთ განცდა, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაუარა.
წინასაახალწლო პერიოდი ნებისმიერ სამსახურში ქაოსთან და აურზაურთან ასოცირდება.
სურვილი, რომ ყველაფერი დღესასწაულამდე დასრულდეს ხშირად იწვევს გონებრივ და ფიზიკურ სტრესს და ხშირად ისეც ხდება, რომ საახალწლო შვებულების გატარებას არა დიდი ხნის წინ ნანატრი და ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით ატარებთ, არამედ ძირითადად მიღებული გონებრივი თუ ფიზიკური სტრესის დაძლევაში ატარებთ.
ფსიქოლოგები გვაძლევენ ოთხ საკვანძო რჩევას, რომელიც დაგვეხმარება გადავურჩეთ საახალწლო მღელვარებას.
ნუ უგულებელყოფთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს
საქმის გაკეთების მცდელობისას, ადამიანების უმეტესობა იწყებს სხეულის ძირითადი მოთხოვნილებების იგნორირებას. ისინი საერთოდ უარს ამბობენ კვებაზე, ან ძალიან ცუდად იკვებებიან. უფრო მეტიც, ადამიანების უმეტესობა ხშირად უარს ამბობს ტუალეტზეც.
ადამიანები ხშირად საათობით სხედან პრეზენტაციაზე, ეს ბევრი კარიერისტისთვის ნაცნობი სცენარია, რასაც ფსიქოლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რადგან მიჩნეულია, რომ სხეულის მოთხოვნილებები ძირითადი მოთხოვნილებებია, რადგან ისინი ქმნიან ჯანსაღი ცხოვრების ფუნდამენტურ შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხეული არის ჩვენი არსებობის საფუძველი ნებისმიერ დროს, მიუხედავად დატვირთული სამუშაოსა თუ პირადი გრაფიკისა და არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.
ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ ვაკონტროლოთ ძილის დრო და ხანგრძლივობა, რადგან ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ხშირად ის დეპრესიული აშლილობის მაპროვოცირებელია.
თუ თქვენ უგულებელყოფთ სხეულის ამ და სხვა ბუნებრივ საჭიროებებს, შედეგიც არ დააყოვნებს და აუცილებლად იხილავთ მის ნეგატიურ გავლენას.
სტრესულ სიტუაციებში ორგანიზმის იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება წინა სადღესასწაულო დღეებში და შესაძლოა ხელი შეგიშალოთ საქმეების დასრულებაშ.
შეასრულეთ განტვირთვის ვარჯიშები
იმისათვის, რომ ორგანიზმს გაუადვილდეს დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავება, ამასთან, გაუმკლავდეს სტრესს და უძილობას, შეგიძლიათ დაეხმაროთ მას სუნთქვითი ვარჯიშებით. 3 წუთიან სუნთქვითი ვარჯიშსაც და ხმის მარტივ თერაპიასაც საკმაოდ დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის.
ასევე ძალიან კარგია სხეულის მსუბუქი გახურება და 5-8 წუთიანი ტანვარჯიში, ის ხელს უწყობს ლიმფის დინებას, რაც კარგ გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ მდგომარეობაზე.
საგანგებო სიტუაცია მნიშვნელოვნად ავიწროებს აღქმის აქცენტს და ქმნის დაძაბულობის განცდას, ტანვარჯიში ან მედიტაცია კი საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ საკუთარი თავი და საჭიროებები, დაამუშაოთ სტრესული გამოცდილება დღის განმავლობაში.
გახსოვდეთ საკუთარი თავი, უპირველეს ყოვლისა, როგორც პიროვნება, და არა მხოლოდ როგორც თანამშრომელი.
შეიმუშავეთ გეგმა და დაყავით იგი ქვეამოცანებად
დაწერეთ სამუშაოების სია და მონიშნეთ ქვედავალებები პუნქტებში, როდესაც დაასრულებთ მათ, გადახაზეთ - ეს გამოყოფს ენდორფინებს, კმაყოფილების გრძნობას ტვინში.
წერილობითი სამოქმედო გეგმა საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ სტრესი თქვენი აზრების სტრუქტურირებით და აურზაურით.
ასევე კარგია თუ გეგმას დაუმატებთ მუშაობის შემდეგ დასახულ მიზანს: აირჩიეთ დრო, დღე, შვებულების პერიოდი. ტვინმა უნდა იცოდეს, რომ სტრესის პერიოდი მალე დასრულდება, ასე უფრო ადვილი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. თუ რთული ეტაპის დასრულების შემდეგ რაიმე სასიამოვნო გელოდებათ, ეს ასევე მოგცემთ ძალას.
რთულ გამოწვევებთან გამკლავების შემდეგ, შეგიძლიათ საკუთარ თავს აჩუქოთ ჯილდო. მაგალითად, დაჰპირდით საკუთარ თავს: „როგორც კი მოვაგვარებ ამ სამ პრობლემას, წავალ იმ კაფეში, რომლის მონახულებაც დიდი ხანია მინდოდა“.
გამოწვევების დელეგირება
თუ თქვენი სამუშაო ძალიან ინტენსიურია და გრძნობთ, რომ ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის მიმართეთ კოლეგებს ან საყვარელ ადამიანებს.
მაშინაც კი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ საოჯახო საქმეებზე, როგორიცაა სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ჩამონათვალის შედგენა, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა ან სტუმრების მოწვევა, გარკვეული პასუხისმგებლობის დელეგირება თქვენს დროს გაათავისუფლებს.
საახალწლო დრო არ არის მხოლოდ დაჩქარებული სამუშაოების პერიოდი, მაგრამ ეს ასევე შესანიშნავი მომენტია თქვენი განვლილი წლის შეჯამებისთვის. დაუთმეთ რამდენიმე წუთი და შეამჩნიეთ რა მოხდა გასულ წელს. რა მიზნებსა და შედეგებს მიაღწიეთ? ყოველივე ამის შემდეგ, უდავოდ ბევრ რამეზე დაფიქრდებით და მომავალში ბევრ რამეს უკეთესობისკენ შეცვლით.
თემები: სამსახური, ახალი წელი