
მშობლებსა და შვილებს შორის კამათი და აზრთა სხვადასხვაობა, ხშირია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არიან შვილი ან მშობლები, ან რა ასაკობრივი სხვაობაა მათ შორის, კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი ყოველთვის იქნება.
მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანია არა იმდენად კამათის აცილება, არამედ საჭირო დროს ბავშვთან სწორი კომუნიკაცია.
TREND გირჩევთ, რა არ უნდა გააკეთოთ შვილთან კამათის დროს.
გადაბრალება
ბევრი გაბრაზებული დედა ასეთ რამეს ეუბნება შვილს: „შენ გამიფუჭე განწყობა, შენს გამო ვარ გაბრაზებული“. თუმცა, ბავშვი საერთოდ არ არის პასუხისმგებელი თქვენს განცდებზე და ემოციებზე. ეს მხოლოდ თქვენი არჩევანია. თუ გსურთ უთხრათ მას, რას გრძნობთ ამ მომენტში, მაშინ ისაუბრეთ პირველ პირში: „გაბრაზებული ვარ, განაწყენებული ვარ“ და ა.შ. - ნუ გადააბრალებთ თქვენს ემოციებს შვილს.
ემოციური ძალადობა
ბავშვზე ემოციური ძალადობა და ასევე დასჯის მუქარა საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს, მშობელმა არ უნდა აიძულოს ბავშვს რაღაცის გაკეთება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: „სწრაფად გააკეთე ეს და ეს, თორემ დაგსჯი“.
ბავშვისთვის ძნელია გაუმკლავდეს ასეთ დამთრგუნველ ფონს, გვერწმუნეთ, ის თანდათან შეწყვეტს თქვენს ნდობას.
თუ გსურთ შვილისგან რაიმეს მიღწევა, ჰკითხეთ რა უშლის ხელს თქვენი თხოვნის შესრულებაში. შეეცადეთ ერთობლივად იპოვოთ გამოსავალი.
ფიზიკური ძალადობა
ფიზიკური ძალადობა ცალსახად მიუღებელია და უმძიმესი სტრესია ბავშვის ფსიქიკისთვის, ასეთი რამ არ უნდა იყოს არცერთი ბავშვის ცხოვრებაში, ის ამ დროს თავს მსხვერპლად გრძნობს, რომელიც ვერ უძლებს აგრესორს. ფიზიკური ძალადობა ბავშისთვის ყველაზე ცუდი მოგონება და სამუდამო დამღა იქნება.
მუქარა
სმარტფონის, კომპიუტერის და მეგობრებთან ერთად სეირნობის აკრძალვის მუქარა კამათის დროს საკმაოდ აქტუალურია. ასეთ სიტუაციაში ბავშვს უმწეობისა და წყენის გრძნობა უჩნდება, ეს ანადგურებს მის ემოციურ კავშირს მშობლებთან და წინააღმდეგობებს იწვევს ურთიერთობაში.
სხვებთან შედარება
ყველა ფსიქოლოგი მტკიცედ აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიოთ შვილს, ეს სხვებთან შედარებაა, ამის გამო მას მოგვიანებით თვითშეფასების პრობლემები შეაწუხებს. უმჯობესია ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლოთ, რომ არავის შეედაროს და იამაყოს მხოლოდ საკუთარი თავითა და მიღწევებით.
თემები: ოჯახი, დედები და შვილები, ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია