
გარდერობი, რომელშიც ყველაფერი იდეალურად ჯდება და არ საჭიროებს რეგულარულ გამოცვლას, ბევრი ქალის ოცნებაა.
მოდის ინდუსტრიაში მინიმალიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება. უსასრულო შოპინგი კი გარდერობის ისეთი ნივთებით შევსებას იწვევს, რომელსაც ხშირად არც ვიყენებთ. მათთვის კი, ვინც დაიღალა ასეთი გარდერობით, არსებობს მარტივი ფორმები, ჩრდილების სასიამოვნო პალიტრა და განსხვავებული ვარიაციები მცირე კომპლექტით.
გადაწყვიტეთ რა ნივთებს ატარებთ ყველაზე ხშირად
მინიმალისტური სტილის არსი მხოლოდ ყველაზე ნეიტრალური ნივთების შერჩევაში არ არის. მთავარი მიზანია ააწყოთ გარდერობი, რომელიც ნამდვილად გიყვართ, გიხდებათ და ატარებთ.
ამისთვის გაარკვიეთ, რა სამოსს იცვამთ ყველაზე ხშირად, რა მოგწონთ, ან რაში გრძნობთ ყველაზე მეტად თავს კომფორტულად.
შექმენით უნივერსალური ფორმულები
ხშირად ჯინსს მაისურით ატარებთ თუ კლასიკურ შარვალს მაისურით? უმარტივესი გზაა გადაათვალიეროთ გარდერობი და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ, რომელი მათგანი უნდა შეივსოს ან შეიცვალოს საჭიროებისამებრ. როგორც წესი, ძირითადი ფორმულა მოიცავს მარტივ მაისურებს, ჯინსებს, ხარისხიან ნაქსოვებს, კოსტიუმები, ქურთუკებს და შარვლებს.
სტილი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ მარტივ ჭრილზე და დიზაინზე - ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარეა მოდის ცვლილებების მიმართ.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ტანსაცმელი სწრაფად ხდება მოსაწყენი, არის ის, რომ მოგწონთ ნივთი, მაგრამ არ ატარებთ მას. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ ნივთი არასწორადაა შერჩეული. ხანდახან უბრალო თეთრი მაისური და სადა შარვალი გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე არასწორ ზომებში შერჩეული ტრენდული ნივთებისგან შემდგარი რთული სამოსი.
გაამდიდრეთ ფერების პალიტრა
მინიმალიზმი მხოლოდ შავ-თეთრ ნივთებს არ გულისხმობს. მინიმალისტური პალიტრა შეიძლება იყოს განსხვავებული და არა აუცილებლად ნეიტრალური. თუ თქვენ გიზიდავთ მშვიდი და ფრთხილი ჩრდილები, გახსოვდეთ, რომ ყველასთვის საყვარელი კრემისფერსაც კი აქვს ათასობით სხვადასხვა ჩრდილი, რომლებიც შეიძლება შერწყმული იყოს ერთმანეთთან, შექმნათ მრავალფეროვანი კოსტიუმები და გარდერობი სხვადასხვა ფერით დატვირთოთ, თუ ამას დაუმატებთ ღვინისფერს, ზურმუხტისფერს, ღია შოკოლადისფერს მიიღებთ კომპლექსურ და სასიამოვნო სამოსს.
ინვესტირება ხარისხში და არა რაოდენობაში
შეიძლება ხშირად ყიდულობდეთ მოდურ ნივთებს, მაგრამ თქვენი გარდერობი მაინც მოსაწყენი იყოს, ამის თავიდან ასაცილებლად სტილისტები გვირჩევენ შევიძინოთ არა ბევრი ტანსაცმელი, არამედ ცოტა, მაგრამ ხარისხიანი.
შოპინგის დროს გაითვალისწინეთ რამდენი კომბინაციის აწყობა შეგიძლიათ არჩეული ნივთით, თუ მოსაფიქრებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ, დიდი ალბათობით, ნივთს თაროზე შემოდებთ და ვერ გამოიყენებთ, მაგრამ თუ მყისიერად ააწყობთ ამ სამოსზე რაიმე ლუქს, მაშინ ნამდვილად ღირს მასზე ფულის დახარჯვა.
არ ჩამოწეროთ აქსესუარები
მინიმალისტურ გარდერობს ძალიან უხდება სამკაულები. გამოიყენეთ საინტერესო ფიგურები, ჯაჭვები დიდი რგოლებით ან მარგალიტის საკინძებით - ეს ყველაფერი ტენდენციაშია და იდეალურად დაასრულებს თქვენს ლაკონიურ სტილს. ასევე მინიმალისტური გარეგნობის უფრო საინტერესოდ წარმოჩენაში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ჩანთებიც დაგეხმარებათ.
მინიმალიზმი არ არის მოსაწყენი
მინიმალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ თეთრ მაისურს და ლურჯ ჯინსს. მინიმალიზმი რაციონალურ მიდგომას ეხება. გარდერობი ეფუძნება არა მიმდინარე ტენდენციებს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, არამედ იმის გაგებას, თუ რაში ხართ კომფორტულად და რამდენი ლუქი გჭირდებათ ყოველდღიურობაში.
ავანგარდული ბლუზები აქცენტიანი საყელოებით და დეკონსტრუქციით ლამაზია, მაგრამ არა ყოველთვის პრაქტიკული. ამიტომ, დროა ისწავლოთ მარტივი ნივთების საინტერესოდ შეთავსება; მთავარია პრაქტიკა, დაკვირვება და რაც მთავარია - დახვეწილი გემოვნება.
თემები: სტილი, მოდა, ქალები, გემოვნებიანი