SEX

7 ეროტიკული ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

7 ეროტიკული ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

"ლედი ჩატერლის საყვარელი" (18+)

დიდი ბრიტანეთი – გერმანია – აშშ, 1981 წ. რეჟისორი -  კლერმონ ტონერი
მთავარ როლებში - სილვია კრისტელი და შეინ ბრაიანტი



მშვენიერი კონის მეუღლე სერ კლიფორდ ჩატერლი ომიდან პარალიზებული ბრუნდება. ერთგული ცოლი ზრუნავს ქმარზე, მაგრამ კლიფორდი აცნობიერებს თავის სისუსტეს ინტიმურ ურთიერთობაში და ცოლს უფლებას აძლევს ჰყავდეს საყვარელი. თავიდან კონი აღშფოთებულია ამ წინადადებით, მაგრამ მალე ის ხვდება მეტყევე ოლივერს და ჭეშმარიტად შეუყვარდება იგი.

"მომკალი ნაზად" (18+)

აშშ - დიდი ბრიტანეთი, 2001 წ. რეჟისორი - ჩენ კაიჯი
მთავარ როლებში - ჰეზერ გრეჰემი და ჯოზეფ ფაინსი




ფილმში ნაზი ლამაზმანი ალისა ხვდება იდუმალ ადამს. ვნებიანი რომანი ქორწინებით მთავრდება. ყოველდღე ალისა ხვდება, რომ ადამი მას რაღაცას უმალავს. საშინელი შეტყობინებები, ჩაკეტილი კარადა და ქმრის უცნაური ქცევა ალისას უკიდურესად აღაშფოთებს, მათი კავშირი თანდათან უფრო სახიფათო ხდება.

"ორი მთვარის შესართავი" (18+)

აშშ, 1988 წ. რეჟისორი - ზალმან კინგი
მთავარ როლებში - შერილინ ფენი და რიჩარდ ტაისონი




ახალგაზრდა ეიპრილი მთელი ცხოვრება ნამდვილ ზღაპარში ცხოვრობდა: მდიდარი მშობლები, ელეგანტური სამოსი, მდიდრული სახლი.
ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე ეიპრილი ახალგაზრდა, ვნებიან, სიმპათიურ, მაგრამ ღარიბ პერის ხვდება.
საინტერესოა, არის თუ არა მზად გოგონა მდიდრული ცხოვრება ნამდვილ სიყვარულში გაცვალოს?

"ღამის ფერი" (18+)

აშშ, 1994 წ. რეჟისორი: რიჩარდ რაში
მთავარ როლებში - ბრიუს უილისი და ჯეინ მარჩი.




ეს ძალიან ლამაზი სანახავი, მაგრამ ამავე დროს დაძაბული ფილმია. ფსიქიატრი იძულებულია თავად მიმართოს ფსიქოლოგიურ დახმარებას: მისი კლიენტი ფანჯრიდან გადახტა სწორედ სეანსის დროს. ის ესწრება ჯგუფური ფსიქოთერაპიის სესიებს და გაიცნობს იდუმალ გოგონას, რომელიც გულწრფელად შეუყვარდება და ცხოვრება უმჯობესდება, მაგრამ საშინელება ხდება: ჯერ მისი მეგობარი ფსიქოთერაპევტი იღუპება, შემდეგ კი, ჯგუფის წევრები, ერთმანეთის მიყოლებით.

"მწარე მთვარე" (18+)

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი, აშშ, 1992 წ. რეჟისორი - რომან პოლანსკი
მთავარ როლებში - პიტერ კოიოტი და ემანუელ სეინერი



განსაცვიფრებელი დრამა, რომელიც შევიდა ეროტიკული ჟანრის საგანძურში. ახალგაზრდა ფრანგი ქალი მიმი, ხვდება ზრდასრულ მამაკაცს, ოსკარს. მათი რომანი სულ უფრო ღრმავდება. ქალი მზრუნველი და ნაზია, ოსკარი კი მას მგზნებარე სიყვარულითა და ვნებით პასუხობს, მაგრამ თანდათან ოსკარის გრძნობები ქრება და ის მალე ნამდვილ მონსტრად იქცევა. ოსკარი დასცინის საყვარელს, ყველანაირად ამცირებს მას, მაგრამ მიმი არ ნებდება, იმ იმედით, რომ მასში ძველი გრძნობების გაცოცხლებას შეძლებს. წყვილი ერთმანეთს შორდება, მაგრამ ხვდებიან საშინელი უბედური შემთხვევის შემდეგ, ოსკარი უკვე პარალიზებულია და ეტლში ზის. ახლა კი მიმის შურისძიების დროა.

jamon jamon  (18+)

ესპანეთი, 1992 წ. რეჟისორი: ბიგას ლუნა
მთავარ როლებში - პენელოპა კრუზი და ხავიერ ბარდემი



ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გადაღებების დროს პენელოპა კრუზი მხოლოდ 18 წლის იყო, ფილმში კი უამრავი შიშველი სცენაა.
სილვია, ადგილობრივი მღვდლის ქალიშვილი, ხოსესთან ქორწილისთვის ემზადება, რომლის დედაც ამ ქორწინების წინააღმდეგია, რადგან სილვიას შვილის შესაფერად არ მიიჩნევს. ქალი ქირაობს ლამაზ მამაკაცს, რაულს, რათა აცდუნოს.
სხვათა შორის, უცნარია, რომ პენელოპეს და ხავიერს ერთმანეთი ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე არ შეყვარებიათ, მათ მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იქორწინეს. ფილმის სავსეა ეროტიკული სცენებით!

"მდივანი" (18+)

აშშ, 2001 წ. რეჟისორი - სტივენ შაინბერგი
მთავარ როლებში - მეგი ჯილენჰალი და ჯეიმს სპეიდერი.



როგორც ჩანს, „გრეის 50 ჩრდილის“ შემქმნელები ამ ფილმით იყვნენ შთაგონებული. ეს არის ძალიან თავისებური, მაგრამ ძალიან კარგი ფილმი სიყვარულზე - რეალური, მსხვერპლშეწირული და ყოვლისშემძლე ადამიანის შესახებ. მართალია, გარკვეულწილად გარყვნილი ნოტებით, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მოწოდებული.

მოკრძალებული და ძალიან უცნაური ლი ასევე უცნაური ადვოკატის, მისტერ გრეის მდივნის თანამდებობას იკავებს. თავიდან მათი კომუნიკაცია არ სცდება სამუშაოს, სანამ ლი არ დაუშვებს შეცდომას, რისთვისაც მისტერ გრეი სჯის მას, მაგრამ, როგორც გაირკვა, გოგონას არ ეშინია ასეთი სასჯელის, პირიქით - ის უფრო და უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს.