LIFE

უწყინარი ხუმრობა და დიანას და ჩარლზის სიყვარულის დასასრული

უწყინარი ხუმრობა და დიანას და ჩარლზის სიყვარულის დასასრული

სიცოცხლის ბოლო წლებში დიანა ხშირად ეუბნებოდა თაყვანისმცემლებს, რომ ჩარლზს არასოდეს უყვარდა. შესაძლოა პრინცესა მართლა ასე ფიქრობდა, ან იქნებ უბრალოდ სურდა, რომ ყველას ასე ეფიქრა. ამავდროულად, ჩარლზის ახლო მეგობრები დარწმუნებით ამბობდნენ, რომ იგი გულწრფელად ცდილობდა დიანასთან მყარი ქორწინება ჰქონოდა, მაგრამ თითქოს ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო.

მომავალ მეუღლესთან ხანმოკლე რომანის დაწყებამდე ჩარლზი უკვე შეყვარებული იყო კამილა პარკერ ბოულზზე, მაგრამ სამეფო ოჯახი კამილას საკამათო რეპუტაციის გამო, კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ კავშირის; შემდეგ ჩარლზის ცხოვრებაში დიანა გაჩნდა.



ახალგაზრდა გოგონა გავლენიანი არისტოკრატული ოჯახიდან იყო და ბავშვობიდან სპენსერის საოჯახო მამულში, ხმაურიანი ლონდონისგან შორს ცხოვრობდა. სამეფო ოჯახი თვლიდა, რომ მომავალი მეფისთვის უკეთესი შესატყვისის პოვნა რთული იქნებოდა. დიანაც ბედნიერი იყო, რომ პრინცესა გახდა.

19 წლის გოგონა ყველანაირად ცდილობდა მომავალი ქმარი და მისი ოჯახი გულთბილად მიეღო.

თუმცა, 1981 წლის ქორწილიდან მალევე, მეუღლეებს შორის პირველი გაუგებრობები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ დიანა საერთოდ არ იყო ისეთი, როგორიც ამტკიცებდა, მან ჩარლზი ქორწილამდე დაარწმუნა, რომ ისევე როგორც პრინცს, მასაც გაგიჟებით უყვარდა ბუნებაში ყოფნა. თუმცა, ქორწინების პირველივე წელს, დიანამ აღიარა, რომ სძულდა შოტლანდიის ქონება Balmoral, ბუნება და ნადირობა. თურმე პრინცესა უბრალოდ ხუმრობდა, როცა სამეფო ოჯახს ბუნების სიყვარულის შესახებ უამბობდა.



Balmoral-ის ერთ-ერთი თანამშრომელმა (რომელსაც დიანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა), სამეფო კარის რეპორტიორთან ტომ ქუინთან ინტერვიუსას განაცხადა: „ვფიქრობ, ეს ერთი უწყინარი ხუმრობა გახდა მათ ურთიერთობაში ბზარის მიზეზი, რაც არ უნდა ბევრი თქვან, რომ მათი განქორწინება სხვა ქალის გამო იყო!“